ნანახია: 254
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს არც მეტი, არც ნაკლები, 814 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი 2010 წლის წინასწარ მაჩვენებლებს, რომელიც ასევე საქსტატის მიერ იყო გამოქვეყნებული, მთელი 47 პროცენტით აღემატება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 248 მილიონი დოლარი და მთლიანი ინვესტიციების 30 პროცენტი შეადგინა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების ოდენობა 91 მილიონი დოლარი იყო, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 135, თურქეთიდან - 91.
www.commersant.ge
|