"ფინკა საქართველო" უპრეცედენტო ინვესტიციებს იზიდავს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "ფინკა საქართველო" უპრეცედენტო ინვესტიციებს იზიდავს
ნანახია: 1469

"ფინკა საქართველო" უპრეცედენტო ინვესტიციებს იზიდავს პასუხობს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ფინკა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ვუსალ ვერდიევი

- უცხოური მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მიკროსაფინანსო სექტორში ყველაზე დიდ ინვესტიციას განახორციელებს. რომლის შედეგადაც ”ფინკა ინტერნეიშენალი” პირველ წელს 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხას, ხოლო 3 წლის მანძილზე 74 მილიონს მიიღებს. რა მიზნებს მოხმარედება ეს თანხა, არის თუ არა წინასწარ განსაზღვრული?
- `ფინკა ინთერნეშენელმა" ჩამოაყალიბა სოციალური მისიის მქონე საინვესტიციო შვილობილი კომპანია - `ფინკა მიკროსაფინანსო ჰოლდინგი" (FINCA Microfinace Holdings, FMH). ჰოლდინგში გაერთიანებულია IFC და სხვა მსხვილი მიკროსაფინანსო საინვესტიციო პარტნიორები (KFW, FMO, responsability, triple Jump ). FMH შექმნის შედეგად მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებისთვის 3 წლის მანძილზე 74 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვაა დაგეგმილი სოციალურად ორიენტირებული საინვესტიციო ინსტიტუტებისგან. აღსანიშნავია, რომ ამ ინსტიტუტებს ფინკასთან თანამშრომლობის დიდი ხნის ისტორია აკავშირებს. FMH-ის კაპიტალში მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) შენატანი ($35 მილიონი აშშ დოლარი) მიკროსაფინანსო სექტორში ჩადებული უმსხვილესი ინვესტიციაა. სხვა პარტნიორებს შორისაა KfW Bankengruppe - გერმანიის განვითარების ბანკი, რომელიც 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით უერთდება ჰოლდინგს; FMO, ნიდერლანდების განვითარების ბანკის ინვესტიციამ შეადგინა დაახლოებით 14 მილიონი ევრო; გლობალური მიკროსაფინანსო ფონდი responsAbility 5 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს; Triple Jump - ნიდერლანდების მიკროსაფინანსო საინვესტიციო კომპანია, ASN-Novib Fund მეშვეობით 5 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციით ერთიანდება ჰოლდინგში.
FMH მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ, სოციალური მისიის მქონე ფინანსურ პარტნიორებს აერთიანებს. ჰოლდინგი შეიქმნა, რათა სწორად დაბალანსდეს ორგანიზაციის გაფართოვებისთვის აუცილებელი კაპიტალის მოზიდვა და ფინკას მთავარი მისიის შესრულება. მოსალოდნელია მსოფლიოს 21 ქვეყანაში მოქმედ ფინკას პროგრამებში კლიენტების რაოდენობის გაორმაგება (კლიენტთა რაოდენობის ზრდა 1.5 მილიონამდე), რაც გულისხმობს ფინანსური მომსახურების გაწევას დღეისათვის ადეკვატური ფინანსური მომსახურების არმქონე პირებისთვის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: აფრიკა, ლათინური ამერიკა, ევრაზია და ახლო აღმოსავლეთი.

- რა ზეგავლენას მოახდენს ეს ინვესტიცია `ფინკა საქართველოზე", თუ არის მოსალოდნელი თქვენი მიკროსაფინანსოს გააქტიურება გარკვეული სფეროების დაკრედიტების მხრივ?
- FMH ფინკა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს კლიენტებს შესთავაზოს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების დიდი არჩევანი. ეს არ გულისხმობს მხოლოდ სასესხო პროდუქტების მრავალფეროვნებას, არამედ სხვა სახის ფინანსურ მომსახურებას და ინოვაციურ პროდუქტებს, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ფინკა საქართველო ემსახურება მომხმარებელს ქვეყნის ყველა რეგიონში, იგეგმება ორგანიზაციის მუშაობის გეოგრაფიული არეალის გაზრდაც ფინკას სოციალური მისიის შესრულების უზრუნველსაყოფად. FMH ფინკას ქსელში უფრო ეფექტური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, რის შედეგადაც შემცირდება ხარჯები და მნიშვნელოვნად ამაღლდება მომსახურების დონე, რაც უდავოდ დადებით ზეგავლენას მოახდენს მომხმარებლების კეთილდღეობაზე.

- ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ `ფინკა საქართველო", შესაძლოა უახლოეს მომავალში ბანკად გარდაიქმნეს. რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხზე?
- "ფინკა საქართველოს" უპირველესი მიზანია მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურება შესთავაზოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. `ფინკა საქართველო", როგორც ფინკას გლობალური ქსელის ნაწილი, მსოფლიოში აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკას გამოიყენებს კლიენტების მომსახურების გაუმჯობესებისთვის. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი.
ზოგადად, იურიდიული სტატუსის შეცვლა შესაძლოა განხილულ იქნას არა როგორც მიზანი, არამედ ინსტრუმენტი, რომელიც ორგანიზაციის სოციალური მისიის უფრო სრულყოფილად შესრულების საშუალებას იძლევა. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ქონა ორგანიზაციას შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს ფინანსური მომსახურების სრული სპექტრი შესთავაზოს. "ფინკა საქართველო" დაკრედიტების უნიკალური მეთოდის საშუალებით ფინანსურ მომსახურებას უწევს ქვეყნის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოს შორეულ ქალაქებსა თუ სოფლებში მცხოვრებ პირებს. ფინანსური მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზება შორეულ ქალაქებსა თუ სოფლებში, რასაკვირველია, საბანკო მომსახურებას ხელმისაწვდომს გახდის მათთვის, ვინც დღეს მოკლებულია ასეთ შესაძლებლობებს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ამ ეტაპზე საბანკო ინსტიტუტად ტრანსფორმაციის შესახებ არავითარი კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს.

ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48