ონიშჩენკოს მტკიცებით, მათ „ბორჯომის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ონიშჩენკოს მტკიცებით, მათ „ბორჯომის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ
ნანახია: 196

”ბორჯომის” ქართული მენეჯმენტი კი რუსულ მხარესთან კონტაქტს უარყოფს

ონიშჩენკოს მტკიცებით, მათ „ბორჯომის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები სამშაბათს კომპანია IDS Borjomi International–ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მინერალური წყლის „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „გაზეტა რუ“ ონიშჩენკოს უწყების მიერ გავრცელებული ცნობის საფუძველზე იუწყება.

„როსპოტრებნადზორის სპეციალისტებმა კომპანიის წარმომადგენლებს აცნობეს რუსული მხარის მოთხოვნები ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც წარმოებას და პროდუქციის უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფას აღწერს,“ – ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ პროცედურის გავლის შემდეგ რუსი ექსპერტები წარმოების ინსპექტირებას მოახდენენ, გამოიკვლევენ პროდუქციის ნიმუშებს და ამის შემდეგ იქნება განხილული „ბორჯომის“ დაშვების საკითხი რუსულ ბაზარზე.

შეგახსენებთ: რამდენიმე ხნის წინ რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ რუსეთის მხრიდან „ბორჯომის“ დაბრუნებას ხელოვნური წინააღმდეგობები არ ექმნება.

„ბორჯომის“ იმპორტზე ემბარგო რუსეთს 2006 წლიდან აქვს დაწესებული. მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „როსპოტრებნადზორში“ რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის დაბრუნების შესახებ კომპანია „ბორჯომის“ განცხადება შევიდა. თუმცა მალე თავად ქართულმა კომპანიამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მსგავსი წერილით ონიშჩენკოს უწყებისთვის არ მიუმართავს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48