ნანახია: 241
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7,5%-მდე შეამცირა. ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე, საბაზისო განაკვეთი კვლავ 25 პუნქტით შემცირდა. მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიზეზებზე სებ-ი მოგვიანებით პრეს-რელიზს გაავრცელებს.
უკვე მეორე სხდომაა, რაც ბანკი მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთს 25 პუნქტით ამცირებს. 20 ივლისს სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილების ერთ-ერთ მიზეზად ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება დაასახელა.
GBC
|