
სს "ინვესტბანკის” აქტივები, საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელი შემცირდა.
ბანკის ცნობით, 2011 წლის პირველი აგვისტოსთვის აქტივები 15 675 425 ლარით განისაზღვრა, ხოლო პირველი ივლისისთვის ეს მაჩვენებელი 31 044 231 ლარს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდისთვის კლიენტების დეპოზიტები 2 923 530 ლარით (01/07/11- 18 256 305 ლარი), საკრედიტო პორტფელი 3 831 623 ლარით განისაზღვრება (01/07/11-10 784 915 ლარი). უცხოური ვალუტით სესხების წილი (1 703 826 ლარი) 44,5%-ია.
პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ბანკის ზარალი 383 504 ლარია (01/07/11-322 514 ლარის ზარალი).
ამ დროისთვის ბანკში ცვლილებებია, ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის KშN Fოუნდატიონ-ის (72%) მიერ ახლადდანიშნული მმართველი ჯგუფის რეკომენდაციით, ბანკის აქციონერებმა სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობა დაითხოვეს და ახალს უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ.
KSN Foundation-ი "ინვესტბანკის” აქციებს 2008 წლის ოქტომბრიდან ფლობს (ბანკი ბაზარზეა 2003 წლიდან). 28% TRENDFOD HOLDING LTD-ის საკუთრებაა.