
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, შესაძლოა, ევროზონის საკრედიტო კრიზისს ვერ გაუძლოს. უკანასკნელი გათვლებით, საკუთარი ბალანსის დარღვევის გარეშე ფონდს 390 მილიარდ დოლარამდე თანხის გაცემა შეუძლია. თუმცა მოვლენათა ყველაზე ნეგატიური განვითარების შემთხვევაში კრიზისში მყოფი ევროპულ ქვეყნებს შესაძლოა 840 მილიარდი დოლარი დასჭირდეს. ევროპის პრობლემები საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის.
სრულიად რეალურია სიტუაცია, როდესაც სავალუტო ფონდის დახმარება არასაკმარისი აღმოჩნდება. სავალუტო ფონდის ანალიზმა აჩვენა, რომ ფინანსური ინსტიტუტები დამატებით 200 მილიარდ დოლარს საჭიროებენ.
ამ ფონზე ფრანგული ბანკების BNP Paribas-ის, Societe Generale-ის და Credit Agricole-ის აქციები 9-13,5%-ით გაუფასურდა. გასულ შაბათ-კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ Moody’s-მა შესაძლოა, მათ რეიტინგები შეუმციროს.