რომელ ბანკში და რა პირობებით შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რომელ ბანკში და რა პირობებით შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი
ნანახია: 1926

საკრედიტო ბუმი, რომელიც თითქმის 3 წელი გრძელდებოდა ქართულ საბანკო ბაზარზე, ომმა და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დაასრულა. შესაბამისად, იშვიათად თუ მოკრავთ თვალს მას-მედიასა თუ რეკლამის სხვა საშუალებებით ქართული ბანკების საკრედიტო შეთავაზების რეკლამას. ახლა ბანკები, ისედაც გაიშვიათებულ სარეკლამო აქტივობას, თითქმის მთლიანად სადეპოზიტო შეთავაზებას უთმობენ. ეს მოსალოდნელიც იყო, გასაგებიცაა და ლოგიკურიც, რამდენადაც საერთაშორისო ბაზრებიდანჯერ არნახულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეპოზიტების მოზიდვას.
მაშ ასე, ქართული ბანკები ადგილობრივ დეპოზიტებზე ნადირობის სეზონს აცხადებენ. ამ პროცესით, პირველ რიგში, მეანაბრე დარჩება მოგებული, რამდენადაც ბანკები ყოველმხრივ ცდილობენ პოტენციურ მეანაბრეებს ერთმანეთზე უკეთესი პირობები შესთავაზონ. ერთია მხოლოდ, - ომმა და კრიზისმა პოტენციური მეანაბრეების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა ამ მოვლენებს, ცხადია, არც ბანკებისადმი ნდობის ხარისხი გაუზრდია. და მაინც, ვისაც აქვს და ვისაც სჯერა, წამყვანი ქართული ბანკები მათთვის მუშაობენ. გაეცანით მათ პირობებს და თავად გადაწყვიტეთ, რომელ მათგანს უნდა ანდოთ თქვენი დანაზოგი.

"საქართველოს ბანკი"
"საქართველოს ბანკი" დეპოზიტების ბაზარს შემდეგი სახის ანაბრებს სთავაზობს: ვადიანი, შემნახველი ანგარიში, საბავშვო, მოთხოვნამდე ანაბარი, შეგროვებადი, მწვანე და საინვესტიციო ანაბარი.
ვადიან ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი გერიცხებათ; სარგებლის მისაღებად დღეების სიზუსტით ირჩევთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს და გადმოგეცემათ ბონუსები. ვადიანიAანაბრების ვადა 1 თვიდან 24 თვემდეა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი სარგებლის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში: 8%-დან 15,25%-მდეა ლარებში. აშშ დოლარის, ევროსა და ფუნტი სტერლინგის შემთხვევაში კი პროცენტი 5-დან 12,25%-ია.
ანაბრის მინიმალური ოდენობა 500 ლარს (აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი) შეადგენს. საპროცენტო განაკვეთები ანაბრის დარღვევისას: ანაბრის ფაქტობრივი მოქმედების ვადისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთს გამოკლებული 4%-ია.
ანაბარი "შემნახველი ანგარიში" მაღალ საპროცენტო განაკვეთს და შეუზღუდავ ვადას გვთავაზობს. ანაბრიდან შესაძლებელია ნებისმიერ დროს, "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი სერვის-ცენტრიდან თანხის გამოტანა.
საბავშვო ანაბრის საპროცენტო განაკვეთი ლარში 15.25%-ს შეადგენს; 12.25%-ია აშშ დოლარში, ევროსა და ფუნტ სტერლინგში გახსნილი ანაბრის წლიური სარგებელი.
შეგროვებად ანაბარს შემდეგი ძირითადი უპირატესობები ახასიათებს: ანაბრის გახსნა ხდება უფასოდ, დღეების სიზუსტით ირჩევთ თქვენთვის ხელსაყრელ ვადას და განაღდება უფასოა. ანაბრის მინიმალური თანხა: 10 ერთეულია. ყოველთვიური დამატებითი შენატანების რაოდენობა: მინიმუმ თვეში ერთხელა. დასაშვებია 2 თვის გამოტოვება; ანაბრის ვადაა 3 -დან 24 თვემდე. საპროცენტო განაკვეთი კი 8,25%-დან 14,75%-მდეა ლარებში, ხოლო უცხოურ ვალუტაში 5,50%-იდან 11,75%-მდე შეადგენს.
საინვესტიციო ანაბრის გახსნის შემთხვევაში მიიღებთ გარანტირებული სარგებელს და დამატებითი მოგებას. მინიმალური შენატანის ოდენობა 5000 აშშ დოლარია. ანაბრის გახსნა შესაძლებელია აშშ დოლარებში, ევროს კურსის ცვლილების მიხედვით; ოქროს ფასისა და ნავთობის ფასის ცვლილებების მიხედვით.
ყველა პიროვნების სახელით, ვინც "საქართველოს ბანკში" გახსნის ვადიან ან საბავშვო ანაბარს, ბანკი დარგავს ხეს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, კონფლიქტის დროს გამძვინვარებული ხანძრების შედეგად გადამწვარი ტყის აღსადგენად.

"თიბისი ბანკი"
მომხმარებელს დეპოზიტების ფართო არჩევანს სთავაზობს, რომლებიც მორგებულია მათ საჭიროებასა და მოთხოვნილებებზე. ეს არის: ოქროს ანაბარი; შემნახველი ანაბარი; ზრდადი ანაბარი; ანაბარი "ჩემი სეიფი"; ვადიანი ანაბარი; ვადიანი პლუს ანაბარი; საბავშვო ანაბარი;
ვადიანი ანაბრის ვადაა 3-დან 24 თვემდე.
24 თვიანი ანაბრის შემთხვევაში ვადიანი ანაბრის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრება შემდეგნაირად: ლარის ანაბარზე - 15%, დოლარისა და ევროს ანაბარზე კი - 12%-ია.
2009 წლის თებერვალში, "თიბისი ბანკმა" მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ანაბრების კიდევ ერთი უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბური აქცია დაიწყო, ამასთან – გაზრდილი საპრიზო ფონდით. კერძოდ, ბანკმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ყოველთვიური პრიზები და, ავტომობილის ნაცვლად, წელს თავის მეანაბრეებს აძლევს შანსს, მოიგონ ახალი ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის 5-ში, ხოლო ახალი წლის ღამეს კვლავ მილიონი. აქცია შეეხება "თიბისი ბანკის" 5 ანაბარს: ვადიანი ანაბარი; ვადიანი + ანაბარი; ოქროს ანაბარი; ანაბარი "ჩემი სეიფი" და ზრდადი შემნახველი ანაბარი; აქციის მონაწილეები გახდებიან ის მეანაბრეები, რომლებსაც "თიბისი ბანკში" აქვთ გახსნილი ამ ანაბრებიდან ერთ-ერთი და ასევე ყველა ფიზიკური პირი, რომელიც 2009 წლის 10 თებერვლიდან 2009 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გახსნის ანაბარს "თიბისი ბანკში", მინიმუმ 500 ლარის, აშშ დოლარის, ევროს ოდენობის თანხით.
იმ მეანაბრეებს, რომლებიც 10 თებერვლიდან გახსნიან 12 თვიან ან მეტი ვადიანობის ანაბრებს, ასევე მეანაბრეებს, რომლებიც 10 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით გახსნიან ანაბრებს ნებისმიერი ვადიანობით უორმაგდებათ მიღებული ბილეთების რაოდენობა და შესაბამისად მოგების შანსი.
გასულ წელს, წამახალისებელი აქციის "გახდი მილიონერი "თიბისი ბანკთან" ერთად" განმავლობაში, 2008 წლის 16 თებერვლიდან 16 დეკემბრამდე, "თიბისი ბანკის" წილი ანაბრების ბაზარზე გაიზარდა 28,4%-დან 29,3%-მდე. გაიხსნა 40 ათასამდე ანაბარი (ვადიანი ანაბარი და ჩემი სეიფი) და აქციის ფარგლებში გახსნილი ვადიანი ანაბრების ჯამურმა მოცულობამ 548 მლნ ლარი შეადგინა.

ბანკი "რესპუბლიკა"
შემდეგი სახის ანაბრებს გვთავაზობს: მოთხოვნამდე ანაბარი, ვადიანი ანაბარი, პრივილეგირებული ანაბარი, ზრდადი ანაბარი, საბავშვო ანაბარი, მოქნილი ანაბარი და კონვენტირებადი ანაბარი.
ლარში გახსნილი მოთხოვნებამდე ანაბრის წლიური საპროცენტო სარგებელი 4.00%-ს შადგენს. აშშ დოლარებში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში კი. 3,00%-ს.
"ვადიანი ანაბრის" გასახსნელად მინიმალური შენატანი 100 ერთეულისგან შედგება. ვადა კი 2-დან 36 თვემდეა. ვადიანი ანაბრის წლიური სარგებელი ანაბრის ვადაზეა დამოკიდებული და ლარში 7%-იდან 15%-მდე მერყეობს, ხოლო აშშ დოლარში 6,50%-იდან 12%-მდე; ევროში 6,50%-დან 12,00%-მდე, ხოლო გირვანქა სტერლინგში 5,00%-იდან 11,20%-მდე.
"პრივილეგირებული ანაბრის" პირობები ასეთია: მინიმალური შენატანი 100 ერთეულია. ვადა 3-დან 36 თვემდე, წლიური სარგებელი კი 9,00%-დან 15,00%-მდე.
"ზრდადი ანაბრის" მინიმალური შენატანი 20 ერთეულია. ვადა 6-დან 24 თვემდე. წლიური საპროცენტო სარგებელი 7,50%-იდან 12,00%-მდე.
"საბავშვო ანაბარი" იხსნება ბავშვის სახელზე მშობლის, მეურვის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ; მინიმალური შენატანი: 20 ერთეულს შეადგენს. დამატებითი შენატანი ასევე, მინიმუმ 20 ერთეულისგან შედგება. მინიმალური ვადა 2 წელია, ხოლო მაქსიმალური 18. სარგებლის გაცემა ანაბრის ვადის ბოლოს ძირითად თანხასთან ერთად ხდება. საბავშვო ანაბარი არ გრძელდება. ანაბრის ვადის გასვლისას თანხა გადაირიცხება ბავშვის მიმდინარე ანგარიშზე. პროცენტი შედგება: 12,50 ლარში, 9,50% აშშ დოლარში, 8,50% ევროში და 9,50% გირვანქა სტერლინგში.
"მოქნილი ანაბარი" საშუალებას გაძლევთ, წინასწარ განსაზღვრული ვადით განათავსოთ თანხა ბანკში და ნებისმიერ დროს გაიტანოთ და შემდგომ დააბრუნოთ თანხის 30% საანაბრო ხელშეკრულების გაუქმებისა და სარგებლის დაკარგვის გარეშე. მოქნილი ანაბრის პირობები ასეთია: პირველადი მინიმალური შენატანი 500 ერთეული. მინიმალური ვადა 3 თვეა, ხოლო მაქსიმალური 12 თვე. სარგებლის დარიცხვა ვადის ბოლოს ხდება. წლიური საპროცენტო განაკვეთი ანაბრის ხელუხლებელი ნაწილისთვის 4,50%-იდან 12,50% მდე მერყეობს.
თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თანხის შენახვა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვალუტაში სჯობს, მაშინ ბანკი "რესპუბლიკის" "კონვერტირებადი ანაბრით" უნდა ისარგებლოთ. პირობები ასეთია: მინიმალური შენატანი 500 ერთეული. მინიმალური ვადა 6 თვე, ხოლო მაქსიმალური 36 თვეა. სარგებლის მიღება მიმდინარე ანგარიშიდან ან საბანკო ბარათის მეშვეობითაა შესაძლებელი. პროცენტის დარიცხვა კი ვადის ბოლოს ხდება. "კონვერტირებადი ანაბრის" სარგებელი განისაზღვრება წლიური განაკვეთიდან ანაბრის ვადის გათვალისწინებით 5,50%-იდან 14,00%-მდე.
"ქართუ ბანკი"
შემდეგი სახის ანაბრებს გვთავაზობს: ვადიანი ანაბარი, მოქნილი ანაბარი, ზრდადი ანაბარი, საბავშვო ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი.
ვადიანი დეპოზიტების მინიმალური და მაქსიმალური ვადიანობა 3-დან 24 თვემდეა. საპროცენტო სარგებელი მინიმუმ 6.5%, მაქსიმუმ კი – 9.5%.

"ვითიბი ბანკი ჯორჯია"
"ვითიბი ბანკი ჯორჯია" გთავაზობთ ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანზე მაქსიმალურად გათვლილ და მორგებულ 7 სახის ანაბარს. კერძოდ ესენია: ვადიანი ანაბარი, კომფორტული ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, ზრდადი ანაბარი, ზრდადი პლუს ანაბარი, მობილური ანაბარი, საბავშვო ანაბარი.
ვადიანი ანაბრის მინიმალური ვადა შეადგენს 1 თვეს, ხოლო მაქსიმალური 3 წელს. ვადიანი ანაბრის მინიმალური საპროცენტო სარგებელი ლარში შეადგენს 8%-ს ერთ თვეზე და მაქსიმალურ 18%-ს 3 წელიწადზე. USD 6%-13%, EUR 5,5%- 12,5%

"კორ სტანდარტ ბანკი"
"კორ სტანდარტ ბანკი" მომხმარებელს სთავაზობს როგორც ვადიანი, ისე უვადო ტიპის ანაბრებს. უვადო ტიპის დეპოზიტი შემნახველი და უნივერსალური ანაბარია, ხოლო ვადიანი ტიპის: ვადიანი, ზრდადი - დაგროვებადი და საბავშვო.
ვადიანი დეპოზიტის მინიმალური ვადა 2 თვეა, ხოლო მაქსიმალური 18 -თვემდე.
ვადიანი დეპოზიტის მინიმალური და მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი 6.5% დან - 15%-მდე შედგება.
"კორ სტანდარტ ბანკი" 2009 წელს გეგმავს სადეპოზიტო წამახალისებელი აქციის გამართვას, რომელიც ძირითადად მომხმარებლის უკეთ მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული.

"როკრედიტ ბანკი"
"პროკრედიტ ბანკი" თავის მომხმარებლებს ანაბრების ფართო არჩევანს სთავაზობს: ფიზიკური პირებისათვის - ვადიანი ანაბარი, მოქნილი ანაბარი, ზრდადი ანაბარი, შემნახველი ანაბარი, საბავშვო ანაბარი, ანაბარი "ჩემი ყულაბა" (საბავშვო შემნახველი ანაბარი). იურიდიული პირებისთვის კი - ვადიანი ანაბარი, მოქნილი ანაბარი, ზრდადი ანაბარი და შემნახველი ანაბარი არსებობს.
ვადიანი დეპოზიტის მინიმალური ვადა იურიდიული პირებისათვის 1 თვეს; ფიზიკური პირებისათვის კი 3 თვეს შეადგენს. ვადიანი დეპოზიტის მაქსიმალური ვადა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის 24 თვეს შეადგენ.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი "პროკრედიტ ბანკის" ვადიან ანაბარზე შეადგენს იურიდიული პირებისთვის 7% ლარში და 5,5% უცხოურ ვალუტაში. ფიზიკური პირებისთვის 10% ლარში და 8% უცხოურ ვალუტაში.
მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი "პროკრედიტ ბანკის" ვადიან ანაბარზე შეადგენს: ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 15% ლარში და 12% უცხოურ ვალუტაში.

"BTA ბანკი"
"BTA ბანკი" გვთავაზობს შემდეგი სახის ანაბრებს: მოთხოვნამდე დეპოზიტს, ვადიან დეპოზიტს, ზრდად დეპოზიტს, საბავშვო დეპოზიტს.
მოთხოვნამდე დეპოზიტის პირობები ასეთია: მინიმალური თანხა, რომელსაც ერიცხება სარგებელი, შეადგენს: 400 ლარს, 200 აშშ დოლლარს, 200 ევროს. საპროცენტო სარგებელი არის: 7% ლარში 6% აშშ დოლარში, 6% ევროში. დეპოზიტის ვადა არ არის შეზღუდული.
ზრდადი დეპოზიტის მინიმალური თანხა შეადგენს 50 ლარს, 40 აშშ დოლარს და 40 ევროს. 6 თვის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი არის: 10% ლარში, დოლარში 8% და 6.5% ევროში. ხოლო 18-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელია: 12,5% ლარში, 10.5%ა შშ დოლარში და 9.5% ევროში, ყოველთვიური შენატანი შედგება 20 ლარისგან, 10 აშშ დოლარისგან და 10 ევროსგან.
საბავშვო ანაბრის შემთხვევაში – მინიმალური ვადა 24 თვეა. დეპოზიტის მინიმალური თანხა 50 ლარი, 40 აშშ დოლარი და 40 ევროა. საპროცენტო სარგებელი ლარში 13.5%-ია, აშშ დოლარში 11.5%, ევროში კი 10.5%. ყოველთვიური შენატანი შეადგენს: 20 ლარს, 10 აშშ დოლარს და 10 ევროს.
ვადიანი დეპოზიტის მინიმალური ვადა 2 თვე, ხოლო მაქსიმალური 24 თვეა.
ვადიანი დეპოზიტის მინიმალური და მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი შეადგენს: მინიმალურს ლარში 9%-ს, აშშ დოლარში 7.5%-ს, ხოლო ევროში 6.75%-ს. მაქსიმალურს კი ლარში 15.5%, აშშ დოლარში 13.5%, ევროში 12.25%-ს.
ბანკში ფულის შენახვა ყველაზე საიმედო გზაა დაიცვათ თქვენი დანაზოგი, თქვენი ქონება, თქვენი კაპიტალი. დღეს ანაბრების პირობები წარმოგიდგინეთ, რომელსაც წამყვანი ქართული ბანკები გვთავაზობენ. ახლა თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია, რომელ მათგანს მიანიჭოთ უპირატესობა, რომელ მათგანს უფრო ენდოთ.
თუ თქვენ "ბანკები და ფინანსებს", რეგულარულად კითხულობთ, არჩევანის გაკეთება არ უნდა გაგიჭირდეთ, რადგან ბიზნესის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სიახლეების გარდა, ბუნებრივია, საბანკო-საფინანსო თემებსაც ვაშუქებთ, რათა იყოთ საქმეში ჩახედული და არ დაუშვათ შეცდომა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისას, რომელიც თქვენს კეთილდღეობას ეხება.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48