''ლატარიის კომპანიის'' ლობირება გრძელდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ''ლატარიის კომპანიის'' ლობირება გრძელდება
ნანახია: 214

კეზერაშვილის კომპანიას გადასახადებს უნახევრებენ
''ლატარიის კომპანიის'' ლობირება გრძელდება
შარშან, როდესაც ''საქართველოს ლატარიის კომპანიამ'' მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ლატარეის ორგანიზების ექსკლუზიური უფლება მიიღო, სატენდერო პირობაში იდო, რომ კომპანია უახლოესი 10 წლის მანძილზე ბიუჯეტში 900 მილიონზე მეტ ლარს შეიტანდა. ახალი კანონპროექტით, საქართველოს ბიუჯეტი 450 მილიონ ლარზე მეტს კარგავს

ამჟად პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონპროექტით, „ლატარიის კომპანიას", ბიუჯეტში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 20%-ის ნაცვლად, 10%-ის გადახდა მოუწევს.

საკანონმდებლო ლიბერალიზაციის მიუხედავად, „საქართველოს ლატარიის კომპანიის" სამეთვალყურეო ორგანოს თავმჯდომარეს კახა ბაინდურაშვილს მიაჩნია, რომ ბიუჯეტში გადასახელი თანხა არ შემცირდება.

„კანონი განსაზღვრავს ბიუჯეტში გადასახდელი თანხის მხოლოდ ქვედა ზღვარს, რისი მიხედვითაც მთავრობა გვიდგენს წლიურ გადასახადს, რომელიც გაწერილია თვეების მიხედვით" - აცხადებს კახა ბაინდურაშვილი საუბრისას.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც "ლატარიებისა და აზარტული თამაშების შესახებ" მოქმედ კანონში შედის, ლატარიის კომპანიას უფლებას აძლევს, ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლების დელეგირება მესამე პირზე მოახდინოს.

კანონში ცლილების განხორციელება საქმიანობას გაგვიუმჯობესებს - აცხადებს კახა ბაინდურაშვილი.

„არსებობს უამრავი კომპანია, რომელსაც პრომო-აქციების ჩატარება სურს და დღევანდელი კანონმდებლობით ამას ვერ ახერხებს. ცვლილების შემდეგ, კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ „ლატარიის კომპანიისგან" მიიღონ ნებართვა და ჩაატარონ აქცია-გათამაშება, რაშიც შესაძლოა „ლატარიის კომპანიას" მომსახურების საკომისიო გადაუხადონ. თუმცა ეს ეხება მხოლოდ პრომო-აქციებს და არა ლატარიის სხვა კომპანიებს"- განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.

კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილება „ლატარიის კომპანიას" საქმიანობის არეალის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.

"არსებული კანონით შეზღუდულია ლატარეის ორგანიზებაზე მესამე პირზე უფლებების დელეგირება, რაც ზღუდავს ლატარეის ორგანიზატორის საქმიანობის არეალს, ამცირებს შესაძლო მოგებას და ხელს უშლის სხვა კომპანიების მიერ პრომო-აქციების ორგანიზებას. აქედან გამომდინარე წარმოდგენილი კანონპროექტი აუქმებს შესაბამის მუხლებს", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის განხილვას საპარლამენტო კომიტეტები ოქტომბერში დაიწყებენ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48