„საქართველოს ფოსტის" ზოგიერთ თანამშრომელს იარაღის ტარების უფლება მიეცემა.

ცვლილება „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში შედის, რომლის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს „ლ1" ქვეპუნქტი ემატება.
ცვლილების მიხედივთ, ფოსტის უფლებამოსილ პირებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი, ან სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანა-გადაზიდვისას იარაღის ტარების უფლება ეძლევათ.
კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, „საქართველოს ფოსტის" კონკრეტული უფლებამოსილი პირების ჩამონათვალი განსაზღვრული იქნება საქართველოს პრეზიდენტის იმ ბრძანებულებით, რომლითაც სამსახურეობრივ-საშტატო იარაღების ტარების უფლების მქონე პირების ჩამონათვალია დამტკიცებული.