ბოლო დროს, ევროპა დაუსრულებელი დავების მსხვერპლი ხდებაყველა ცდილობს ევროს კრიზისზე პასუხისმგებლობის სხვებისთვის დაკისრებას და სხვა ერის ან ევროპის სხვა რეგიონის ანათემაზე გადაცემას, რითაც საფუძველს უქმნის უთანხმობებებს, წყენას და საბოლოოდ საკუთარ თავში გამოკეტვას.
ყველა ეს ძვრა და გადატრიალება ბაზარს აფორიაქებს და საბოლოო ჯამში ნდობის სერიოზული კრიზისის გამოწვევა შეუძლია. მასთან გამკლავებისთვის, სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელებმა პოლიტიკური სიმამაცე და გამჭრიახობა უნდა გამოიჩინონ: მათ მკაფიოდ უნდა განაცხადონ საკუთარი ევროპული შეხედულებების შესახებ.
ჩვენ ევროპული სახალხო პარტიის, სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის, ევროპისთვის ლიბერალების და დემოკრატების ალიანსის ლიდერები, ვცდილობთ ჩვენი პოლიტიკური უთანხმოებების გადალახვას და ერთობლივად მოვუწოდებთ ყველას ყურადღება მიაპყრონ ნდობის კრიზისს, რომელსაც ჩვენი ქვეყნები განიცდიან.
ჩვენ გვინდა ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ 500 მილიონი ევროპელი შესძლებს ამ კრიზისის დამარცხებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი განამტკიცებს თანამშრომლობას და მხოლოდ საკუთარ თავზე არ იზრუნებს.
თუკი ევროპელებს მართლაც სურთ იმის შენარჩუნება, რისკენაც ძალიან დიდი ხანია მიისწრაფვიან, კერძოდ მშვიდად მუშაობისა და ნორმალური ერთობლივი ცხოვრებისაკენ, მათ რამდენიმე ჭეშმარიტების გაზიარება მოუწევთ.
პირველი - არანაირი ევრო, ეკონომიკური ინტეგრაციის გარეშეევროპელების წინაშე დღეს მკაფიო არჩევანია: თუკი მათ ევროს შენარჩუნება სურთ, მაშინ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი ეკონომიკური, საბიუჯეტო, საგადასახადო და სოციალური პროგრამების გაერთიანების შესახებ.
ჩვენ მმართველობის ისეთი სისტემა გვჭირდება, რომელიც შესძლებს მაკროეკონომიკური დისბალანსის მოსპობას ჯერ კიდევ არაერთგვაროვანი ეკონომიკური სივრცის შიგნით. იმისთვის რომ ეს სისტემა არ იქნას აღქმული, როგორც ბრიუსელის დიქტატურა (ასეთი შეძახილები გაისმის დღეს საბერძნეთის და ესპანეთის ქუჩებში), აუცილებელია პარლამენტის როლის გაფართოვება, როგორც ევროპულ, ასევე ნაციონალურ დონეზე.
მეორე - კარტის თამაში პოკერის ბლეფის გარეშეახლა როდესაც ევროპა შექმნის დღიდან ყველაზე ღრმა კრიზისს განიცდის, ამ წუთიერი გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილების ცდუნება დიდია, ანუ ხვალინდელი დღისთვის გადადება იმისა, რისი გაკეთებაც დღეს ნაკლები დანახარჯებით შეიძლება. ჩვენ არ გვაქვს პრობლემების იგნორირების ფუფუნება.
ბევრი, მეტიც ათეულობით წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნების მთავრობები, როგორც მემარჯვენეები, ასევე მემარცხენეები, თვალს ხუჭავდნენ სირთულეებზე და გასცემდნენ პირობებს, რომელთა შესრულებაც არ შეეძლოთ. ზოგ შემთხვევაში, ისინი ამახინჯებდნენ კიდეც მონაცემებს სახელმწიფო ფინანსების შესახებ. დადგა მტკიცე გადაწყვეტილებებთან დაბრუნების დრო.
ამ მხრივ მკაფიოდ უნდა ითქვას ის, რომ სავალუტო და ეკონომიკური კავშირის კრახის ფასი იქნება ძალიან მაღალი, განსაკუთრებით გერმანიისთვის.
მესამე - ევროკავშირი რეალური ძალააევროკავშირი საუკეთესო ინსტრუმენტია იმისთვის, რომ პოლიტიკური ევროპა რეალობად იქცეს და შესძლოს გლობალიზაციის პროცესზე ზემოქმედება. ჩვენ კონტინენტს, რომელსაც აერთიანებს მისი სუვერენიტეტი და რესურსები, გააჩნია ნებისმიერ ცალკე აღებულ ნაციონალურ სახელმწიფოზე გაცილებით დიდი შესაძლებლობები ფინანსური ბაზრების რეგულაციისთვის, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისა და ცხოვრების ჩვენი დონის შენარჩუნებისთვის.
თუმცა ეს სიტყვები თქვენ პოპულარობას ვერ მოგიტანთ. ჩვენს დღეებში სერიოზული სიმამაცეა საჭირო იმისთვის, რომ თავი ერთიანი ევროპის მხარდამჭერად ღიად გამოაცხადო.
დღეს არჩევნებში საუკეთესო შედეგებს იღებენ ისინი, ვინც ევროსკეპტიკურად (თუმცაღა არა ანტი-ევროპულად) განწყობილი პრესის დახმარებით ნაციონალურ კარტს ათამაშებს. იმ ილუზიის მხარდაჭერით, რომ იდილიურ ნაციონალურ სახელმწიფოსთან დაბრუნება შესაძლებელი და აუცილებელია, ზოგიერთი ნაციონალური პოლიტიკოსი საფრთხის ქვეშ აყენებს უშუალოდ ევროპელების მომავალს.
დიახ, დადგა იმის დრო, რომ ისევ შევაქოთ ევროპა. ამის მიზეზი, საკმარისზე მეტია.
ჩვენ შევძელით თავისებურად უნიკალური პოლიტიკური პროექტის განხორციელება, რომლისაც მთელ მსოფლიოს შურს და რაც ჩვენი გულწრფელი სიამაყის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ისეთ ღირებულებებზე დაყრდნობით როგორიცაა სოლიდარობა, სოციალური სამართლიანობა, შესაძლებლობათა თანასწორობა და მდგრადი განვითარება, ჩვენ შევქმენით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური სივრცე.
ევროპელები (დღითიდღე სულ უფრო) იზიარებენ ერთსა და იმავე იმედებს და ღირებულებებს. ევროპაში, ეკონომიკური მიღწევები და სოციალური გაერთიანება ერთი მედლის ორ მხარედ მიიჩნევა, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა ყოველთვის ფეხდაფეხ მისდევს ერთმანეთს.
ევროკავშირი შესაძლოა არასრულყოფილი, მაგრამ საკმაოდ რეალური სინამდვილეა, რომელიც დაცვას იმსახურებს. ევროკავშირი, რომ არ არსებობდეს, მასი გამოგონება იქნებოდა საჭირო.
მისი განმტკიცებისთვის, ევროს მომავლის გარანტირებისთვის, ევროპელებს და მათ ლიდერებს ერთიანი ევროპის დამფუძნებელი მამების სიმამაცე სჭირდებათ.
ჯოზეფ დოლი - ევროპული სახალხო პარტიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე;
მარტინ შულცი - სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე;
გი ვერჰოფშტადტი - ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე.