იქ სადაც ცენტრალური ბანკი რეალურად ფუნქციონირებსდიდი ბრიტანეთის ბანკებს გადასახადის გადამხდელების ფულის მომავალი კრიზისიდან დაცვის მიზნით, 11 მლრდ დოლარიანი რეფორმის განხორციელება მოუწევთ.
Reuters-ის ინფორმაციით, დამოუკიდებელმა საბანკო კომისიამ (ICB) ორშაბათს განაცხადა, რომ ბრიტანულმა ბანკებმა უნდა დაიცვან საცალო განყოფილებები რისკიანი ინვესტიციებისგან და გაზარდონ კაპიტალი. შედეგად, საცალო განყოფილებებში საბაზისო კაპიტალის მოცულობა მთლიანი კაპიტალის 10%-მდე, პირველი დონის საბანკო კაპიტალი 17-20%-მდე უნდა გაიზარდოს.
საბანკო მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ეკონომიკის გაჯანსაღებას და გადამხდელთა დაცვას უზრუნველყოფს.
ბრიტანეთის სავაჭრო პალატამ უკვე გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ICB-ის რეფორმამ შესაძლოა მთელი ეკონომიკა დააზარალოს.
მკაცრ რეგულაციებს აქტიურად ეწინააღმდეგებიან ბრიტანული ბანკების „დიდი ოთხეულიც" - RBS, Lloyds, Barclays და HSBC-ი და აპირებენ გააგრძელონ რეფორმების წინააღმდეგ ლობირება.
საბოლოო სიტყვა ხელისუფლებაზეა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ბანკებს ძლიერი ლობი ჰყავთ, რადგანაც მიიჩნევა, რომ ფინანსური მომსახურების სექტორი ბრიტანული ეკონომიკის 10%-ს იკავებს.