ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება სწორედ იმპორტის ხარჯზე ხორციელდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება სწორედ იმპორტის ხარჯზე ხორციელდება
ნანახია: 377

"საქართველო პატარა ქვეყანაა და მას არა აქვს ფუფუნება, პროტექციონისტული პოლიტიკა აწარმოოს"

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო უამრავი ეკონომიკური სიძნელის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო მოეხდინა საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია: გაუქმდა ექსპორტ-იმპორტის კვოტირება, მხოლოდ მეტად შეზღუდული ნომენკლატურის სპეციფიკურ საქონელზე იქნა შენარჩუნებული ექსპორტის ან იმპორტის აკრძალვა.
ბოლო წლების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ახორციელებს ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკას, რომელიც ხასიათდება დაბალი გადასახადებით იმპორტზე.
2010 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6678 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 21 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1583 მლნ. აშშ დოლარი იყო (40 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 5095 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წელს 35122 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (9 პროცენტით მეტი).
2011 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 646 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 121 მლნ. აშშ დოლარი იყო (20 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 525 მლნ. აშშ დოლარი (34 პროცენტით მეტი).
2011 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კვლავ თურქეთი (404 მლნ. აშშ დოლარი), უკრაინა (285 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (274 მლნ. აშშ დოლარი) რჩება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის მარტიდან უკრაინამ, პოზიციურად, მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოში მნიშვნელოვანი სხვაობაა იმპორტსა და ექსპორტს შორის, რაც მოითხოვს ეკონომიკური ღონისძიებების გატარებას, რათა შემცირდეს ეს სხვაობა და უკეთეს შემთხვევაში მოხდეს საგადამხდელო ბალანსის წონასწორულ დონეზე შენარჩუნება.
დღესდღეობით, ეროვნული ბაზარი სავსეა იმპორტული საქონლით. ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება სწორედ იმპორტის ხარჯზე ხორციელდება. ისედაც ვიწრო საშინაო ბაზარი მოჭარბებული იმპორტის გამო კიდევ უფრო ნაკლებტევადი ხდება ადგილობრივი საწარმოებისათვის. დაბალი შიდა მოთხოვნა ნაციონალური საწარმოების განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია. აღნიშნულიდან გამოსავალს ზოგი საერთოდ ვერ ხედავს, ხოლო ზოგს მიაჩნია, რომ საშინაო ბაზრის, შიდა მოთხოვნის გაფართოების ერთ–ერთი რეალური გზა პროტექციონიზმია. თუმცა, რამდენად სწორია ეს მოსაზრება დღევანდელ რეალობაში?!
ექსპერტი ალექსი ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე შედეგებზე საუბარი ნაადრევია: "საქართველო პატარა ქვეყანაა და მას არა აქვს ფუფუნება, პროტექციონისტული პოლიტიკა აწარმოოს. ჩვენ ცალმხრივად ლიბერალური ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ და სიღრმისეული ინტეგრაცია მოვახდინოთ დიდი ეკონომიკის ქვეყნებთან: თურქეთთან, ევროკავშირთან, რუსეთთან და ა. შ. და ეს ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკით არ უნდა შემოიფარგლოს.
საქართველოს პროდუქციას უცხოეთში კარგად არ იცნობენ. პარტნიორის გარეშე ექსპორტ-იმპორტი, სავაჭრო ხელშეკრულებები არ ხდება და თუკი ჩვენი ადგილობრივი პროდუქცია დაუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს, დღემდე არსებული ბარიერებიც ადვილად მოიხსნება".
დღესდღეობით საქართველო აქტიურად ცდილობს შევიდეს ევროკავშირში, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველო უნდა ითვლებოდეს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მატარებელ ქვეყანად. საკითხავია, მაშ, რატომ ვფიქრობთ პროტექციონიზმზე? თუმცა, ყველაფერს მოეპოვება ახსნა და ჩვენს შემთხვევაშიც პროტექციანისტული პოლიტიკის გატარების სურვილი განპირობებულია იმით, რომ თუ ჩვენი ბაზარი ყველასთვის ასე გავხსენით, ამით პრაქტიკულად სოფლის მეურნეობა მოკვდება, რადგან ქვეყანაში უკონტროლოდ, თანაც იაფად შემოდის უხარისხო, ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქცია. მხოლოდ ბაჟების გაუქმება არ არის საკმარისი, საჭიროა გაკონტროლდეს შემოსული პროდუქციის ხარისხი, რადგან იაფფასიანი და უხარისხო საქონლის წინაშე ადგილობრივ წარმოებას კონკურენციის გაწევა უჭირს.
ადგილი უნდა დაეთმოს ეროვნული წარმოების განვითარებას და იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლებას ადგილობრივი საქონლით. აუცილებელია შემუშავებული იქნას ისეთი ფულად საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მინიმალური საბანკო საპროცენტო ტარიფების არსებობას, რათა სტიმული მიეცეს ბიზნესის განვითარებას და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დღევანდელი საბანკო საპროცენტო ტარიფები თითქმის 8-10-ჯერ აღემატება განვითარებული ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს, რაც აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
გლობალიზაციის პროცესში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს საქმიანობას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, მომსახურების გაძლიერებას, ინტელექტუალური საკუთრებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული პირდაპირი ინვესტიციების დაცვას.

ნატალია ვართანოვა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48