ექსპერტები "საქსტატის" მონაცემებს "გაუგებარს" უწოდებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ექსპერტები "საქსტატის" მონაცემებს "გაუგებარს" უწოდებენ
ნანახია: 264

ირაკლი ლექვინაძე: დასაქმების მაჩვენებელი 5%-ით ვერ შემცირდებოდა

ექსპერტები "საქსტატის" მონაცემებს "გაუგებარს" უწოდებენ
2011 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იგივე პერიდთან შედარებით, საქართველოში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 371,3 ათასი ადამიანიდან 352.1 ათას ადამიანამდე, ანუ 5,12 %-ით შემცირდა. მონაცემს „საქსტატი“ ავრცელებს.

დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი, 61% მსხვილ ბიზნესზე მოდის. საწარმოების ბრუნვამ 6.12, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 3.34 მილიარდი ლარი შეადგინა. შარშანდელი წლის იგივე პერიოდში პროდუქციის გამოშვებამ 2,98 მილიონ ლარს მიაღწია.ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 683.9 ლარია. მათ შორის ქალების - 494.6 ლარი. აქედან მსხვილი ბიზნესში საშუალო ხელფასი 807.1 ლარია, საშუალო ბიზნესში – 508.6 ლარი, მცირე ბიზნესში კი 429.8 ლარი.

ყველაზე მეტი ადამიანი - დასაქმებულთა 18 % - ვაჭრობის, ავტომობილების და საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სფეროში მუშაობს.დამამუშავებელ მრეწველობაზე დასაქმებულთა 17.3 პროცენტი მოდის, ჯანდაცვასა და და სოციალურ დახმარებაზე 14 პროცენტი, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე კი 13.5. ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - ამ სფეროში დასაქმებულთა 8.3 პროცენტი მუშაობს.

ბიზნეს-ასოციაციის დასაქმებისა და შრომითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა ახალაძისთვის ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის 5%-იანი შემცირებული მაჩვენებელი მოულოდნელობა აღმოჩნდა. მისი თქმით, ასეთი ცვლილება შესაძლოა, შარშანდელი მონაცემის არასწორი დაანგარიშების შედეგი იყოს.

„გასული წლის მეორე კვარტლის შემდეგ ქვეყანაში არ მომხდარა ისეთი მოვლენა, რომელიც ასეთ მასობრივ შემცირებებს გამოიწვევდა. არც რომელიმე მსხვილი საწარმო დახურულა. ასე რომ, ეს ციფრი არარეალურად მეჩვენება,“ - აცხადებს ახალაძე.

2011 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასქმებულთა რაოდენობის 5%-იან კლებას გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაუგებარს უწოდებს ექსპერტი ირაკლი ლექვინაძეც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იგივე პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვა დაახლოებით 7%-ით, პროდუქციის გამოშვების მოცულობა კი 12%-ით არის გაზრდილი. „ბოლო ერთ წელიწადში რამე განსაკუთრებულ ცვლილებას ამ სფეროში ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით საშუალო ბიზნესის წილის შემცირებას ბიზნესის მთლიან სტრუქტურაში, საშუალოდ 1,5%-ით, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამას დასაქმების მაჩვენებლის 5%-იანი კლება შეეძლო გამოეწვია,“ -ამბობს ლექვინაძე.

მისივე შეფასებით, ბოლო პერიოში სტატისტიკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები საკმაოდ წინააღმდეგობრივია, რასაც ადასტურებს აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებლებიც, რომელთა თანახმად სურსათსა და ტრასპორტზე საშუალოდ 20%-იანი ზრდაა დაფიქსირებული, მხოლოდ კავშირგაბულობის ტარიფების 13%-იანმა შემცირებამ კი ინფლაციის კლება 7,2%-მდე განაპირობა. დაუხვეწავია დასაქმებულთა დათვლის მეთოდიკაც - ამბობს ექსპერტი.

commersant.ge


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48