ნანახია: 353
საქართველოს ბანკმა ქუთაისში მისი პერსონალური საბანკო მომსახურების SOLO -ს პირველი წარმომადგენლობა გახსნა. “SOLO სპეციალიზებული მომსახურების კუთხე საქართველოს ბანკის ქუთაისის სერვისცენტრში განთავსდა, მისამართზე წმინდა ნინოს ქუჩა #19. SOLO ეს არის საქართველოს ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, რომელიც მოიცავს პრივილეგირებულ სერვისებსა და გამორჩეულ საბანკო პროდუქტებს. SOLO მომხმარებელი არა მარტო ზოგავს დროს, არამედ იღებს მაქსიმალურად მომგებიან და კომფორტულ საბანკო მომსახურებას. მას ემსახურება SOLO -ბანკირი, რომელიც უწევს კონსულტაციას ნებისმიერ საბანკო და სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით და ინდივიდუალურად ურჩევს მომხმარებელს მის ფინანსურ მიზნებზე მორგებულ პროდუქტებსა და მომსახურებას. მხოლოდ SOLO-მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ პრემიალური საერთაშორისო საკრედიტო ბარათი American Express Gold-ი, რომელიც გამოირჩევა მაღალი საკრედიტო ლიმიტით, ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით, ქულების დაგროვებისა და Select-ის პროგრამით, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. SOLO ფილიალები უკვე მოქმედებს თბილისში, ბათუმსა და ახლა უკვე ქუთაისში.
|