
კომპლექს Kempinski Hotel Batumi-ის მშენებლობის მორიგი ეტაპი 5 თვეში დასარულდება. კომპლექსის მშენებელის, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი-კომპანია GIMG-ის გადაწყვეტილებით, კომპლექსის 12 ათასი კვადარტლი მეტრის წინა და უკანა ფასადის მოსაპირკეთებლ სამუშაობის პროექტს ადგილობრივი კომპანია „ტრანსკვკასიის კრისტალი” განახორციელებს.
კომპანიის დირექტორის თეიმურაზ გამცემლიძის განცხადებით, კომპანიამ სპეციალური ტენდერი ჩაატარა, სადაც ქართველმა სპეციალისტებმა თურქებზე, გერმენელებსა და ესპანელებზე უკეთესი პროექტი წარმოადგინეს. შესაბამისად, კომისიამ უპირატესობა სწორედ ადგილობრივ კომპანიას მიანიჭა.მთლიანად Kempinski Hotel Batumi-ის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
შენობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში და მისი ფართი 98 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. კომპლექსი ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და მას 4 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. სასტუმრო სხვადასხვა კატეგორიის 253 ნომრისგან შედგება და მას ცალკე , კერძო აპარტამენტების ბლოკი ექნება.