თურქული ინვესტიციების "მოზღვავება" საქართველოში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : თურქული ინვესტიციების "მოზღვავება" საქართველოში
ნანახია: 426

თურქული ინვესტიციების "მოზღვავება" საქართველოში თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში პირველობას ინარჩუნებს

საქართველოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, თურქეთი.
2011 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 36.5% შეადგინა. კვლავ ლიდერობს თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. თურქეთს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15.3% ხვედრითი წილი უკავია 285.7 მლნ. აშშ დოლარით.
ექსპორტმა 52.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის პირველ ხუთ სასაქონლო პოზიციას უკავია ექსპორტის 77.9%. ეს პოზიციებია: შავი ლითონების ჯართი – 58.9%; ელექტროენერგია - 7.8%; მსუბუქი ავტომობილები - 4.1%; სპილენძის ჯართი - 3.9%; ახალი თევზი - 3.2%;
იმპორტმა შეადგინა 232.9 მლნ. აშშ დოლარი. იმპორტის პირველი ხუთი სასაქონლო პოზიციას უკავია იმპორტის 15.9%. ეს პოზიციებია: სამკურნალო საშუალებები – 4%; ქაღალდი სამეურნეო – 3.4%; იზოლირებული სადენები, კაბელები – 3.3%; კარტოფილი – 2.9%; შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები – 2.3%.
თითქოს ახლახანს იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელმაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო თურქეთი, თურქეთიდან კაპიტალის გადინებამ გასული წლის სექტემბრის შემდეგ 9,7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მრეწველობის მაჩვენებელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკვეთრად - 21,3%-ით დაეცა. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიუხედავად გლობალური ფინანსური კრიზისისა, თურქეთი, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში პირველობას ინარჩუნებს. თურქი ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი ინტერესი იზრდება. ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გემთმშენებლობა, ტექსტილის წარმოება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომელთა განვითარებითაც თურქი ბიზნესმენები საქართველოში დაინტერესდნენ.
შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერილია ქ. თბილისში 2007 წლის 21 ნოემბერს, ხოლო შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ. ხელმოწერილია ქ. თბილისში 2007 წლის 21 ნოემბერს.
თბილისში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ათა ჰოლდინგი“. აღნიშნული კომპანიის ბალანსზეა თურქეთში მსხვილი ტურისტული კომპლექსების აშენება და მართვა, აგრეთვე, საწარმოები ტექსტილის სფეროში. საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, ასევე, თურქეთ-საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც, რომელიც თურქეთის უმდიდრეს ადამიანთა შორისაა დასახელებული და აკონტროლებს კომპანიას „აჯარ ჰოლდინგი“. იგი დაინტერესდა საქართველოს ტურისტული პროექტებით.
დაგეგმილია, ქ. ბათუმში, „მედიკალ-პარკის“ მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობაც. „მედიკალ-პარკი“, თურქეთში 14 ჰოსპიტალს ფლობს.
თურქი ინვესტორები აჭარის აგროსექტორში ინვესტიციების განხორციელებითაც არიან დაინტერესებული, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი თურქული ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც აჭარაში თურქეთის ქალაქ ადანას სავაჭრო ბირჟის წევრების სტუმრობისას გახდა ცნობილი.
ადანას სავაჭრო ბირჟის მმართველი ოსმან ბაღიში კაპიტალდაბანდებას სიმინდისა და ციტრუსის წარმოებაში გეგმავს. ინვესტიციის რაოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, იგი საკმაოდ მოცულობითი იქნება. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ადანას სავაჭრო ბირჟა სიდიდით მესამეა თურქეთში და მისი წევრები საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ჩამოვიდნენ.
თურქეთი ის პირველი კაპიტალისტური ქვეყანაა, რომელთანაც დამოუკიდებელმა საქართველომ კონტრაქტი დაამყარა, განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში. 20 წელიწადია ისე შევეჩვიეთ თურქულ საქონელს ქართულ ბაზარზე, რომ უამისოდ ჩვენი ყოველდღიური არსებობა წარმოუდგენელია. თურქეთი პირველი ქვეყანაა ევროკავშირიდან, რომელიც, ასე ვთქვათ, ევრორეგულაციის წესდებიდან ამოვარდა და საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყარა. თუმცა, როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, ჩვენს ქვეყანას თურქეთთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები როდი აკავშირებს, მეზობელი ქვეყანა დღითი-დღე უფრო აქტიურად ცდილობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აჭარაში, ფეხი მოიკიდოს. საქართველოში კი ამას უცხოურ ინვესტიციებად მოიაზრებენ და არავინ საუბრობს იმაზე, თუ როგორ გადადის მათ საკუთრებაში ესა თუ ის მნიშვნელოვანი ობიექტი.

ნატალია ვართანოვა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48