
სს „თიბისი ბანკმა" 2011 წლის იანვარ-აგვისტო 63,2 მლნ ლარის მოგებით დაასრულა.
ბანკის ცნობით, ივლისი-აგვისტოს მოგებამ 17,7 მლნ ლარს გადააჭარბა (01/07/11-45,5 მლნ ლარი).
პირველი სექტემბრისთვის კლიენტების დეპოზიტების მოცულობა 1,7 მლრდ ლარით (01/07/11 - 1,6 მლრდ ლარი) განისაზღვრა. ლარში ანაბრების მოცულობა აგვისტოში გაზრდილია და მისი წილი მთლიან პორტფელში 28,8%-ს შეადგენს (01/08/11-28,1%).
საანგარიშო პერიოდისთვის საკრედიტო პორტფელი -2,8 მლრდ ლარით (01/07/11 - 1,7 მლრდ ლარი) განისაზღვრა. უცხოური ვალუტით სესხების (1,2 მლრდ ლარი) წილი მთლიან პორტფელში 77,2%-ია (01/07/11-79,5%).
საანგარიშო პერიოდისთვის ბანკის აქტივები 2 783 266 896 ლარია (01/07/11 -2 645 425 073 ლარი).