ბორჯომი რუსულ ბაზარზე მაინც ბრუნდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ბორჯომი რუსულ ბაზარზე მაინც ბრუნდება
ნანახია: 269

მთავარი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია - რატომ გამოიჩინა რუსულმა მხარემ ''ბორჯომის'' მიმართ ასეთი ინტერესი და რა კულუარული გარიგება შედგა ქართველებსა და რუსებს შორის?

ბორჯომი რუსულ ბაზარზე მაინც ბრუნდება
„ბორჯომის“ განცხადებით, მისი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს

„ბორჯომს“ გააჩნია ყველა სათანადო ტექნოლოგიური ბაზა და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რათა განაახლოს მიწოდებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, თუკი საქართველოსა და რუსეთის სათანადო უწყებებეს შორის მოხდება შეთანხმება აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით. ამის შესახებ IDS Borjomi International-ის ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, რომელიც კომპანიამ რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის განცხადების პასუხად გაავრცელა.

შეგახსენებთ: ონიშჩენკოს უწყების მტკიცებით, მათი სპეციალისტები სამშაბათს კომპანია IDS Borjomi International–ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მინერალური წყლის „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს.

მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „როსპოტრებნადზორში“ რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის დაბრუნების შესახებ კომპანია „ბორჯომის“ განცხადება შევიდა. თუმცა მალე თავად ქართულმა კომპანიამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მსგავსი წერილით ონიშჩენკოს უწყებისთვის არ მიუმართავს.

IDS Borjomi International - ის განცხადების თანახმად, 2006 წლიდან დღემდე „ბორჯომის“ სათაო ოფისმა არაერთხელ შეიტანა განაცხადი რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში „ბორჯომის“ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე დაბრუნების მოთხოვნით.

„ამ საკითხთან დაკვავშირებით მოლაპარაკებებს როგორც საქართველოს, ასევერუსეთის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებთან „ბორჯომის“ სათაო ოფისის წარმომადგენლები 2006 წლიდან აწარმოებენ... „ბორჯომის“ მინერალური წყალი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს, რუსეთისა და ევროგაერთიანების ყველა რეგულაციასა და მოთხოვნებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მინერალური წყლის „ბორჯომის“ გაყიდვების აღდგენის საკითხი სრულად არის „ბორჯომის“ სათაო ოფისის IDS Borjomi International - ის კომპეტენცია.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48