ნანახია: 440
ომისა და კრიზისის ნეგატიური შედეგები საქართველოში მოქმედმა პრაქტიკულად ყველა ბანკმა დაძლია. სამწუხარო გამონაკლისს მხოლოდ ჯგუფ ~სოსიეტე ჯენერალის” წევრი ”ბანკი რესპუბლიკა” წარმოადგენს. 2008 წლიდან მოყოლებული ბანკი ვერა და ვერ გამოვიდა კრიზისიდან. ყველაზე მასშტაბური ზარალიანობა ”რესპუბლიკამ” 2010 წლის 1 ივლისისთვის აჩვენა (- 30 079 643 ლარი). ამ მაჩვენებელთან შედარებით ერთი წლის შემდგომი პერიოდისთვის, ანუ 2011 წლის 1 ივლისისთვის დამდგარი შედეგი ბანკისთვის შვებაა (- 11 863 000 ლარი), მაგრამ აქ საგულისხმო ისაა, რომ ზარალის შემცირების ტენდენცია ”ბანკი რესპუბლიკასთვის” უმაღლეს მენეჯმენტში ცვლილების მიუხედავად (გენერალური დირექტორის პოსტზე ჟილბერ ი კრისტიან კარმანიოლმა შეცვალა), შეუქცევადი ვერ გახდა და ბოლო ერთი კვარტლის განმავლობაში მისი ზარალი 3 313 ათასი ლარით გაიზარდა (2011 წლის 1 აპრილი: -8 551 000 ლარი). ”რესპუბლიკას” მენეჯმენტი ბოლო წლების მანძილზე დამჯერებლად ცდილობდა ბანკის ზარალიანობის გამომწვევ მიზეზებზე საუბარს. კერძოდ, აცხადებდნენ, რომ კრიზისის შემდეგ, ბანკის უპირველესი საზრუნავი მისი კლიენტი იყო. მოქმედებდნენ `სოსიეტე ჟენერალის~ მიერ განსაზღვრული კულტურისა და წესების მიხედვით და მთავარი აქცენტი სწორედ იმაზე კეთდებოდა, რომ პრობლემურ კლიენტებთან ერთად დასახულიყო ისეთი სამოქმედო სქემა, რომელიც მათზე არ იმოქმედებდა უარყოფითად. ამავე დროს, მაქსიმალურად ფართვდებოდა ქსელი და ბანკში ინერგებოდა ახალი სისტემები. ~რესპუბლიკას” ახალი საცალო პორტფელი უფრო მოკლევადიანი სესხებისგან შედგებოდა (სამომხმარებლო დაფინანსება, ავტო სესხები) და სწორედ ამით იყო განპირობებული 2009 და 2010 წელს პორტფელის ბუნებრივი ამორტიზაცია. ბანკი ~რესპუბლიკა” სერიოზული სოციალური პასუხისმგებლობით ხსნიდა იმას, რომ მომხმარებელთა დასაცავად გართულდა დაკრედიტების პირობები, რაც მათ დაიცავდა დამატებითი გადახდისუუნარობისაგან. ამის გამო შედარებით შენელდა ახალი პორტფელის განვითარების ტემპიც. სწორედ ამით ხსნიდა ბოლო პერიოდში ~რესპუბლიკა” საკრედიტო პორფელის უარყოფით ევოლუციას და შედეგად მზარდ ზარალიანობას. თუმცა, ფაქტია, დღემდე ამ უარყოფითი ტენდენციის სასიკეთოდ შემობრუნება ვერ მოხერხდა. ბანკი ~რესპუბლიკისთვის” ბოლო პერიოდში სასიხარულო მხოლოდ ის იყო, რომ იგი ცომმერსანტ.გე-ს მკითხველმა ხმათა უმავლესობით (22,3% 1546 ხმიდან) 2011 წლის პოექტის ~ეტალონი კომპანია” ფარგლებში ეტალონ ბანკად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 1 ივლისისთვის ზარალებიდან ამოვიდნენ ბოლო წლებში ნეგატიური შედეგებით ცნობილი ბანკები. კერძოდ: რუსული ~ვითიბი ბანკი ჯორჯია”, რომლის ზარალიც 2010 წლის 1 ოქტომრისთვის -7 734 245 ლარს შეადგენდა. 2010 წლის 1 აპრილისთვის მისი მოგება 3 606 927 ლარია; ასევე, ყაზახური ~ბითიეი ბანკი” 2010 წლის 30 სექტემბრისთვის მისი ზარალი -9 520 170 ლარს შეადგენდა. 2011 წლის 1 ივლისისთვის ~ბითიეიც” მოგებაზე გავიდა 708 255 ლარით. ზარალიანობა მკვეთრად შეამცირა უკრაინულმა ~პრივატბანკმაც”. კერძოდ, თუკი მისი ზარალი 2010 წლის 1 ოქტომბრისთვის -5 512 051 ლარით განისაზღვრებოდა, 2011 წლის 1 ივლისისთვის ~პრივატბანკის” ზარალმა მხოლოდ 140 554 ლარი შეადგინა. სადღეისოდ ასეთი სურათი იკვეთება: ბაზარზე მოქმედი 19 ბანკიდან 2011 წლის პირველი ნახევარი ზარალით 4-მა დაასრულა და მათი ჯამური მაჩვენებელი 12,5 ლარით განისაზღვრა. ამ ჯამურ მაჩვენებელში ლომის წილი სისტემაშემქმნელი ბანკი ~რესპუბლიკისაა” 11 863 000 ლარით.
ლევან ბეგლარიშვილი
|