როდის დაიბრუნებენ კუთვნილ ფულს "საფოსტო ბანკის" მეანაბრეები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : როდის დაიბრუნებენ კუთვნილ ფულს "საფოსტო ბანკის" მეანაბრეები
ნანახია: 816

"საფოსტო ბანკი" დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ერთ დროს ის ისეთივე აქტუალური და პოპულარული ბანკი იყო, როგორც დღეს "სახალხო ბანკია". სწორედ "საფოსტო ბანკი" ასრულებდა იმ ფუნქციას, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "სახალხო ბანკმა" იკისრა, საუბარია პენსიონერების მომსახურებაზე. შევარდნაძისდროინდელი 14 ლარიანი პენსიის აღება პენსიონერებს სწორედ "საფოსტო ბანკის" მეშვეობით უხდებოდათ. ამ ბანკის შესახებ აზრის გამოთქმა რამდენიმე კომპეტენტურ ანალიტიკოსს ვთხოვეთ, მათ შეფასებებში ყველაზე მეტად ტერმინები - "ქაოსი" და "განუკითხაობა" ისმოდა. როგორც აღმოჩნდა, პენსიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს "საფოსტო ბანკი" დროულად პენსიონერებს არ აწვდიდა, გარდა ამისა, ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ საეჭვოდ ხშირ დაყაჩაღებებზე, ხელოვნურად გაბერილ აქტივებზე და ასე შემდეგ. "საფოსტო ბანკი"14 ლარიანი პენსიის დარიგების მომსახურების სანაცვლოდ, პენსიონერებისთვის ყოველი თვის პენსიაზე 1 ლარის ჩამოჭრის ინიციატივითაც გამოსულა. ასე რომ, "საფოსტო ბანკს" ბევრი კმაყოფილი კლიენტი არ ჰყოლია.
ქაოსთან და განუკითხაობასთან ასოცირებულმა ბანკმა, ბუნებრივია, დიდ ხანს ვერ შეძლო ფუნქციონირება. 2004 წლიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო "საფოსტო ბანკმა" საქმიანობა გააჩერა. 2004 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებით "საფოსტო ბანკის" ლიკვიდაცია დაიწყო.
2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბანკში ირიცხებოდა 405 მეანაბრე იურიდიული პირის, 203 მეანაბრე ფიზიკური პირის და 3000 პენსიონერის მიმართ დავალიანება. ლიკვიდაციის პროცესი სწორედ მსგავსი ვალდებულებების დაფარვას ითვალისწინებს. ამ პროცესს იმ დროს სების მიერ დანიშნული ლიკვიდატორი მართავდა, დღეს კი ლიკვიდატორს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ნიშნავს.
"საფოსტო ბანკის" ყოფილი კლიენტების პრობლემები დღესაც გრძელდება. მეანაბრეების დიდ ნაწილს მათ მიერ ბანკში შეტანილი ფული ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგაც არ აუღიათ. "ბანკები და ფინანსების" რედაქციას დაუკავშირდა "საფოსტო ბანკის" მეანაბრე, რომელიც ბანკის ლიკვიდაციის პროცესში დარღვევებს ხედავს, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დასვა, რომელიც ჩვენ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურისკენ მივმართეთ.
რესპოდენტი, რომელიც თავს დაზარალებულად გრძნობს, თავის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ის საკმაოდ საგულისხმო კითხვებს სვამს, - "საფოსტო ბანკში" თავის დროზე საკმაოდ სერიოზული თანხა შევიტანე, ამ ბანკის გაკოტრების შემდეგ თავდაპირველად ლიკვიდაციის სამსახურთან, ასე თუ ისე, ვახერხებდი ურთიერთობას, ამ დროს ჩემი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი დავიბრუნე, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ერთი თეთრიც არ ამიღია. მაინტერესებს, რატომ აჭიანურებენ ბანკის ლიკვიდაციის პროცესს, როგორც ვიცი, "საფოსტო ბანკს" საკმაოდ სერიოზული აქტივები გააჩნდა. თუმცა, მათი გაყიდვა და მეანაბრეებისთვის თანხის დაბრუნება ხუთი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ პროცესს ხელოვნურად წელავენ. რაც უფრო დიდი ხნით გაგრძელდება ბანკის ლიკვიდაცია, მას ეზრდება დავალიანება ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ანუ რაც უფრო გაიწელება პროცესი, მით უფრო დიდი თანხა წავა ფინანსთა სამინისტროში. მე როგორც ვიცი, ფინანსთა სამინისტროს მიმართ "საფოსტო ბანკის" ვალდებულებებს ლიკვიდატორი საკმაოდ პუნქტუალურად ისტუმრებს, დაზარალებულ მეანაბრეებს კი ყურადღებას არავინ გვაქცევს".
დასმულ კითხვებზე პასუხების მოძიების პროცესში საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს კახა ბარაბაძესთან ვითანამშრომლეთ, რომელმაც სახელმწიფო ჩინოვნიკისთვის უჩვეულო გულისხმიერებით გვიპასუხა.
- რა ქონებას ფლობდა და ფლობს დღეს "საფოსტო ბანკი", როგორ ნაწილდება მიღებული შემოსავლები და რა ვალდებულებები იფარება ამით?
- 2004 წლის 31 დეკემბერჩხოროწყუს, ისთვის ბანკის ქონებას შეადგენდა: სათაო ბანკის შენობა; წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ლაგოდეხის, ხაშურის, ახალქალაქის, კრწანისის (თბილისი), ქარელის, თელავის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს, სენაკის, ყაზბეგის ფილიალები; შოვის ტურბაზა; ავტომანქანები; საოფისე ინვენტარი. 2009 წლის თებერვლის მდგომარეობით რეალიზირებულია ფოთის, ჩხოროწყუს, ლაგოდეხის, ხაშურის, ახალქალაქის, კრწანისის, ქარელის, თელავის, ოზურგეთის, ყაზბეგის ფილიალები. 13 ავტომანქანა და სხვა საოფისე ინვენტარი.
2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ირიცხებოდა 181 მსესხებელი. 2009 წლის თებერვლის მდგომარეობით დარჩენილია 101 მსესხებელი. თითქმის ყველა სესხი გასაჩივრებულია სასამართლოში. დაფარულია სესხების ნაწილი.
2009 წლის თებერვლის მდგომარეობით გასტუმრებული იქნა 1273 პენსიონერი (მეანაბრე), 68 მეანაბრე ნაწილობრივ და 22 მეანაბრე სრულად.
- როდის იგეგმება პროცესის დასრულება, როდის შეძლებენ მეანაბრეები საკუთარი ფულის დაბრუნებას?
- ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ქ. თბილისის საგადასახადოს მიერ ბანკის ქონებაზე დადებული ყადაღის გამო ლიკვიდაციის პროცესი ფაქტიურად შეჩერებულია (ვერ ხორციელდება აქტივების რეალიზაცია და შესაბამისად ვალდებულებების დაფარვა).
2005 წლის 24 იანვარს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის N 53 შეტყობინებით მთელ ქონებაზე წარმოიშვა გირავნობა 8 129 763.11 ლარის დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით.
2007 წლის 15 თებერვალს საგადასახადო ინსპექციის ბრძანება N ქი/774 და N ქი 775 -ს საფუძველზე ბანკის ქონებასა და საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა, რომელიც ლიკვიდატორისა და ეროვნული ბანკის მხრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და მიმოწერის საფუძველზე მოიხსნა 2008 წლის 7 მარტს.
2008 წლის 23 დეკემბერს საგადასახადო ინსპექციის ბრძანება N ქ/663 -ის თანახმად ინკასო დაედო სალიკვიდაციო ანგარიშს. რის საფუძველზეც ბანკის ანგარიშიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოჭრილი იქნა შემდეგი თანხები: - 2008 წლის 25 დეკემბერს ბრძანება N 16096 18.12.08-ის საფუველზე 8 962 ლარი, - 2009 წლის 10 თებერვლის საინკასო დავალება N 7324 – 1 534 ლარი; N 7325 – 4 444 ლარი; N 7326 - 2 300 ლარი; N 7313 – 2 304 ლარი; N 7317 – 16 200 ლარი; N 7318 - 4 570 ლარი. - 2009 წლის 13 თებერვლის საინკასო დავალება N 7320 – 22 000 ლარი; N 7318 – 20 000 ლარი; 7316 – 25 388 ლარი. სულ 107 702 ლარი.
აქვე მინდა დავამატო, რომ ლიკვიდაციაში მყოფ ბანკებს 2009 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსის თანახმად არ ერიცხებათ სახელმწიფოს მიმართ დავალიანება, ხოლო მეანაბრეებისთვის აქტივებით ანაბრების გადახდა შესაძლებელია ყადაღის შემდეგ.


ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48