"ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი არარეალურია" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი არარეალურია"
ნანახია: 706

"ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი არარეალურია""მსოფლიო რეიტინგებში ხელოვნურად დაკავებული მოწინავე პოზიცია საინვესტიციო აქტივობაში ვერ აისახება"

ინტერვიუ ”ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” პრეზიდენტთან რამაზ გერლიანთან


- მაისში ინფლაციამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 14.3% შეადგინა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ინფლაციის მთავარ მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ხორბლის, წიწიბურას და შაქრის გაძვირება დაასახელა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემაც ინფლაციის 90% გარე ფაქტორებს დააბრალა. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ინფლაცია?
- უპირველეს ყოვლისა, ინფლაციის ზრდის მთავარ მიზეზად, ჩვენ მიგვაჩნია ფულის მასის გადიდება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ მსოფლიო ფასების ზრდამ და ინფლაციის ინდექსმა მოახდინა მასზე ზეგავლენა, თუმცა მსოფლიო ფასების ინდექსი 4%-მდე მერყეობს. ბუნებრივია, 14 პროცენტსა და 4 პროცენტს შორის განსხვავება არსებობს. ეს არის `საქსტატის~ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ არ ვენდობით და ამის საფუძველი გვაქვს.
ჩვენი ალტერნატიული გათვლებითა და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე ინფლაცია გაცილებით მეტი - 17% იყო. ეს ის დამატებითი სალდოა, რომელიც ადგილობრივი პოლიტიკის ან ეკონომიკური პოლიტიკის შეცდომითაა გამოწვეული. პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი იქნება. როდესაც ფულის მასას ზრდი მილიარდობით და რამდენიმე მილიონ ლარს ეთჯერადად `გამოიტყორცნი~ ეკონომიკაში, ბუნებრივია, ინფლაცია მაღალი გექნება. როდესაც შენ ერთჯერადად ამხელა თანხას გაიღებ და მუდმივ, პერმანენტულ შემოსავალს ვერ ქმნი, ამ შემთხვევაში, რაღაც არხით, ეკონომიკაში ეს ფული უკვე შემოვიდა, რამაც ინფლაციის ის ეფექტი მოგვცა, რაც არის წლიური მაღალი ინფლაცია, არა მარტო თვიური, არამედ, ზოგადად, წლიური მაღალი ინფლაცია. ინფლაციას მარტო მსოფლიო კრიზისმა კი არა, გარკვეულწილად, ბუნებრივმა მოვლენებმაც შეუწყო ხელი. შარშანდელი წელი გვალვიანი იყო, რამაც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასის ზრდა გამოიწვია. ამას ერთ-ორ პროცენტს მივანიჭებდით, მაგრამ დანარჩენი 7-8 პროცენტი, მაინც, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია და ყველაზე დიდი წვლილი ეროვნულ ბანკს, შემდეგ ფინანსთა სამინისტროს და თითოეულ იმ უწყებას მიუძღვის, ვინც ამ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. ამავდროულად, ინფლაციის წამახალისებელი საერთაშორისო დახმარებებიც არის. ვინაიდან ეს დახმარებები შემოდის უცხოურ ვალუტაში, რომლის ლარში კონვერტაციას ვახდენთ, გამოშვებული ლარების რაოდენობა იზრდება და ამ დროს ინფლაციაც იზრდება. შემდეგ ამ თანხის არაუკუგებად აქტივებში დაბანდება ხდება. ვინაიდან ეს უკუგებადი არ არის, კიდევ უფრო ზრდის ინფლაციას. აი, ეს არის ის ლოგიკური ჯაჭვი, რის შედეგადაც წლიური მაღალი ინფლაცია გვაქვს.
- `საქსტატის~ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ერთ თვეში საქართველოში ინფლაცია ერბაშად 4%-ით შემცირდა და 10% შეადგინა. პრემიერის გათვლებით სექტემბერ-ოქტომბრისთვის ინფლაცია 8%-მდე დაიკლებს. როგორ ფიქრობთ, `საქსტატის~ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეესაბამება თუ არა რეალობას და უნდა ველოდეთ თუ არა მომავალში ინფლაციის შემცირებას?
- მე პირადად და, საერთოდ, ექსპერტები ხშირად ვერ ვეთანხმებით მათ გათვლებს და კონკრეტულ შემთხვევაში დათვლის მექანიზმსაც არ ვეთანხმები. წინა წლის ან თვის, ან პარალელური თვეების შედარება ხდება. არსებობს მეორე მეთოდი, როდესაც წლის ბოლოს აჯამებენ. ბუნებრივია, სხვა მეთოდით, მაგალითად, ტრენდის სახით ან საშუალო შეწონილით რომ გავაკეთოთ, გაცილებით მაღალი ინფლაცია გვექნება. რაც შეეხება ინფლაციის შემცირებას, სექტემბერ-ოქტომბრისთვის კვლავ შემოდის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნაკადი და მათზე ფასების დაწევა, შემოსავლების ტრიალის გამო, ჯაჭვურად მიდის და სხვა პროდუქციაზეც, არა სოფლის მეურნეობის, არამედ სასურსათო და შეიძლება ცალკეული ფუფუნების საგნების ფასების კლებას იწვევს. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში ინფლაცია ყველაზე დაბალი უნდა იყოს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ, რეალობას არ შეესაბამება განცხადება იმის შესახებ, რომ ინფლაცია 8% იქნება. რეალური არც ის იქნება, რომ ამბობენ წლის ბოლოს დაახლოებით 10-11 %-იანი ინფლაცია გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფოს შეუძლია მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია დაარეგულიროს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ინფლაცია მაინც ინფლაციად რჩება და გრძელვადიან პერიოდში წარმოების სტაგნაციის და უმუშევრობის მთავარი მასტიმულირებელი ხდება.
- ცალკეული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მაღალი ინფლაციის მიზეზი ქვეყანაში არსებული მონოპოლიებია. თქვენი აზრით, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და საჭიროა თუ არა ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა?
- ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობა აუცილებელია, მაგრამ არა იმ ანტიმონოპოლიურის, რაც იყო. ის ნამდვილად დემონტაჟს იმსახურებდა, რადგან ანომალიური იყო. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ვინმეს დასჯის ფუნქცია არ უნდა ატაროს განსაკუთრებით მიკრო დონეზე. მისი მთავარი მიზანი კონკურენციის ამაღლება და ვაჭრობის ხელშეწყობა უნდა იყოს. ანტიმონოპოლიურმა არ უნდა აჯარიმოს ჯიხურები და ა.შ. მართალია, არსებობს მონოპოლიები, შესაძლოა არა წმინდა მონოპოლიების, არამედ ოლიგოპოლიების სახით. მაგალითად, ნავთობის ბაზარი. როდესაც რამდენიმე ფირმა, ბრენდი შეთანხმებულად მოქმედებს და მოსახლეობიდან ნამეტი თანხის ამოღებას ახდენს მონოპოლიური წნეხის გამო, ბუნებრივია, ეს ინფლაციას ასტიმულირებს, მაგრამ ეს ვერ იქნება მისი მთავარი მიზეზი. გადამწყვეტი არის ფულის მასა და ინფლაციის შედეგად წარმოების დაცემა, ანუ რეალური პროდუქციის არარსებობა ბაზარზე იმ რაოდენობით, რა რაოდენობის ფულიც არსებობს. რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ სამსახურს, ის უნდა არსებობდეს და თუ ანტიმონოპოლიური არ ერქმევა, არც ეს იქნება ცუდი.
- როგორ შეაფასებდით საქართველოს საინვესტიციო გარემოს? თქვენი აზრით, რამდენად მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის? 2007 წლიდან პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე იკლებს. როგორ ფიქრობთ, რით არის ეს განპირობებული?
- ის, რაც 2007 წლის შემდეგ მოხდა, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეებიდან გამომდინარეობს, უფრო პოლიტიკურ ჭრილში გადადის. რაც უკვე 2008 წელს განხორციელდა. ბუნებრივია, ამის შედეგია უცხოური ინვესტიციების მოდინების კლება. ეს არც იყო გასაკვირი. ამავდროულად, ისევ პარადოქსთან გვაქვს საქმე. მსოფლიო რეიტიგებში, ხელოვნურად, მოწინავე პოზიციას ვიკავებთ და ეს საინვესტიციო აქტივობაში ვერ აისახება. ეს არის ანომალიური წარმონაქმნი, როდესაც ამბობ, რომ ყველაფერი გააუმჯობესე და ამ კუთხით რეალური სვლა არ გაქვს. ინვესტიციების მოზიდვის მთავარი ხარვეზი არ არის 2008 წელი. რა თქმა უნდა, ამას თავისი წვლილი მიუძღვის, მაგრამ მთავარი, ყველაზე დიდი ხარვეზი, ეს არის საფონდო ბაზრის არქონა და აქტივის დაბალი ღირებულება. ეს არის ის ორი უმთავრესი პირობა, რომლებსაც ვერ ვაკმაყოფილებთ. აქედან გამომდინარე, ინვესტიციები არ მოდის. მარტო ის არ კმარა, რომ სახელისუფლებო პირებმა ხვეწნით ჩამოიყვანონ ინვესტორები. საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს ისეთი სისტემის ქონას, რომ ნებაყოფილობითი სახით თვითონ მოდიოდეს და არა ხვეწნით, ~სასათბურე” პირობების შეთავაზება შექმნით და ა.შ.
რაც შეეხება უშუალოდ აქტივებს და საფონდო ბაზარს, ჩვენთან საფონდო ბაზრის კულტურა არ არსებობს, ანუ ნულს ქვემოთ გვაქვს. ინვესტიცია არის მოგების მიზნით შემოსული თანხა. თუ მას მოგებას დაანახებ, აუცილებლად შემოვა. როდესაც ქვეყანა იმყოფება ექსტენსიური ზრდის სტადიაში, ანუ ინტენსიურ სტადიაზე არც კი ხარ გადასული, ამ დროს, მარტო მილიარდის იმედად არ უნდა იყო. პირველ რიგში, საბაზრო ეკონომიკის მთავარი აუცილებელი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. საბაზრო ეკონომიკას აქვს თავისი პირობები რის გარეშეც ის ვერ ჩამოყალიბდება ეს გახლავთ - კერძო საკუთრების დომინირება. ყველა განვითარებულ ქვეყანას ეს პირობა შესრულებული აქვს. ჩვენთან კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაგვრჩა უამრავი საწარმო, რესურსი, აქტივები, რომლებიც კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია. მართალია, ამბობენ, რომ ყველაფერი გაიყიდა, მაგრამ რეალურად 50 პროცენტი ისევ სახელმწიფოს ხელშია. მათი ფასი დღითიდღე ეცემა, ნადგურდება ისე რომ ეკონომიკურ წრებრუნვაშიც კი არ მონაწილეობენ და ამავდროულად საბაზრო ეკონომიკის პირობებსაც ვერ ვაკმაყიფილებთ. დაახლოებით 70-75 პროცენტი ქონებისა კერძო მესაკუტრეთა ხელში უნდა იყოს, დანარჩენი, რაც სტრატეგიულია, სახელმწიფოს ხელში. თუ ეს პირობა დაკმაყოფილდება ინვესტიციები აუცილებლად დაიძვრება, საფონდო ბაზარიც განვითარდება, აქტივების ფასიც მოიმატებს და საჭირო აღარ იქნება ინვესტიციების მოსაზიდად დამატებითი ძვირადღირებული პოლიტიკა და მუდარათა სხვადასხვა ქვეყანაში გასაგზავნა.
- საქართველოს საინვესტიციო პორტფელში დიდი წილი მოდის ოფშორული ზონებიდან და აზიური ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტიციებზე. თქვენი აზრით, რით არის ეს გამოწვეული?
- ეს იმით არის გამოწვეული, რომ `თეთრი~ ინვესტიცია, ანუ ნამდვილი ინვესტიცია, არ შემოდის. მართალია, ესეც მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, მაგრამ იმისათვის, რომ შემოვიდეს, `თეთრი” ინვესტიცია გარანტიებს ითხოვს. გარანტიებს იმაზე, რომ მისი აქტივი იქნება დაცული. ამ შემთხვევაში რისკი უფრო მაღალია. მაღალრისკიანზე კი დაბალი დონის, `გაშავებული~, ინვესტიცია მოდის.
- როგორ ფიქრობთ, ოფშორული ზონებიდან შემოსული თანხა საშიში ხომ არ არის ჩვენი ქვეყნისთვის?
- თუ ოფშორული ზონიდან შემოსული თანხა ბურუსით არის მოცული და აქ შავბნელ საქმეს ემსახურება, ამ შემთხვევაში საშიში იქნება. თუმცა, თუ ის ეკონომიკაში იდება, როგორც ნამდვილი ინვესტიცია, არანაირი საშიშროება არ არსებობს. და მეორეს მხრივ, ამისი დამცავი მექანიზმიც არ არსებობს. ზოგიერთი ამბობს - კანონი გავამკაცროთ, თუ გავამკაცრეთ, ამით ის `თეთრ~ ელფერს შეიძენს და მაინც შემოვა. ამ შემთხვევაში ლაპარაკია კონკრეტულად იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჩვენს მიმართ აგრესიით არიან განწყობილნი. მაგალითად, რუსული ინვესტიცია. თუ მის შემოსვლას შევზღუდავთ, ის გადააფორმებს ვინმე სხვა უცხოელზე პირობითად ფრანგზე ან ნებისმიერ სხვაზე და მაინც შემოვა, ამიტომ სჯობს ასე დარჩეს და ვიცოდეთ, საიდან შემოდის. საშიშროება არის იმ შემთხვევაშიც, თუ ოფშორული ზონიდან უცხოური ინვესტიციის შემოდინება ქვეყნისთვის არამომგებიანი კაბალური გარიგებების დონეზე ხდება. ამ კუთხით უფრო დიდი რისკია, რომ მონოპოლიებს ან უფრო მეტიც ჩრდილოვან ეკონომიკას შეეწყობა ხელი, ბარიერებს შეუქმნიან კონკურენტებს და სხვა. ანუ, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით გლობალური საშიშროება არ არსებობს, თუმცა `შავ~ ინვესტიციას თავისი პატარ-პატარა საშიშროებები აქვს.


ესაუბრა გვანცა ჯანჯალაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48