გიორგი გოგუაძის ბანკად ცნობილ ”ინვესტბანკში” წილის 72%-ის მფლობელი KSN Foundation გახდა, რომლის შესახებ ინტერნეტში ცნობებს ვერ მივაკვლიეთ. ძველი სამეთვალყურეო საბჭოც KSN-მა დაითხოვა და ახალიც მანვე დანიშნა. თუმცა ეს სახელები სპეციალისტებსაც კი ბევრს არაფერს ეუბნებაროგორც GBC იუწყება „ინვესტბანკს" ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს, რომელსაც პოურია ნაიები (Pourya Nayebi) უხელმძღვანელებს. მის მოადგილედ მერაბ ჩიხრაძე დაინიშნა.
ამის შესახებ GBC-ის ბანკში განუცხადეს. საბჭოს ახალ წევრებად ბანკის აქცინერებმა ჰოუშანგ ჰოსეინპური (Houshang Hosseinpour), ჰოუშანგ ფარსოუდეჰი (Houshang Farsoudeh) და გიორგი გზირიშვილი აირჩიეს .
ახალმა წევრებმა „ინვესტბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში, ლევან ხუნდაძე, სერგეი კაპანინი, გიორგი ელიავა და გიორგი ზოიძე შეცვალეს.
საბჭოს ყოფილი შემადგენლობა, ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის KSN Foundation-ის (72%) მიერ დანიშნული მმართველი ჯგუფის რეკომენდაციით დაითხოვეს.
ბოლო პერიოდში, „ინვესტბანკს" საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელები შემცირდა. 1 აგვისტოსთვის, თითქმის 2-ჯერ 15 675 425 ლარამდე შემცირდა ბანკის აქტივებიც.
საანგარიშო პერიოდისთვის, კლიენტების დეპოზიტები 2 923 530 ლარით (01/07/11- 18 256 305 ლარი), საკრედიტო პორტფელი კი, 3 831 623 ლარით განისაზღვრა.
პირველი აგვისტოს მდგომარეობით, „ინვესტბანკის" ზარალმა 383 504 ლარი შეადგინა.
KSN Foundation-ი „ინვესტბანკის" აქციების 72% ფლობს, 28 % კი, TRENDFOR HOLDING LTD საკუთრებაშია.