კონტროლის პალატა ადგილობრივი ბიუჯეტებით დაინტერესდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : კონტროლის პალატა ადგილობრივი ბიუჯეტებით დაინტერესდა
ნანახია: 282

კონტროლის პალატა ადგილობრივი ბიუჯეტებით დაინტერესდაკონტროლის პალატა სახელმწიფო ობიექტებში ანტიკორუფციული რისკების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავებას გეგმავს - ამის შესახებ სამშაბათს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ბეჟაშვილის განცხადებით, მსგავსი სისტემის დანერგვა უკვე ბევრ ქვეყნაში ხორციელდება. საუკეთესო გამოცდილება აქვს ჰოლანდიას.

ანტიკორუფციული სისტემის მონიტორინგი სახელმწიფო ობიექტებს დაავალდებულებს შეიმუშავონ დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ანტიკორუფციული საფრთხეების ჩამონათვალი და ის მეთოდები, რაც სახელმწიფო ორგანიზაციებში კორუფციულ სააფრთხეებს და რისკებს ნულამდე დაიყვანს და კორუფციასთან ბრძოლოს ღონისძიებები დაიგეგმება.

ამასთან ერთად, კონტროლოს პალატა გეგმავს, პარლამენტს ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენა-შესრულების მონიტორინგის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინოს.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ამ კუთხით მონიტორინგის განხორციელება როგორც მთავრობის, ისე პარლამენტისთვისაც პრიორიტეტული უნდა იყოს, რათა საკანონმდებლო ორგანოს მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტების განკარგვის შესახებ.

ამ დროისათვის კი, მუნიციპალური ბიუჯეტების დაგეგმვასა და შესრულებაზე მონიტორინგს არც ერთი დაწესებულება არ ახორციელებს.

ბეჟაშვილი სახელმწიფო დაწესებულებების ბიუჯეტების გასაჯაროების და ვებ-გვერდზე განთავსების ინიციატივიტაც გამოდის.

კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიში პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48