
ოქრო რეკორდულ გაძვირებას განაგრძობს. „როიტერის“ ინფორმაციით, დღეს, ისტორიაში პირველად აზიურ ბირჟებზე უნცია ოქროს ფასმა 1911 დოლარს გადააჭარბა.
მსოფლიო ბაზრებზე ოქრო უკვე მეშვიდედ გაძვირდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, თუ ოქროს ფასმა თვის ბოლომდე ასეთი ტემპებით მატება განაგრძო, აგვისტოს მონაცემებით, 39 წლის მანძილზე ძვირფასი ლითონი რეალურად ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს.
ოქროს მიმართ ინვესტორთა ინტერესს ანალიტიკოსები მსოფლიო ბაზრებზე არასტაბილური მდგომარეობით ხსნიან. მათი ვარაუდით, ოქროს ფასი ზრდას მინიმუმ პარასკევამდე, ანუ ამერიკაში რეგიონული სარეზერვო ფედერალური ბანკების მმართველების შეკრებამდე განაგრძობს. მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, ბენ ბერნანკე ეროვნული ეკონომიკის მხარდასაჭერად მორიგ განაცხადს გააკეთებს.