"მარწყვი ბარათი" - მოლეული მარწყვი, ჯარიმები და ჯერ ტკბილი ჭამე, კვლავ მწარე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "მარწყვი ბარათი" - მოლეული მარწყვი, ჯარიმები და ჯერ ტკბილი ჭამე, კვლავ მწარე
ნანახია: 1340

"მარწყვი ბარათი" - მოლეული მარწყვი, ჯარიმები და ჯერ ტკბილი ჭამე, კვლავ მწარე "პრივატბანკის' "მარწყვი ბარათი" ყველაზე ხელმისაწვდომია საქართველოში არსებულ საკრედიტო ბარათებს შორის. იმისთვის, რომ გახდე პლასტიკური ბარათის მფლობელი, საკმარისია იყო სრულწლოვანი, ბანკში მიხვიდე და, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე, აიღო ბარათი. სხვა სახის დოკუმენტები, როგორებიცაა: ცნობა სამუშაო ადგილიდან, ცნობა დადასტურებული შემოსავლების შესახებ და სხვა, არ არის სავალდებულო, თუმცა მათი წარდგენა შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრისას. რეალურად კი, როგორც აღმოჩნდა, კრედიტის ლიმიტის განსაზღვრისას არ ექცევა ყურადღება არც სამუშაო გამოცდილებას და არც ხელფასის ოდენობას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბარათის გამოშვება და მომსახურება უფასოა, რაც ბოლო დროს სხვა ბანკების მიერ ემიტირებული ანალოგიური ბარათებისგან გამოარჩევს. თუ ფლობთ "მარწყვი ბარათს”, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ `ბონუს+"-ით. ეს არის პროგრამა, რომელიც გთავაზობთ ბონუსებს ფულის სახით ყოველ შენაძენზე. ამისთვის უბრალოდ, საჭიროა, გადაიხადოთ `პრივატბანკის" საკრედიტო ბარათით პროგრამის სავაჭრო წერტილებში. დაგროვებული ბონუსები კი შეგიძლიათ კვლავ დახარჯოთ. საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადა არის 4 წელი. კრედიტი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრება 0-დან 2000 ლარამდე. უპროცენტო კრედიტით შეგიძლიათ ისარგებლოთ 30 დღის განმავლობაში.
ერთი შეხედვით `მარწყვი ბარათს~ ურიგო პირობები არ აქვს, მოსახლეობაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სანამ მომხმარებელთა უმეტესობა არ გაერკვა რეალურ საკრედიტო პირობებში.
საკრედიტო ბარათის რეალურ პირობებში მომხმარებლის გაუთვითცნობიერებლობა იმანაც გამოიწვია, რომ ბანკმა ბარათების გავრცელებაში მასობრივად ჩართო სტუდენტები. სტუდენტები ყოველ გაცემულ პლასტიკურ ბარათზე გარკვეული თანხას იღებდნენ. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად მიეზიდათ კლიენტები. თუმცა, ცხადია, რომ საკრედიტო ბარათის გამავრცელებელი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა მომხმარებელს ამ პროდუქტის რეალური პირობების შესახებ ელემენტარულ ინფორმაციასაც კი ვერ აწვდიდა.
ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკრედიტო ბარათის პირობებში მითითებულია, რომ თუკი ისარგებლებთ კრედიტით, საკომისიო არ დაგეკისრებათ. რეალურად კი, თუკი თქვენ გამოიტანთ 20 ლარზე ნაკლებს, საკომისიო უნდა გადაიხადოთ 1 ლარი, 20-დან 40 ლარამდე გამოტანის შემთხვევაში უნდა გადაიხადოთ 2 ლარი, 40-დან 60-მდე 3 ლარი, 60-დან 80-მდე 4 ლარი, 80-დან 100-მდე 5 ლარი, 100 ლარის ზემოთ კი უკვე გატანილი თანხის 4%. ანუ, თუკი თქვენ გამოიტანთ 90 ლარს კრედიტის სახით და მის დაფარვას 30 დღის განმავლობაში გეგმავთ, დაფარვის დროს იძულებულები ხართ 95 ლარი გადაიხადოთ, რადგან ბანკი 5 ლარიან საკომისიოს ითხოვს. არის მეორე ვარიანტიც, თუკი ვერ ახერხებთ 30 დღის მანძილზე თანხის მთლიანად დაფარვას, შეგიძლიათ ყოველთვიურად 15 ლარი შეიტანოთ, სანამ ძირი თანხა საბოლოოდ არ დაიფარება, თანაც გასათვალისწინებელია, რომ ამ 15 ლარიდან 3 ლარი არის ბანკის, დანარჩენი 12 ლარი ძირ თანხას აკლდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს 3 ლარი არის პირველ შენატანზე, შემდგომში კი იგი მცირდება.
სამწუხაროდ, ამ ტკბილი სახელის მქონე (`მარწყვი ბარათი~) ბარათის გამო `პრივატბანკს~ საკმაოდ მოუმრავლდა უკმაყოფილო კლიენტურა. უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ მომხმარებელი უკვე უკმაყოფილებას არა მხოლოდ ამ პროდუქტთან დაკავშირებით გამოთქვამს. `პრივატბანკს~ უკვე მოიხსენიებენ, როგორც ჯარიმების დიდოსტატს. მომხმარებლის აზრით, უკვე შემთხვევითობას აღარ ჰგავს ძალიან გახშირებული შემთხვევები, როცა ბანკის პროგრამა ითიშება და, შესაბამისად, აღარ ხდება გადახდილი თანხის დაფიქსირება, მომხმარებლები კი ვეღარ ახერხებენ ამ ფაქტის დადასტურებას. და კიდევ, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის მასობრივად `გამარწყვბარათიანების~ გამო `პრივატ ბანკის" ბანკომატებში თანხა ხშირად არ არის. ზღვა კოვზით დაილია, `პრივატბანკის" გასაცემი თანხა კი `მარწყვის" მოყვარულებმა გალიეს.
მაგდა ლორთქიფანიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48