2011 წლის I კვარტლის მონაცემებით საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : 2011 წლის I კვარტლის მონაცემებით საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდა
ნანახია: 352

2011 წლის I კვარტლის მონაცემებით საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდა2011 წლის I კვარტალში საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 355.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 58.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 140.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი შემცირდა და 683.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.8 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალთან.
სავაჭრო დეფიციტის შემთხვევაში დამაბალანსებელი ფაქტორია საგადამხდელო ბალანსის მომდევნო პუნქტი, რომელიც კაპიტალის ბრუნვას გვიჩვენებს, იმის გამო, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრები ჯერ კიდევ განუვითარებელია, ხოლო ლარს, როგორც სარეზერვო ვალუტას, შენახვის მიზნით არ იყენებენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ პუნქტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია.
წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2011 წლის I კვარტალში 184.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმავე პერიოდში 173.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 44.7 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 2.3-ჯერ მეტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ინვესტიცია სააქციო კაპიტალში შეადგენდა 76.5 მლნ აშშ დოლარს, რეინვესტირებული შემოსავალი - 62.9 მლნ აშშ დოლარს, ხოლო სხვა კაპიტალი - 34.2 მლნ აშშ დოლარს.
თუმცა, აღნიშნული პირდაპირი ინვესტიციები საკმარისი არ არის, რომ მოხდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფარვა, კერძო სექტორში შემოსული სესხები ვერ აკომპენსირებს დეფიციტს, საჯარო სექტორის მიერ აღებული სესხები კი მიემართება რეზერვებში ან ხმარდება კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ აუმჯობესებენ საგადამხდელო ბალანსს, რადგან ამ პროექტების განსახორციელებლად მოზიდული მატერიალური და ადამიანური რესურსები საქართველოში არ არსებობს და მათი შეძენა საზღვარგარეთ ხდება.
გრძელვადიან პერსპექტივაში უცხოური ინვესტიციები აუმჯობესებს ქვეყნის მიმდინარე ანგარიშს და ხელს უწყობს ადგილობრივი კაპიტალის შექმნას (გაზრდილი ეკონომიკისა და მოხმარების ხარჯზე).
სხვა ინვესტიციების დადებითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 497.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 305.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ვალდებულებები - 191.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სხვა ინვესტიციების ვალდებულებების ზრდა განაპირობა, ერთის მხრივ, სამთავრობო სექტორის (42.4 მლნ აშშ დოლარი) და საბანკო სექტორის (59.9 მლნ აშშ დოლარი) სესხების ზრდამ, მეორეს მხრივ, კი დეპოზიტების მატებამ. სარეზერვო აქტივები 2011 წლის I კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 407.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, უცხოური ვალუტის ზრდამ 402.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მომსახურების ბალანსს, 2011 წლის I კვარტალში დადებითია და 145.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება (121.7 მლნ აშშ დოლარი), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91.8 პროცენტით გაიზარდა.
ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში ტურიზმის კომპონენტი მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც უარყოფითი სალდოს შემცირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. შიდა ტურიზმი ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური უპირატესობაა საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებაში, რადგან მოსახლეობის მიერ საკუთარი სახსრების ხარჯვა მისსავე ქვეყანაში ამცირებს ქვეყნიდან გასული ვალუტის ოდენობას
მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (44.3 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.0 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.7 პროცენტით გაიზარდა.
შემოსავლის ბალანსი 2011 წლის I კვარტალში უარყოფითი იყო და 99.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა 2011 წლის I კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 281.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 9.3 პროცენტით ნაკლები, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით მეტია. აქედან, 304.4 მლნ აშშ დოლარი მიღებული, ხოლო 23.1 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2011 წლის I კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 55.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო სხვა სექტორების - 14.0 პროცენტით გაიზარდა.
კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინება 2011 წლის I კვარტალში 54.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა მათში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები საანგარიშო პერიოდში 49.9 მლნ აშშ დოლარი იყო.

თაკო ოსიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48