ნანახია: 315
აზერბაიჯანში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 8,7% შეადგინა.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ივლისში ქვეყნის მასშტაბით 0,8%-იანი თვიური დეფლაცია დაფიქსირდა. მათ შორის, კვების პროდუქტები 1,6%-ით გაიაფდა, -წერს სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით 1news.az-ი.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 7 თვის მანძილზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანში კვების პროდუქტები 11,9%-ით გაძვირდა, ხოლო არასასურსათო პროდუქტებზე ფასმა 2,8 %-ით მოიმატა.
|