საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულ ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულ ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს
ნანახია: 390

საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა თვიდან თვემდე მნიშვნელოვნად იზრდება. ზრდა ფიქსირდება საქართველოდან საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების მოცულობაშიც. მიმდინარე წლის ივნისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 98,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 5,8 მლნ აშშ დოლარით მეტია. რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების მოცულობას, მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 0,4 აშშ დოლარით გაიზარდა და 7,1 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.
მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 508,198 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85 მლნ აშშ დოლარით მეტია. ხოლო საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული ფულადი გზავნილები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 39,842 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, ანუ 2,4 მლნ აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91,4% 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92,3% მოდიოდა, ამ წლის მაისში კი 90,4%.
ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 8,8 მლნ აშშ დოლარით, ყაზახეთიდან 4,8 აშშ დოლარით, საბერძნეთიდან 3,3 აშშ დოლარით, იტალიიდან 3 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი.
საქართველოდან უცხოეთში გზავნილების 58% რუსეთსა და უკრაინაში გადარიცხვებზე მოდის, მიმდინარე წლის აპრილში კი აღნიშნული რიცხვი 60,8-ით განისაზღვრებოდა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობაშიც და საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილ ფულად გზავნილებშიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთს წამყვანი, პირველი ადგილი სტაბილურად უკავია. უცხოეთიდან შემოსულ გზავნილებში მას საბერძნეთი და იტალია მოსდევს, ხოლო საქართველოდან გასულ ფულად გზავნილებში უკრაინა და თურქეთი.
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაში რუსეთის ლიდერობა გასაგებია, იმ მიზეზთა გამო, რომ საქართველოდან რუსეთში წასული საქართველოს მოქალაქეები აქ, საკუთარ ოჯახებთან ფულად სახსრებს გზავნიან. მაგრამ კითხვას ბადებს ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გაგზავნილი ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი რუსეთს რატომ უკავია. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრება გააჩნიათ.
ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, საქართველოდან უცხოეთში ფულადი გზავნილების მოცულობაში რუსეთის ლიდერობას, ჩვენთან რუსული ბიზნესების არსებობით ხსნის. "საქართველოში რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა ჩამოსული და აქ სერიოზული ბიზნესები აქვთ. რეალურად ჩვენთან ძალიან ბევრია რუსული სახელმწიფოს ან რუსული კერძო კაპიტალი, უფრო სახელმწიფო კაპიტალი, სადაც ხელმძღვანელ თანამდებობებზე რუსეთის მოქალაქეები მუშაობენ. ავიღოთ "თელასი", "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" და ბევრი სხვა კომპანია. ასე რომ, არაა გასაკვირი, რომ ისინი თავიანთი ხელფასის ნაწილს რუსეთში აგზავნიდნენ.
ასევე არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რუსეთშია ყოველთვის ვერ მუშაობს და ხშირ შემთხვევაში საქართველოდან უგზავნიან ფულს, რათა ვიდრე ის იქ სამსახურს იშოვის შიმშილით არ მოკვდეს”, - განმარტავს ნოდარ ხადური.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე კი საქართველოდან უცხოეთში ფულადი გზავნილების მოცულობაში რუსეთის ლიდერობას რუსეთ-საქართველოს შორის ისტორიული კავშირებითა და ნათესაური ურთიერთობებით ხსნის. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიერ სამშობლოში გაგზავნილი ფულადი სახსრების წილი მთლიან გზავნილებში ძალიან მცირე შეიძლება იყოს, ამიტომ ეს რუსეთის წილზე გავლენას ვერ იქონიებს.
"ყველაფერი შეფარდებითია, აქ დიდ თანხებზე საუბარი არაა, სულ რაღაც რამდენიმე მილიონია. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან ისტორიული კავშირები გვაქვს, ასევე ბევრია ნათესაური ურთიერთობებიც, რაც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგაც ადამიანურ დონეზე ნარჩუნდება. აი, ამას უკავშირდება საქართველოდან უცხოეთში ფულადი გზავნილების მოცულობაში რუსეთის ლიდერობა", - ამბობს სოსო არჩვაძე.
არჩვაძის განმარტებითვე, საქართველოდან უცხოეთში ფულადი გზავნილების მოცულობაში რუსეთის ლიდერობა რუსული რუბლის აშშ დოლართან მიმართებაში გამყარებითა და ფასების ზრდით შეიძლება იყოს გამოწვეული. "უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამერიკულ დოლართან მიმართებაში რუბლის გამყარების პროცესი წავიდა. ფასებიც დიდი სიჩქარით გაძვირდა. ამ ორი ფაქტორის თანხვედრით გზავნილების სიდიდე გაიზარდა. თუმცა, ჩვენ გვქონდა გარკვეული შემთხვევები, როდესაც ცალკეულ თვეებში გზავნილების მოცულობა 100 მილიონზე მეტი იყო. ჯერ-ჯერობით ეს რეკორდი მოხსნილი არაა", - საუბრობს სოსო არჩვაძე.
საქართველოდან უცხოეთში ფულადი გზავნილების მოცულობაში რუსეთის ლიდერობას ეკონომიკის ექსპერტი შოთა მურღულია რუსეთიდან საქართველოში განხორციელებულ იმპორტს უკავშირებს.
"საქართველოდან რუსეთში ოჯახების შენახვა არ ხდება. არა მგონია, აქედან იქ სოციალური ხასიათის თანხები ირიცხებოდეს. ჩემი აზრით, რუსეთიდან საქართველოში გარკვეული პროდუქციის იმპორტი ხდება და სწორედ ამას შეიძლება დავუკავშიროთ ჩვენი ქვეყნიდან იქ თანხების გადარიცხვა”, - განმარტავს შოთა მურღულია.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48