ნანახია: 275
ივლისში, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე ერთ წლამდე ვადით გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საშუალო საბაზრო განაკვეთი ბოლო ერთ თვეში, 3,1%-ით 17,4%-მდე შემცირდა. თუმცა იგივე მაჩვენებელი 2010 წლის ივლისთან შედარებით კვლავ 3,4%-ით მეტია. გასულ წელთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები შემცირდა გრძელვადიან იპოთეკურ სესხებზეც. სებ-ის ინფორმაციით, 5 წელზე მეტი ვადით იპოთეკურ კრედიტზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11,6%-ია, 2010 წელს კი, იგივე მაჩვენებელი 14,1% შეადგენდა. 2011 წლის ივლისში ივნისთან შედარებით, 1,8%-ით დაიკლო ერთ წლამდე ვადის სამომხმარებლო კრედიტების საშუალო საბაზრო პროცენტმა. წლიურ გამოხატულებაში კი, იგივე მაჩვენებელი 2,9%-ით არის შემცირებული. დაიკლო 5 წელზე მეტი ვადიანობის სამომხმარებლო სესხების განაკვეთებმაც. 2010 წელის ივლისთან შედარებით - 2,3%-ით. ბოლო ერთ თვეში, განაკვეთები ნაწილობრივ შემცირდა სახელფასო სესხებზეც. 1 წლამდე ვადის სესხებზე 2,1%-ით. 1-5 წლის ვადით სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 14,7-დან 15,6% გაიზარდა, ხოლო 5 წელზე მეტი ვადის სესხების საშუალო განაკვეთი 0,5%-ით 14 %-მდე გაიზარდა.
|