ჭეშმარიტ ევროპელებს ახლა ”გეგმა B” სჭირდებათგენიალური ფინანსისტი და საერთაშორისო აფერისტი, რომელსაც დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში არ უშვებენ, ახალი საყურადღებო წინადადებებით გამოვიდა. მსოფლიო საფინანსო კრიზისის დაძლევა ასეთი გამოცდილი მოაზროვნეების იდეების გარეშე შეუძლებელია.
ჯორჯ სოროსს გულწრფელად სურდა დახმარებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. მას ბევრმა ამის საშუალება არ მისცა, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში. საქართველოში სოროსმა დიდი ფული დახარჯა. მასვე მიაწერენ `ვარდების რევიოლუციის~ დაფინანსებასაც, თუმცა, საეჭვოა, ეს მართლაც ასე იყოს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ჯორჯ სოროსმა საქართველოს ბევრი სიკეთე გაუკეთა და საკმაო ფინანსები დახარჯა.
საკითხავი მხოლოდ ერთია - ღია საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ხარჯავდა ის ფულს საქართველოში, თუ კლანური ეკონომიკის შესაქმნელად, სადაც კონკურენცია არ არსებობს, დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს, სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყოველ ჯერზე ეჭვქვეშ დგება, მიუღწეველია კანონის უზენაესობა.
ასეა თუ ისე, ფინანსების ჯადოქრის მოსაზრებები დღევანდელი ევროპის შესახებ, უაღრესად საინტერესოა.ლევან მზიანიშვილიევროკავშირი წარმოიქმნა ისეთ სიტუაციაში, რომელსაც კარლ პოპერი `ნაწილობრივ სოციალურ ინჟინერიას~ ეძახდა. შორსმჭვრეტელი სახელმწიფო მოღვაწეების ჯგუფი შთაგონებული იყო ევროპის შეერთებული შტატების იდეით, იცოდნენ, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ ნელ-ნელა, შეზღუდული მიზნების დასახვით, მათ მისაღწევად საჭირო პოლიტიკური ნების მობილიზებითა და ხელშეკრულების დადებით, რომელიც შტატებს ავალდებულებს დათმოს სუვერენიტეტი მხოლოდ იმ დონემდე, სანამ პოლიტიკურადაა შესაძლებელი. აი, ასე გარდაიქმნა ომის შემდგომი ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება ევროკავშირად – ნაბიჯ-ნაბიჯ, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი ნაბიჯი არასრული იყო და მომავალში სხვა დამატებით ნაბიჯებსაც მოითხოვდა.
ევროკავშირის არქიტექტორებმა გაერთიანების შესაქმნელად აუცილებელი პოლიტიკური ნება შექმნეს მეორე მსოფლიო ომის მოგონებებზე, საბჭოთა კავშირიდან წამოსულ საფრთხეებზე და იმ ეკონომიკურ მოგებაზე დაყრდნობით, რომელსაც უფრო დიდი გაერთიანება მოიტანდა. პროცესი წარმატებული გახდა და როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, გერმანიის გაერთიანების პერსპექტივამ მას მნიშვნელოვანი ძალაუფლება მიანიჭა.
გერმანია მიხვდა, რომ ის შეიძლებოდა გაერთიანებულიყო მხოლოდ უფრო დიდი ევროპული გაერთიანების შემთხვევაში და ის მზად იყო ამისთვის გადაეხადა. გერმანელების დახმარებით მოეგვარებინათ ეროვნული ინტერესები, ევროინტეგრაციის პროცესმა მიაღწია თავის აპოგეას, მაასტრიხტის ხელშეკრულებითა და ევროს შემოღებით.
მაგრამ ევრო არასრული ვალუტა იყო: ის ცენტრალური ბანკის იყო, მაგრამ არა ხაზინის. მისმა არქიტექტორებმა კარგად იცოდნენ ამ წუნის შესახებ, მაგრამ სჯეროდათ, რომ როცა მოთხოვნა გაიზრდებოდა, პოლიტიკოსები შემდეგ ნაბიჯებს გადადგამდნენ.
მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან ევროს სხვა ნაკლოვანებებიც ჰქონდა, რომლის შესახებაც, მისმა არქიტექტორებმა არ იცოდნენ. მათ არასწორი მოლოდინები ჰქონდათ იმისა, რომ ფინანსური ბაზრები გამოასწორებდნენ თავიანთ სიჭარბეს, ამგვარად, კანონები შემუშავდა იმისთვის, რომ მოეთოკათ მხოლოდ საჯარო სექტორის სიჭარბე. ასევე, მათ სუვერენული ხელისუფლებების თვითკონტროლის დიდი იმედი ჰქონდათ.
სიჭარბე ძირითადად კერძო სექტორში იყო გამოვლენილი, რამდენადაც საპროცენტო განაკვეთის კონვერგენციამ გამოიწვია ეკონომიკური სხვადასხვაობა. დაბალი საპროცენტო განაკვეთები უფრო სუსტ ქვეყნებში, იწვევდა სამშენებლო პირამიდებს, მაშინ როდესაც უფრო ძლიერი ქვეყანას, გერმანიას უწევდა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება, რათა თავი გაერთმია გაერთიანების სიმძიმისთვის. ამავე დროს, ფინანსური სექტორი მთლიანად გამყარებული იყო არაჯანსაღი ფინანსური ინსტრუმენტებითა და მწირი სესხების გაცემის პრაქტიკით.
მთავარი იმპულსები, რომლებიც ინტეგრაციის პროცესს თან ახლდა, გერმანიის გაერთიანებასთან ერთად, გაქრა. შემდეგ ფინანსურმა კრიზისმა გააჩაღა დეზინტეგრაციის პროცესი. გადამწყვეტი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც Lეჰმან Bროტჰერს გაკოტრდა და ხელისუფლებას იმის უზრუნველყოფა მოუხდა, რომ არც ერთი სხვა სისტემურად მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი არ გაკოტრებულიყო. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ევროკავშირის გამაერთიანებლი გარანტიები არ გაეცათ; თითოეულ ქვეყანას საკუთარი ინსტიტუტებისთვის უნდა მიეხედა. ეს იყო დღევანდელი ევროს კრიზისის საფუძველი.
ფინანსურმა კრიზისმა სუვერენული მთავრობები აიძულა შეეცვალათ თავიანთი კრედიტები გაკოტრებული კრედიტებით, ამგვარად მოიქცა ევროპის თითოეული მთავრობა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროპის მთავრობის ბონდების კრედიტუნარიანობა. რისკის პრემიები გაიზარდა და ევროზონა დაიყო კრედიტორ და დებიტორ ქვეყნებად. გერმანიამ 180 გრადუსით შეცვალა კურსი – ინტეგრაციის პროცესების მთავარი მამოძრავებელი ძალიდან `ტრანსფერული კავშირის~ მთავარ ოპონენტად იქცა.
ყოველივე ამან შექმნა ორსიჩქარიანი ევროპა დებიტორი ქვეყნებით, რომლებიც თავიანთი ვალდებულებებით იძირებიან და ნამეტის მქონე ქვეყნები, რომლებიც წინ მიდიან. როგორც ყველაზე დიდმა კრედიტორმა, გერმანიას შეუძლია უკარნახოს მათ დახმარების პირობები, რომლებიც საკმაოდ მკაცრია და დებიტორ ქვეყნებს გადახდისუუნარობისკენ უბიძგებს. ამავე დროს, გერმანიამ სარგებელი მიიღო ევროს კრიზისით, რომელმაც გაცვლითი კურსი შეამცირა და უფრო მეტ კონკურენტუნარიანობას შეუწყო ხელი.
ინტეგრაცია დეზინტეგრაციად იქცა, ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტიც შეიცვალა, გაერთიანების ინიციატორიდან, სტატუს ქვოს დამცველამდე. შედეგად, ნებისმიერი, ვინც სტატუს ქვოს არასასურველ, მიუღებლად ან არამდგრადად მიიჩნევს, ანტიევროპული პოზიციის არჩევა მოუწევს. და რამდენადაც ვალებში ღრმად ჩაფლული ქვეყნები გადახდისუუნარობისთვის არიან განწირულნი, უკმაყოფილოების რიცხვი იზრდება, იზრდება ასევე ანტი-ევროპული პარტიების მხარდამჭერთა რიცხვიც, როგორიცაა `ნამდვილი ფინელები~ ფინეთში.
ჯერ-ჯერობით ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სტატუს ქვოს ალტერნატივა არ გააჩნია. ფინანსური ავტორიტეტები დროის მოსაგებად უკიდურეს ზომებს იღებენ. მაგრამ დრო მათ წინააღმდეგ მოქმედებს: ორ-სიჩქარიანი ევროპა სხვადასხვა მიმართულებით ატარებს წევრ ქვეყნებს. საბერძნეთი დეფოლტის ან დევალვაციის წინაშე დგას შესაბამისი შედეგებით.
მსგავსი ულმობელი პროცესის შესაჩერებლად და მიმართულების შესაცვლელად, საბერძნეთმა და ევროზონის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ `გეგმა ბ~. საბერძნეთის დეფოლტი გარდაუვალია, მაგრამ პროცესების უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლება. და სანამ ზოგიერთი ინფექციისგან თავის არიდება შეუძლებელი იქნება – რაც მოუვა საბერძნეთს, გავრცელდება პორტუგალიაში და ირლანდიის ფინანსური პოზიციაც არამდგრადი გახდება – ევროზონის დარჩენილი ნაწილი უნდა შემოისაზღვროს. ეს ნიშნავს ევროზონის გაძლიერებას, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ევრობონდებისა და სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების დაზღვევის სქემის უფრო ფართოდ გამოყენებას.
პოლიტიკური ნების გენერირება მოითხოვს `გეგმა ბ~-ს შემუშავებას, მთლიანად ევროკავშირისთვის. ევროპული ელიტა უნდა დაუბრუნდეს იმ პრინციპებს, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ კავშირის შექმნისას, უნდა გააცნობიერონ, რომ არსებული რეალობა არასრულყოფილია, აზრები მიკერძოებული და ინსტიტუტები ჩამოშლილი. ღია საზოგადოება არ აღიქვამს მიმდინარე შეთანხმებებს ხელშეუხებლად. როცა შეთანხმებები იშლება, ის იღებს სხვა ალტერნატივებს.
შესაძლებელი უნდა იყოს პროევროპული უმრავლესობის არსებობა იმისთვის, რომ როცა `სტატუს კვო~ თავდაცვისთვის გამოუსადეგარი გახდება, შევძლოთ, გამოვნახოთ ევროპული პრობლემების გადაჭრის გზები. `ჭეშმარიტმა ევროპელებმა~ უნდა გადააჭარბონ ნამდვილ ფინელებსა და სხვა ანტიევროპელებს გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც.
Financial Times