
საქართველო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან 100–მილიონიანი სესხის მიღებაზე უარს ამბობს. ცნობილი ხდება, რომ მთავრობა EBRD–თან ხელშეკრულების შეწყვეტაზე მსჯელობს. თუმცა, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ევრობანკს და „საქართველოს რკინიგზას" შორის სასესხო ხელშეკრულება 2010 წლის მარტში გაფორმდა, რომლის თანახმად, EBRD-მა „თბილისის შემოვლითი გზის" პროექტი 100 მილიონი ევროთი დააკრედიტა. დანრჩენი 70 მილიონი „საქართველოს რკინიგზის" თანადაფინანსებაა.
ინფორმაციისთვის: EBRD-ში აცხადებენ, რომ ქართული მხარისგან სესხის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ მიუღიათ.