რატომ ხდება იმპორტის ხელშეწყობა და როგორ ,,იზრდება” მშპ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რატომ ხდება იმპორტის ხელშეწყობა და როგორ ,,იზრდება” მშპ
ნანახია: 463

რატომ ხდება იმპორტის ხელშეწყობა და როგორ ,,იზრდება” მშპვითარების ახსნა მანდელ-ფლემინგის მოდელით

ნებისმიერი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები, ღია მცირე ეკონომიკაში, დამოკიდებულია მოცემულ ეკონომიკაში არსებულ გაცვლითი კურსის ტიპზე. ჩვენს სინამდვილეში ვალუტის კურსი იმდენად ბუნდოვანია და მისი ცვლილებები აუხსნელი, რომ ბევრ უპასუხო კითხვას აჩენს.
როგორი უნდა იყოს გაცვლითი კურსი: მცურავი თუ ფიქსირებული?
როგორც მცურავ, ისე ფიქსირებულ გაცვლით კურსს გააჩნია უპირატესობები.
მცურავი კურსი საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ფულად-საკრედიტო რეგულირება სხვა მიზნებისთვის, ვიდრე სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნებაა.
ფიქსირებული გაცვლითი კურსი ასუსტებს განუსაზღვრელობის ფაქტორს.
პრაქტიკაში, აბსოლუტურად ფიქსირებული ან მცურავი გაცვლითი კურსი ძალიან იშვიათად გვხვდება, ნებისმიერ ნორმალური ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნება ერთ-ერთი ამოცანათაგანია, რომელიც დგას ეროვნული ბანკის წინაშე, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ საქართველოს კანონს ‘ეროვნული ბანკის შესახებ”, რომლის მიხედვითაც `ეროვნული ბანკის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებას
საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე მდგარ ამოცანებში ჯერ დამოუკიდებლობის აღდგენა და იმ ფუნქციების დაბრუნებაა, რომელიც საქართველოს ,,დემოკრატიული” მთავრობის მიერ აქვს ჩამორთმეული.
2011 წლის ბიუჯეტის შედგენისას გასათვალისწინებელ პრიორიტეტებში ნათლად და სიამაყით არის აღნიშნული, რომ მთავრობა, ითვალისწინებს რა, ქართველი ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ გაუსაძლის მდგომარეობას, შეამცირებს სახელმწიფო ხარჯებს და გაატარებს ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას.
სახელმწიფო ხარჯების შემცირება მხოლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების დაფინანსების შემცირებაში გამოიხატა, ჩინოვნიკები კი თავიანთ მცირედით შემცირებულ ხელფასებსებს, ვითომ და ,,კარგი მუშაობისთვის” გამოწერილი პრემიებით ერთი-ორად ინაზღაურებენ. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა შეწუხებულია ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და ქმედით ნაბიჯებს დგამს მის გამოსასწორებლად, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ შთაბეჭდილებაა, რომელსაც მოკლევადიან პერიოდში ეს პოლიტიკა ქმნის ხალხის თვალის ასახვევად.
რეალურად კი, ღია მცირე ეკონომიკაში, სადაც ,,მცურავი” გაცვლითი კურსი მოქმედებს სტიმულირებადი საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა შემდეგ შედეგს იძლევა, რომლის ნათელსაყოფადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ მანდელ-ფლემინგის მოდელის Y-ე გრაფიკი: სადაც: რ-ადგილობრივი, რ* კი უცხოური საპროცენტო განაკვეთია და მიიღება როგორც ეგზოგენური ცვლადი. ე ვალუტის გაცვლითი კურსია, ყ შემოსავლისა და წარმოების მოცულობა. ამასთან r = r*.

Y=C(Y-T)+I(r)+G+NX(e) IS

M/P=L(r,y) LM

რატომ ხდება იმპორტის ხელშეწყობა და როგორ ,,იზრდება” მშპ





















მთავრობის მიერ შემცირებული გადასახადები ზრდის განკარგვად შემოსავალს (Y-თ), შესაბამისად, მოხმარებასაც და იწვევს Iშ მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას და გაცვლითი კურსის ე1- დან ე2-მდე გაზრდას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში
წარმოებული საქონლის შეფარდებითი ფასები უცხოურ საქონელზე არსებულ შეფარდებით ფასებთან შედარებით გაიზრდება და წმინდა ექსპორტი შემცირდება. წმინდა ექსპორტის შემცირება აბათილებს შიდა ბაზარზე საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდის ეფექტს, რის გამოც შემოსავლის წონასწორული დონე არ იცვლება.
საქართველოში წარმოებული საქონლის შეფარდებითი ფასების ზრდა და შედარებით იაფი, მაგრამ უხარისხო იმპორტირებული პროდუქციის მოცულობის ზრდა ქართულ წარმოებას საბოლოოდ გაანადგურებს და ქართველ მომხმარებელს იმპორტზე დამოკიდებულს გახდის. ამას ემატება ლარის კურსის მკვეთრი ხელოვნური რყევები, რაც ზემოგებას აძლევს იმპორტიორებს.
საინტერესოა, რეალურად როგორ წყდება ექსპორტიორებისა და იმპორტიორების ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს პარლამენტში. რა აძლევს ქართველ პოლიტიკოსებს ასეთ მოტივაციას, რომ ასე თავგამოდებით ამტკიცებენ და ატარებენ ეროვნული ეკონომიკის საწინააღმდეგო პოლიტიკას?
საკვირველი ის არის, რომ ამ პირობებში Mმშპ_ს ზრდას აღწევს საქართველოს ეკონომიკა.
ცნობილია, რომ მშპ გამოითვლება, როგორც წლის განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების მათ მიმდინარე ფასებზე ნამრავლთა ჯამი.
აქედან გამომდინარე, მშპ-ს ზრდა ორი გზით შეიძლება: წარმოებული პროდუქტი და მომსახურება უნდა გაიზარდოს, ან მათი ფასები. რადგან ეროვნულ წარმოებას მხოლოდ იმიტომ ანადგურებენ, რომ გავლენიანი მფარველები არ ჰყავს. ერთადერთი ფასების აწევაა, რაც მარტივად მოახერხეს მათ მიერვე შექმნილი მონოპოლისტი იმპორტიორების დახმარებით და ერთბაშად 50, 60 და 100 %-იანი ფასების ზრდა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ასე კატასტროფულად გაზრდილი ფასებით კი მთავრობას აღარ გაუჭირდება მშპ-ს ზრდის ტემპის დაფიქსირება.
ფასები შედის LM მრუდის განტოლებაში M/P=L(R,Y), მისი ზრდა შეამცირებს წარმოებული პროდუქციის შესაძენად საჭირო ფულად მარაგებს და გამოიწვევს LM მრუდის მარცხნივ გადაადგილებას, რაც გაზრდის რეალურ გაცვლით კურსს და აქამდეც მცირე, მაგრამ მაინც უცვლელ რეალურ შემოსავალს კიდევ უფრო შეამცირებს.
რატომ ხდება იმპორტის ხელშეწყობა და როგორ ,,იზრდება” მშპ
























მთავრობის ,,სანაქებო მუშაობის” შედეგი კი აი, რა არის: ფასები გაიზარდა, რეალური შემოსავალი შემცირდა, იმპორტი გაიზარდა, ინფლაცია მიზნობრივზე თითქმის ორჯერ მეტია და მისი შემცირების არანაირი რეალური წინაპირობა არ ჩანს, ვალუტის კურსიც საეჭვოდ მერყეობს, ეს ყველაფერი კი ეკონომიკური არასტაბილურობისა და უკონტროლო სიტუაციის მაჩვენებელია.

ლადო ხიხაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48