II და III ჯგუფის ინვალიდები და მარჩენალდაკარგულები გაზრდილ პენსიას ვერ მიიღებენ მოსახლეობამ გაზრდილი პენსიის შესახებ ხელისუფლების განცხადება არასწორად გაიგო. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. ოთარ თოიძის თქმით, ხელისუფლებამ პენსია ასაკით პენსიონერებს და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუზარდა. თუმცა, მოსახლეობას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველა კატეგორიის პენსიონერს შეეხებოდა.
15 სექტემბრიდან საქართველოში გაზრდილ პენსიას 680 ათასი ასაკობრივი პენსიონერი და პირველი ჯგუფის ინვალიდი იღებს.
მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდები, ასევე მარჩენალდაკარგული პირები გაზრდილ პენსიას ვერ მიიღებენ. ასეთი სულ 140 ათას 431 ადამიანია.
კომერსანტი