ა/ო ''დაცული მოძრაობის'' ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ავტომობილების გაზზე გადაყვანა სარისკოა
ამ სერვისზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება
ავტომობილების გადაყვანა თხევად გაზზე დიდი საფრთხის შემცველია, თუმცა გაზის საწვავის ეკონომიურობის გამო ამ სერვისზე მოთხოვნა იზრდება. ამის შესახებ commersant.ge-ს ამ სფეროს სპეციალისტებმა განუცხადეს.
,,ვისოლის” გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, გაზზე გადაყვანის სერვისზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. კომპანია ბოლო 3 თვეა იტალიური წარმოების საუკეთესო მოწყობილობით თხევადი გაზის ავზების მონტაჟს აწარმოებს. ავტოექსპერტ დავით მესხიშვილის თქმით კი, ქართულ ბაზარზე ავტომობილების საწვავის სისტემის გადაკეთება ძირითადად კუსტარული გზით ხდება, რაც განსაკუთრებით სარისკო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშია.
„არ არსებობს კონტროლი მონტაჟის ხარისხზე. ამიტომ კომპანია ,,ვისოლის” ინიციატივა მისასალმებელია, რადგან დარწმუნებული ვარ, მათი რეპუტაციისა და პასუხისმგებლობის მქონე კომპანია მხოლოდ ნორმების დაცვით განახორციელებს ბუნებრივი გაზის ავზების დამონტაჟებას,“ - აცხადებს მესხიშვილი.
ვასილ ხორავას ინფორმაციით, გაზის საწვავზე გადასვლის შემდეგ მომხმარებელს საწვავის ხარჯი უნახევრდება.
commersant.ge