კვირის ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : კვირის ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეები
ნანახია: 1238

საბანკო სექტორი
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7 პროცენტამდე (1 პროცენტული პუნქტით) შეამცირა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ არსებული პროგნოზებით, გაზრდილია ინფლაციის კლებაზე მოქმედი ფაქტორების გავლენა. შემცირებულია ფასების ზრდა ხანმოკლე მოხმარების საგნებზე, რაც, თავის მხრივ, ამცირებს მოსახლეობის ინფლაციის მოლოდინს. კვლავ უარყოფითია ფულადი აგრეგატების ზრდის ტემპები, რასაც დაბალი საკრედიტო აქტივობაც უწყობს ხელს.

ენერგეტიკის სექტორი
ორთაჭალჰესის რეაბილიტაციის და ეფექტურობის გაზრდის კუთხით, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია", 10 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ენერგოკომპანიის ცნობით, გასული წლის მანძილზე, "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ, გენერაციის განვითარების კუთხით, 7 მლნ. ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ამ დროისთვის კომპანიის აბონენტებზე მიწოდებული ელექტროენერგიის 60% კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების გენერაციის შედეგია.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, უკრაინულმა საპროექტო ორგანიზაცია "ვნიპიტრანსგაზმა" მაგისტრალური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს 50 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაასრულა. მაგისტრალური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს 50 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა პროექტ "საგურამო - წითელი ხიდის" მეორე ეტაპია.

ინდექსები
23-27 თებერვლის ინდექსების ცვლილება ასე გამოიყურება - G&T Index (Gel)-ის მაჩვენებელი კვირის დასაწყისში 139,42-ს შეადგენდა, კვირის ბოლოს კი 137,23 ანუ დაფიქსირდა 1,58%-იანი კლება. NASDAQ დასაწყისში 1,441.23-დან 1,387.72-მდე შემცირდა, თუმცა კვირის ბოლოს ის კვლავ გაიზარდა და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,441.83 შეადგინა. რაც შეეხება S&P 500-ის მაჩვენებლების ცვლილებას, აქ დაფიქსირდა უმნიშვნელო ზრდა. Dow Jones ორშაბათს 7,365.67 შეადგენდა, ხოლო შემდგომი 2 დღის განმავლობაში 3,41%-ით შემცირდა, თუმცა კვირის ბოლოს კვლავ დაფიქსირდა ზრდა და მაჩვენებელმა 7,350.94-ს მიაღწია.

ეროვნული ვალუტის კურსები
გასულ კვირას სავალუტო ბაზარზე ვალუტის კურსის მკვეთრი ამაღლება არ დაფიქსირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის ღირებულება უცხოურ ვალუტასთან შედარებით არ გაზრდილა.
23 თებერვალს ლარის კურსი 1 აშშ დოლარის მიმართ 1,6749 იყო, მომდევნო დღეებში პროცენტულმა ზრდამ 0,07% შეადგინა, თუმცა 27 თებარვალს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,6810 შეადგინა.
რაც შეეხება ლარის კურსის ცვლილებას ევროსთან, აქაც გაცვლითი კურსის მერყეობა დაფიქსირდა, თუმცა უმნიშვნელოდ და თუ კვირის დასაწყისში ცვლილებამ 2,8%-იანი ზრდა გამოიწვია და 1 ევროს ფასი 2,1075-დან 2,1672-მდე გაიზარდა, შუა კვირაში ეს მაჩვენაბელი 1,4%-მდე დაეცა, თუმცა კვირის ბოლოს ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2,1308-ს მიაღწია.

მსოფლიო ფასები
23 თებერვალს, წინა დღეებთან შედარებით, ნავთობის ფასი 1,3%-ით შემცირდა და მისი ფასი 39,90 აშშ დოლარი გახდა, მომდევნო დღეებში მისი ფასი 3,3%-ით გაიზარდა, კვირის ბოლოსათვის კი ნავთობის ფასმა 41,23 აშშ დოლარი შეადგინა (1 ბარელი 158,987 ლიტრი). რაც შეეხება ოქროს ფასს, ის 23 თებერვალს 987 აშშ დოლარი იყო, 24 თებერვალს კი 0,3%-ით გაიზარდა, ხოლო მომდევნო დღეებში ოქროს ფასი 3,4%-ით შემცირდა და 1 უნცია ოქროს შეძენა უკვე 956,25 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი (1 უნცია 28,3 გრამი). ვერცხლის ფასი წინა კვირის დასაწყისში ჯერ 0,2%-ით გაიზარდა, შემდეგ 0,6%-ით, საბოლოოდ კი მოხდა მისი შემცირება 4%-ით და თუ ორშაბათს 1 უნცია ვერცხლი 14,36 აშშ დოლარი იყო, კვირის ბოლოს მისი ფასი 13,21 აშშ დოლარამდე დაეცა. სპილენძის ფასი კი წინა კვირის განმავლობაში მკვეთრად არ შეცვლილა და 1 კგ. სპილენძი 3,206 აშშ დოლარიდან 3,443 აშშ დოლარით გაიზარდა.

მოამზადა ნინო თამაზაშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48