საქართველოს საგარეო ვალის ზრდის ტემპი მშპ–ს ზრდის ტემპს აჭარბებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველოს საგარეო ვალის ზრდის ტემპი მშპ–ს ზრდის ტემპს აჭარბებს
ნანახია: 493

საქართველოს საგარეო ვალის ზრდის ტემპი მშპ–ს ზრდის ტემპს აჭარბებს "ივნისის მონაცემებით საგარეო ვალი 20,7%-ით გაიზარდა, რამაც ხელისუფლება „ქამრების შემოჭერის“ და ვალების თუნდაც გაყინვის გადაწყვეტილებამდე უნდა მიიყვანოს"

განვითარებული ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალი იშვიათად იყოფა საშინაო და საგარეო ვალად. სამწუხაროდ, საქართველო ამგვარი ქვეყნების რიცხვშია. გარდა ამისა, თუ განვითარებული ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალი ბიუჯეტების დეფიციტის ჯამია, საქართველოსთვის სახელმწიფო ვალის წარმოშობა განსხვავებულია.
`საქართველოში სახელმწიფო ვალი წარმოქმნილია როგორც ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული ტვირთების ღირებულების ანაზღაურებისთვის (მაგალითად, სომხური ვალის ნაწილი), ან მოხმარებული ბუნებრივი აირის (თურქმენული ვალი) გადაუხდელი საფასურისგან, აგრეთვე ე.წ. სასაქონლო კრედიტის მიღებისაგან (მაგალითად, ჩინური ან თურქული კრედიტი).
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს, საგარეო ვალის თვალსაზრისით, სუფთა ფურცლიდან არ დაუწყია (განსაკუთრებით რთული იყო შიდა ვალის პრობლემა, რომელიც ე.წ. სახელმწიფო შემნახველი ბანკის მეანაბრეებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობისგან ერგო მემკვიდრეობით საქართველოს). 2001 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა ე.წ. „ნულოვანი ვარიანტი“, ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომლის თანახმადაც საქართველომ უარი თქვა როგორც სსრკ აქტივებზე, ასევე მის ვალდებულებებზე. თუმცა ამ დროისათვის საქართველოს უკვე დიდი საკუთარი სახელმწიფო საგარეო ვალი ჰქონდა~, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.
საგარეო ვალის ზრდის დინამიკა 2008–2011 წლებში ასე გამოიყურებოდა: ევროობლიგაციების ემისია 2008 წლის გაზაფხულზე 500 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით; 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში დონორთა კონფერენციამ, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსათვის დახმარების სახით 4,5 მლრდ. აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, საიდანაც - 2 მლრდ. დოლარი გრანტი, ხოლო 2,5 მლრდ. დოლარი კრედიტი იყო; 2008 წლის აპრილის ბოლოს კი ქვეყანა იღებს 500 მლნ დოლარის საგარეო ვალს 7,5% (კუპონის) სარგებლით.
2013 წლის 15 აპრილს საქართველოს საგარეო ვალის გადახდის ყველაზე მძიმე პერიოდი უდგებოდა. სამწუხაროდ, აღებული კრედიტის გამოყენების ნათელი გეგმა, როგორც ჩანს, არ არსებობდა. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს კრედიტუნარიანობის რეიტინგი უნდა გარკვეულიყო. ამავე დროს, კრედიტის აღების შემდეგ გაცხადდა, რომ კრედიტი გამოყენებული იქნებოდა გაზსაცავის მშენებლობაზე (ან მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობაზე) და მომავლისა და განვითარების ფონდებში. სამწუხაროდ, აგვისტოს ომმა და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა შემოდგომაზე ბიუჯეტის შევსების სერიოზული პრობლემა შექმნა და, როგორც ჩანს, ეს თანხები საბიუჯეტო მოთხოვნებისათვის დაიხარჯა.
`მას შემდეგ საკმაოდ მუქ ფერებში ისახებოდა 2013 წელი, ამ დროს ბიუჯეტიდან მხოლოდ სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებაზე დაახლოებით 900 მლნ. აშშ დოლარი უნდა გამოყოფილიყო, რაც ბიუჯეტს გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების, ხოლო 2013 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წინა წელია, რაც ბიუჯეტში სოციალური და პოპულისტური ხარჯების გაწევის რისკს ზრდიდა, ცხადი იყო, რომ 2013 წელს აღნიშნული მოცულობით საგარეო ვალს საქართველო ვერ გადაიხდიდა~, - აღნიშნავს ნოდარ ხადური.
თუმცა, 2013 წლისთვის გასასტუმრებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი, რომელიც 500 მილიონს შეადგენდა, მთავრობამ ახალი ათწლიანი ევრობონდების გამოშვებით გადაფარა და რამდენიმე წელიწადში მოსახლეობას ორჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევს. ამ შემთხვევაში ვალი 500 მილიონის ნაცვლად, 1 მილიარდი დოლარი იქნება. საბოლოოდ კი საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 4 182 276 000 აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,7%-ით მეტია.
`საბოლოო ჯამში, საქართველო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, მიუხედავად თვითშეზღუდვისა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება და რომლის თანახმადაც სახელმწიფო ვალმა მშპ–ს 60%–ს არ უნდა გადააჭარბოს, ბოლო წლებში ვალის ზრდის ტემპი მშპ–ს ზრდის ტემპს აჭარბებს, რამაც ხელისუფლება „ქამრების შემოჭერის“ და ვალების თუნდაც გაყინვის გადაწყვეტილებამდე უნდა მიიყვანოს~ , - აცხადებს ნოდარ ხადური.

ნინო დარბაისელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48