"მგზავრობის ღირებულება ზეწოლის შედეგად გაძვირდა” » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "მგზავრობის ღირებულება ზეწოლის შედეგად გაძვირდა”
ნანახია: 357

"მგზავრობის ღირებულება ზეწოლის შედეგად გაძვირდა”"ინფლაციის 4 პროცენტიანი კლება გადაჭარბებულია"

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ლექვინაძესთან


- ბ-ნო ირაკლი, "საქსტატის" მონაცემებით, ივნისის თვეში ინფლაცია 14,3%-იდან 10%-მდე შემცირდა. თქვენი შეფასებით, რამ გამოიწვია ივნისის თვეში ინფლაციის შემცირება?
- ფასების შემცირება გამოწვეულია სეზონური ფაქტორებით. ამ პერიოდში ხილზე, ბოსტნეულზე ფასები მიწოდების ზრდის გამო არის შემცირებული. თუ ამას დავუმატებთ ივნისის თვეში საწვავზე ფასების შემცირებას, ასევე, მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულზე ფასების დაცემას, დეფლაციას ივნისის თვეში მართლაც ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, 4%-იანი კლება ცოტა გადაჭარბებულია. ეს არის დროებითი პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გაგრძელდება.
- ეროვნული ბანკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომდევნო წლის დასაწყისში ინფლაცია შესაძლოა მიზნობრივ 6%-ზე დაბლა ჩამოვიდეს. ამას კი ნავთობის საერთაშორისო ფასის შემცირებასა და რუსეთსა და უკრაინის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე ემბარგოს მოხსნით ხსნის, რამაც ქართულ ბაზარზეც უნდა ჰპოვოს ასახვა. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს საერთაშორისო ფასების შემცირებამ საქართველოში ინფლაციის შემცირებაზე?
- ამ დროისათვის მსოფლიო ბაზარზე საწვავზე და მარცვლეულზე ფასების კლების ტენდენცია ფიქსირდება. ფასები ძირითად კვების პროდუქტებზე სტაბილურია, თუმცა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოქსფამის, FAO-ს პროგნოზებს დავუჯერებთ, სექტემბრის ბოლოდან ფასების მატებაა მოსალოდნელი, ბუნებრივი კატაკლიზმების და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მზარდი მოთხოვნის გამო, რაც, ბუნებრივია, ქართულ ბაზარზე მომენტალურად აისახება. ამას თუ დავამატებთ შიდა ფაქტორებსაც, რომლის წილიც, ზოგადად, ინფლაციურ პროცესებში მაღალია, ეროვნული ბანკის ოპტიმისტური პროგნოზი ეჭქვეშ დგება. ვფიქრობ, ინფლაცია წლის ბოლოს ორნიშნა მაჩვენებლით დაფიქსირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2012 არის საარჩევნო წელი, შესაბამისად, ხარჯების მოცულობა და ინფლაციური ზეწოლა აქტივობის ზრდასთან ერთად გაძლიერდება.
- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება გაძვირდა. როგორ შეაფასებდით, რამდენად სამართლიანია მათზე ფასის გაძვირება და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ინფლაციაზე?
- ვთვლი, რომ ეს არის ამ სფეროს მონოპოლიზაცია ყველაზე ცუდი ფორმით - ფასების ზრდის თანხლებით. მსოფლიოს ბევრ ქალაქშია მოწესრიგებული მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა. არის მონოპოლიზირებულიც, ანუ მოქცეულია ერთი სახელმწიფო კომპანიის ხელში, ან კიდევ ტენდერის საფუძველზე მართავს ერთი რომელიმე კერძო კომპანია. თბილისში მოხდა ამ სფეროს კონცენტრაცია ერთი კომპანიის ხელში, ფიქტიური ტენდერის საფუძველზე, თან ფასების 60%-იანი ზრდის თანხლებით. ფასები გაიზარდა არა საბაზრო ძალების, არამედ ზეწოლის შედეგად. ტრანსპორტის სექტორი, რა თქმა უნდა, რეგულაციას მოითხოვდა და ბევრი რამ იყო შესაცვლელი, მაგრამ ამ ფორმით მისი განხორციელება უსამართლოდ მიმაჩნია. მგზავრობის 60%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, ივლისის თვის ინფლაციაზე იმოქმედებს, რადგან სამომხმარებლო კალათაში მგზავრობის კომპონენტი, ბუნებრივია, შედის.
- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის შესამცირებლად ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა საჭირო. როგორ შეაფასებდით ამ მოსაზრებას?
- მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან ეს არის მოკლევადიანი ეფექტის მქონე გზა, რითაც შეიძლება მაღალი ინფლაციის შემცირება. მთავრობამ მოახდინა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, თუმცა, ვთვლი, რომ მისი შემცირების რესურსი კიდევ არსებობს. კარგი იქნება, თუ მომავალშიც ბიუჯეტის დეფიციტი მისი მთლიანი მოცულობის 3-4%-ის ფარგლებს არ გასცდება.
- რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა `ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ~ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც `თავისუფლების აქტიდან~ გამომდინარე დოკუმენტია. კანონპროექტში არსებითად იგივე პარამეტრები დარჩა, რაც იყო `თავისუფლების აქტში”, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ გაჩნდა დათქმა, თუ მთავრობა ვერ დაიცავს ამ პარამეტრებს, უნდა წარმოადგინოს ორწლიანი გეგმა, როგორ აპირებს პარამეტრებს დაუბრუნდეს. რა აზრის ხართ აღნიშნულ კანონპროექტზე? როგორ შეაფასებდით ამ ცვლილებას?
- ეს არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, სადაც მთავრობის მიზნებია ასახული. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობას მისი შეცვლა არ გაუჭირდება. თავისთავად, რომ არსებობს სამიზნე წერტილები და საკანონმდებლო შეზღუდვები, რომლის იქეთაც არ უნდა მოხდეს მაკროეკონომიკური პარამეტრების ნეგატიური განვითარება, კარგია. თუმცა, რამდენად შესრულდება ეს სტანდარტები, რთული სათქმელია.

ესაუბრა
გვანცა ჯანჯალაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48