
“საქართველოს ბანკმა” ზუგდიდში, კიკალიშვილის ქ. #51-ში, ახალი სერვის-ცენტრი გახსნა. შედეგად, „საქართველოს ბანკის” სერვისცენტრების რაოდენობა 145-ს აღწევს და, როგორც ბანკში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართო და ყველაზე კარგად განვითარებულ ფილიალების ქსელს წარმოადგენენ.
როგორც ბანკში განმარტავენ, ახალი სერვის-ცენტრი თანამედროვე სტანდარტების მიხედვითაა მოწყობილი და მომხმარებელს მომსახურების მარტივად და სწრაფად მიღებას სთავაზობს. ცენტრში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს საბანკო მომსახურების სრული სპექტრი. ახლადგახსნილ სერვის-ცენტრში 29 თანამშრომელი დასაქმდა.