"არ შეიძლება გადასახადისგან გაათავისუფლო ის, რაც არ იბეგრება” » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "არ შეიძლება გადასახადისგან გაათავისუფლო ის, რაც არ იბეგრება”
ნანახია: 448

"არ შეიძლება გადასახადისგან გაათავისუფლო ის, რაც არ იბეგრება”ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ თემურ კოპალეიშვილთან

- ბ-ნო თემურ, როგორ შეაფასებდით ახალ საგადასახადო კოდექსს, რომელიც ამა წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში. წინამორბედ კოდექსთან შედარებით, ეს ვარიანტი გაუმჯობესებულია თუ გაუარესებული?
საქართველოს ისტორიაში დღევანდელი საგადასახადო კოდექსი რიგით მესამეა. ახალი კოდექსით მაინცდამაინც მოხიბლული არ ვარ. როდესაც მისი განხილვა დავიწყე, პირველ რიგში ჩამოვწერე, თუ რა არის მასში კარგი, რადგან არ ეთქვათ, რომ კარგი ვერაფერი დავინახე. მაგრამ სანამ ახალი კოდექსის შეფასებას დავიწყებდე, მინდა ძველ საგადასახადო კოდექსებზე მოგახსენოთ და გითხრათ, რომ პირველსა და მეორე კოდექსს შორის პრინციპული სხვაობა ნამდვილად იყო. დამოუკიდებელი საქართველოსთვის პირველი საგადასახადო კოდექსი მართლაც, რომ პირველი იყო და ამდენად იგი სერიოზულ მოვლენას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, თუ რა შეცდომები იქნებოდა მასში დაშვებული. მეორე კოდექსში, პირველ კოდექსთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რა თქმა უნდა, დადებითი თვალსაზრისით. მასში რიგი გადასახადები გაუქმდა, ან ერთმანეთს შეერწყა, რიგი გადასახადი გადავიდა მოსაკრებელში და ა.შ. რაც შეეხება ახალ, მესამე კოდექსს, მეორე კოდექსთან შედარებით, რადიკალური ცვლილებები, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, არ შესულა. გეტყვით, რომ წინა კოდექსში არსებული ყველა ნაკლოვანი მხარე ახალ კოდექსში მთლიანადაა გადმოსული. ახალ კოდექსში ერთადერთ სიახლეს, რომელსაც დადებითად ვაფასებ, მიკრო და მცირე ბიზნესის ცნების და სპეციალური სავაჭრო ზონების სტატუსის დამკვიდრება წარმოადგენს. ეს ნამდვილად სიახლეა, თუმცა მიზანი, რომელსაც, ალბათ, ავტორები ისახავდნენ, ფაქტია, რომ მიღწეული არაა. ამასთან, ყველა ის სიახლე, რაც კი ახალ საგადასახადო კოდექსში გვხვდება, შეიძლებოდა ძველ კოდექსში, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებდა, მხოლოდ ცვლილებების სახით განხორციელებულიყო და ზუსტად იგივე კოდექსს მივიღებდით, როგორი სახითაც იგი ახლა გვაქვს.
რაც შეეხება მიკრო და მცირე ბიზნესს - მიკრო ბიზნესმენი არის ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა და მისი ბიზნესის წლიური საერთო ბრუნვა 30 ათასი ლარით განისაზღვრება. მინდა გითხრათ, რომ ეს ზღვარი ძალიან პატარაა, რადგან მიკრო მეწარმის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმას, ვისაც დღეში მაქსიმუმ 80 ლარის ნავაჭრი ექნება. დ?ეში 80 ლარი ძალიან ცოტა თანხაა, რის გამოც ძალიან ცოტას თუ შეეძლება მიკრო მეწარმე გახდეს. მიკრო მეწარმე გადასახადებისგან გათავისუფლებულია, თუმცა, ასეთი რამ წინა კოდექსშიც გვხვდებოდა - ფიზიკური პირი, რომელიც გარკვეულ საქმიანობას ეწეოდა, გადასახადებისგან გათავისუფლებული იყო. მაგრამ ასეთი პირები გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ არა საერთო ბრუნვის, არამედ კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით. მაგალითად, იშვიათი სახეობის მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადებაზე, რომლებსაც შესაძლოა საქართველოში არც არავინ ამზადებდა და თუ ამზადებდა, ალბათ, ასეთი ერთი ან ორი ადამიანი იქნებოდა. ასე რომ, წინა კოდექსში გადასახადებისგან გათავისუფლებული ეკონომიკური საქმიანობის ნაირსახეობები ისე იყო შერჩეული, რომ პრაქტიკულად დიდ გათავისუფლებასთან მართლაც არ გვქონია საქმე.
რაც შეეხება მცირე ბიზნესს: მცირე ბიზნესად ითვლება მეწარმე ფიზიკური პირი, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარ? არ აღემატება და რომლი? საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტიც ერთობლივი შემოსავალია ხარჯების გარეშე, ანუ მთელი ბრუნვა. ახალი კოდექსის მიხედვით მცირე მეწარმე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან იგი უფრო მკაცრად იბეგრება, უფრო მეტი პრობლემები აქვს, ვიდრე შპს-? და ინდივიდუალურ მეწარმე?, რომლებსაც მცირე მეწარმის სტატუსი არ გააჩნიათ. სხვათაშორის, გავიგე, რომ მცირე მეწარმის სტატუსი ვაჭრობაზე არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, იქნებ აგვიხსნას ვინმემ ახალი კოდექსის მიღებით მცირე მეწარმეს რაში დავეხმარეთ?
საქართველოში ბევრს საუბრობენ ლიბერალიზაციაზე. ლიბერალიზაცია ძირითადად ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებას შეეხო, მაგრამ დაბეგვრას ნაკლებად. კოდექსში მცირე ბიზნესის შესახებ მუხლები ახლა გაჩნდა, როცა სხვა ქვეყნების კოდექსებში ეს მუხლები კარგა ხანია შესულია.
ახალ საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი სერიოზული ხარვეზი გვხვდება. მაგალითად, ტერმინოლოგია. წლების განმავლობაში ტერმინოლოგია ვერ დავხვეწეთ, ხან ახალი ტერმინები შემოგვაქვს, ხან ვაუქმებთ მათ. ახლა, რატომღაც, ამოიჩემეს ტერმინი `საბაჟოს" გაუქმება და საბაჟო გადასახადს იმპორტის გადასახადი დაარქვეს. ამ გადასახადით მხოლოდ იმპორტი არ იბეგრება და ამიტომ სულაც არ იყო საჭირო ტერმინის `იმპორტის გადასახადი"-ს შემოღება.
კოდექსში ერთი და იგივე ცნება სამი სხვადასხვა ტერმინითაა გამოხატული, თითქოს კოდექსი მხატვრული ნაწარმოები იყოს და არა საგადასახადო კოდექსი, ნორმატიული დოკუმენტი, კანონი. მაგალითად, ფასი, საფასური და ღირებულება - შინაარსობრივად ერთი და იგივეა. ასეთი ტერმინები კოდექსში ძალიან ბევრია. ეს არის იურიდიული დოკუმენტი, სადაც ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს და იმ მნიშვნელობას არ უნდა გასცდე. თუ შენ იყენებ ფასსაც, საფასურსაც და ღირებულებასაც, კეთილი უნდა ინებო და განმარტო თითოეული მათგანის მნიშვნელობა. არის მეთოდოლოგიური შეცდომებიც. მაგალითად, ხომ არ შეიძლება გადასახადისგან გაათავისუფლო ის, რაც არ იბეგრება? მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი კოდექსის მიხედვით არის `დასაბეგრი მოგება". რა არის დასაბეგრი მოგება? ესაა ერთობლივ შემოსავალს გამოკლებული ხარჯები. კოდექსის თანახმად კი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება `შემოსავლები”, `ღირებულება”, `საწევრო შენატანები”, "ქონების რეალიზაციით მიღებული მოგება” (რაიმეს რეალიზაციიდან მოგება კი არა, შემოსავალი მიიღება), `გრანტები". ყველაფერი ეს მოგება არაა და როგორ შეიძლება გადასახადისგან გაათავისუფლო ის, რაც არ იბეგრება?
ასევე კოდექსში წერია, რომ აქციზისგან თავისუფლდება "საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლური სასმელი”. ეს ჩანაწერი არასწორია და ძველ კოდექსშიც არასწორად იყო ჩაწერილი. საქმე იმაშია, რომ ალკოჰოლური სასმელი აქციზით საერთოდ არ იბეგრება, გინდა საკუთარი მოხმარებისთვის იყოს წარმოებული და გინდა გასაყიდად. იბეგრება მხოლოდ და მხოლოდ მისი მიწოდება, საწყობიდან გატანა, თორემ საწყობში დაწყობილი ტონობით ალკოჰოლური სასმელი არ იბეგრება, რადგან ის მო?ხმარებ??ზე არაა მიბმული. ავტორს ამით უნდოდა ეთქვა, რომ გლეხმა სახლში ღვინო რომ აწარმოა, არ დავბეგრავო. ვერ დაბეგრავს ბატონო, იმიტომ, რომ კოდექსი? მიხედვით წარმოება არ იბეგრება, მაგრამ ის გლეხი თუ წარმოებულ ღვინოს გასაყიდად გაიტანს, მაშინ ის უნდა დაიბეგროს. ასეთი ფაქტები კოდექსში ძალიან ბევრი?. შთაბეჭდილება მრჩება, რომ კოდექსი ნაჩქარევად მომზადდა, რის გამოც ძალიან ბევრი ელემენტარული შეცდომაა დაშვებული.
კოდექსში სპეციალური სავაჭრო ზონის ცნება შემოვიდა (იგივე ბაზრობები). დაახლოებით 7-8 წლის წინ გვქონდა მცდელობა ბაზრობები? დაბეგვრა როგორმე მოგვეწესრიგებინა. ძირითად პრობლემას მაშინაც აღრიცხვის მოუწესრიგებლობა წარმოადგენდა, ანუ როგორ უნდა დაგვებეგრა ისინი და როგორ უნდა აღ?ვერიცხა მათი შემოსავლები. მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ წინადადება შეიმუშავა და შემოვიღეთ სავაჭრო ადგილის ცნება, რაც გულისხმობდა იმას, რომ სავაჭრო ადგილები ფიქსირებული გადასახადით უნდა დაგვებეგრა და არა მოვაჭრის შემოსავლის მიხედვით. ადრე ეს ვერ გაკეთდა, პარლამენტმა იგი კანონად არ მიიღო. იგივე პრობლემაა დღესაც. მცირე მეწარმეებმა ფიქსირებული გადასახადის დაწესება მოითხოვეს და მთავრობას ფიქსირებული გადასახადები ძალაში რომ დაეტოვებინა, დემონსტრაციების მოწყობაც კი დასჭირდათ. რა პრობლემაა, დავაწესოთ ფიქსირებული გადასახადი, თუ შეგვეშლება რაიმე, შემდეგ გავზარდოთ ან შევამციროთ იგი. ეს გაცილებით ადვილი და მარტივია გადამხდელისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც და კონტროლისთვისაც, მაგრამ ამაზე არ მივდივართ. მართალია, ბიზნესში ყველა დეტალის აღრიცხვა უფრო ცივილიზებულია, მაგრამ ფიქსირებული გადასახადი უფრო მარტივია. სხვათაშორის, დღის წესრიგში ფიქსირებული გადასახადის საკითხი არ დადგებოდა, ბიზნესის აღრიცხვაში პრობლემა რომ არ გვქონდეს. ადრე თუ იმის აღრიცხვა გვიჭირდა, რა რაოდენობის საქონელს ყიდდა მეწარმე, ახლა ამის აღრიცხვაც გვიჭირს და იმას გაგებაც, იყენებს თუ არა გამყიდველი სალარო აპარატს. თუ იყენებს სწორად აჩვენებს თუ არა ნავაჭრს და ა.შ. გამოდის, რომ საგადასახადო პროცედურებს გამარტივების ნაცვლად, პირიქით, ვართულებთ.

- მას შემდეგ რაც კოდექსი ამოქმედდა, თითქმის ყოველ თვეში მასში ცვლილებები შედის, რასაც მეწარმეების უკმაყოფილება მოჰყვება ხოლმე. თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია თუ არა კოდექსის სტაბილურობა ეკონომიკის განვითარებისთვის?
- ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა. პირველი კოდექსი 1997 წლის ივნისში მივიღეთ, კოდექსის რაღაც მუხლები სექტემბრიდან ავამოქმედეთ, მაგრამ ძირითადად 1998 წლიდან. მის ამოქმედებამდე დამატებით ორი კანონი მივიღეთ, იცით, რატომ გახდა ეს საჭირო? ის ძალიან რთული დოკუმენტია, საჭიროა მისი იურიდიული, ეკონომიკური და ქართული ენის თვალსაზრისით გამართვა. კოდექსზე მუშაობის დამთავრების შემდეგ, ორი იურისტის, ორი ეკონომისტისა და ორი ფილოლოგისაგან ექვს კაციანი ჯგუფი შეიქმნა. გადავხედეთ ყველა სიტყვას, წინადადებას. აღმოჩნდა, რომ უმნიშვნელო შეცდომები კოდექსში არსებობდა და ამიტომ მასში ცვლილებები შევიტანეთ, თუმცა არა იმდენად შინაარსობრივი, არამედ ძირითადად სტილისტური. ეს პირველი კოდექსი იყო და შეცდომებისაგან დაზღვეული არავინ იყო, მაგრამ თანდათანობით ხომ უნდა გამოვასწოროთ ეს შეცდომები და წინ წავიდეთ? ადრე, ყოველ წელს, საშუალოდ, ათი კანონით ვიღებდით ცვლილებას, თითო კანონში ზოგჯერ ერთი სტრიქონი იცვლებოდა, ზოგჯერ კი მთელი 50 მუხლი. ახალ კოდექსში კი, რომელიც მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, უკვე 14 ცვლილებაა შეტანილი. გამორიცხული არაა, წლის ბოლომდე რამდენიმე ცვლილება კიდევ შევიდეს. ეს ძალიან ცუდია. შეიტანე ცვლილება, მაგრამ იგი ახალი წლიდან აამოქმედე. მეწარმეს თავისი საქმიანობის დაგეგმვის საშუალება უნდა ჰქონდეს, ახლა კი მას ბიზნესის დაგეგმვა უჭირს. ასეთი არასტაბილური კოდექსი კი ეკონომიკის არასტაბილურობას განაპირობებს.
უფრო მეტიც, ახალი კოდექსიდან ამოღებულია ისეთი ნორმა, რომელიც მასში აუცილებლად უნდა იყოს, არადა, ის ძველ კოდექსებში იყო. თუ საგადასახადო საკითხებზე კოდექსში და სხვა კანონში არის კოლიზია - მუშაობს კოდექსი, მაგრამ ეს ნორმა კოდექსში აღარაა. საქართველოს გარდა, ყველა დროს და ყველა სახელმწიფოში, საგადასახადო კოდექსის კანონს საგადასახადო კანონმდებლობაში უპირატესობა აქვს. უფრო მეტი, ჩვენ მოსაკრებლების კანონი გვაქვს, რომელშიც გვიწერია, რომ მოსაკრებლების კანონს მოსაკრებლების საკითხებში ყველა სხვა კანონის მიმართ უპირატესობა აქვს. საგადასახადო კოდექსიდან კი ეს ამოვიღეთ, არადა, აუცილებლად უნდა იყოს კოდექსში. ასევე, სასურველია მოსაკრებლებიც საგადასახადო კოდექსით რეგულირდებოდეს. მართალია, მოსაკრებელი გადასახადი არაა, მაგრამ გადასახადის ბუნების მატარებელი გადასახდელია. ადამიანს სხვადასხვა დოკუმენტში არ უნდა მოუწიოს იმის ძებნა, თუ რა აქვს გადასახდელი.
გავაერთიანეთ საგადასახადო და საბაჟო კოდექსები. ჩვენ საბაჟო გადასახადის შესახებ ცალკე კანონი გვქონდა. ამ კანონის გაუქმების შემდეგ, მისი ნორმები რომ საგადასახადო კოდექსში გადმოვიდა, სწორია, რადგან ეს იყო საბაჟო გადასახადი, ახლა იმპორტის გადასახადს რომ ვუწოდებთ. მაგრამ სხვა საკითხია ის, საბაჟო კოდექსის გაუქმების შემდეგ მისი ნორმები საგადასახადო კოდექსში რომ გადმოვიდა. არადა, ეს ნორმები საგადასახადო სფეროს ნორმები არაა. მაგალითად, ტრანზიტი. როგორ უნდა განხორციელდეს იგი და სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ტრანზიტი მის ტერიტორიაზე განხორციელდეს. ეს ხომ დაბეგვრის საკითხებს საერთოდ არ ეხება, ეს ხომ საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადმოკვეთის საკითხებია? ვიღაცას, ალბათ, საბაჟო გადასახადი და საბაჟო კოდექსი ერთი და იგივე ეგონა. საბაჟო გადასახადი საბაჟო კოდექსით არ რეგულირდებოდა. საბაჟო და საგადასახადო კოდექსების გაერთიანებით საბაჟო თემატიკა მთლიანად დაზიანდა. ბევრი რამ დაიკარგა.

- როგორ შეაფასებდით შემოსავლების სამსახურის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც კომპანიების შემოწმების უფლება კერძო აუდიტორებსაც ექნებათ და მათ გადაწყვეტილებას ისეთივე ძალა ექნება, როგორც საგადასახადო ორგანოს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ აუდიტორების მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს და აუდიტორული მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ მსხვილ ბიზნესებს შეეძლებათ?
- კერძო აუდიტორული კომპანიების მიერ კომპანიების შემოწმება როდის არ იყო? აუდიტორული საქმიანობის შესახებ კანონი 1994 წელს მივიღეთ, ეს იყო პირველი კანონი. მართალია, ბევრი ნაკლი აქვს ამ კანონს, მაგრამ ამ კანონის მიხედვით ჩვენ აუდიტორული საქმიანობა დავაკანონეთ. ჩვენ ლიცენზირებული აუდიტორული კომპანიები და აუდიტორები გვყავს. საქართველოში `დიდი ოთხეულის~ (KPMG, Deloitte touch, Earnest and Young, Price Waterhouse Cooper) ფილიალებიც კი გვაქვს. აქ საუბარია იმაზე, საგადასახადო ორგანო აღიარებს თუ არა მის გადაწყვეტილებას. ეროვნულ ბანკს ყოველწლიურად აუცილებლად დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი ამოწმებს და ამ კომპანიების აუდიტორულ დასკვნას კანონში ჩაწერის გარეშე არ ვაღიარებთ? მთელი მსოფლიო აღიარებს და შემოსავლების სამსახურს მაინცდამაინც კანონში უნდა ეწეროს, რომ აღიაროს?
საქართველოში 70 ათასი იურიდიული პირი იყო დაფიქსირებული, რომელთაგან ნახევარი მოქმედი იყო. თითოეული მათგანი რომ შეამოწმო, გამოდის, რომ ყოველ დღე 100 საწარმო უნდა შეამოწმოს შემოსავლების სამსახურმა და იმ დღესვე უნდა დაამთავროს შემოწმება. ეს კი წარმოუდგენელია, რადგან საწარმოს შესამოწმებლად, მინიმუმ, ერთი თვეც კი სჭირდებათ ხოლმე. თუმცა არის კომპანიები, რომლებსაც იმდენად მოწესრიგებული აქვთ საქმიანობა, რომ შემოწმება არც სჭირდებათ. აუდიტორული კომპანიების წინ წამოწევით სხვა საშიშროებას ვხედავ. მეწარმეს აიძულებენ, რომ ბიზნესი აუდიტორს შეამოწმებინოს, თუმცა კიდევ უფრო საშიში ისაა, რომ მთავრობამ კონკრეტულად რომელიმე აუდიტორთან შემოწმება არ მოითხოვოს და აუდიტორულ ბაზარზე მონოპოლისტები არ წარმოიქმნან.
სახელმწიფომ შესაძლოა განაცხადოს, რომ ერთ აუდიტორს ენდობა, მეორეს კი არა. შესაძლოა თქვას, რომ ამას აუდიტორისა და მეწარმის გარიგების თავიდან ასაცილ?ბლად აკეთებს, მაგრამ იგივე პრობლემა საგადასახადო ინსპექტორთან ხომ გვქონდა? ამ კუთხით არაერთი ფაქტი დაფიქსირდა და ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის.

- კიდევ ერთ ინიციატივას გვთავაზობს შემოსავლების სამსახური, რომლის თანახმადაც ნებისმიერ პირს შეეძლება აღნიშნულ სამსახურთან ითანამშრომლოს კომპანიებში საკონტროლო შესყიდვებისა თუ მათზე დაკვირვების თვალსაზრისით. ამ პირმა თვითდაფინანსებაზე უნდა იმუშაოს, ანუ რამდენ ჯარიმასაც დაწერს, იქედან გარკვეულ პროცენტს მიიღებს ხელფასის სახით. როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას?
 - კოდექსის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს მთელი რიგი ღონისძიებების გამოყენების უფლება ჰქონდა - დაკვირვების, საკონტროლო შესყიდვების და ა.შ. უბრალოდ, ახლა მას შეუძლია გამოიყენოს არა საგადასახადოს თანამშრომელი, არამედ სხვა პირი. საგადასახადო როგორ განახორციელებს ამას, მთავარი ისაა. ჩვეულებრივ პირს ბიზნესისგან ქრთამის აღება უფრო გაუჭირდება, იმიტომ რომ თუ მას ასეთ შემთხვევაზე დაიჭერენ, ვეღარასოდეს იმუშავებს ამ სფეროში. ჟარგონულ ენაზე ამ პირს კვალიფიციური დამსმენის სტატუსი მიენიჭება.
- ბოლო ცვლილებებით, ასევე შეიცვალა საოჯახო სასტუმროების დაბეგვრის წესი, ცვლილებების თანახმად საოჯახო სასტუმროები ერთ კვადრატულ მეტრზე თვეში 10 ლარს გადაიხდიან. თქვენ აზრით, რამდენად მისაღები იქნება ეს მეწარმეებისთვის?
სასტუმროს ბიზნესს ცალკე თუ განვიხილავთ, უნდა ვთქვათ, რომ ყველა სასტუმრო ერთნაირად უნდა დაიბეგროს, რათა კონკურენტული და თანაბარი უფლებებით იმუშაონ. სახელმწიფო თუ მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საოჯახო სასტუმრო სხვა არაფერია თუ არა მცირე ბიზნესის ერთ-ერთი გამოხატულება. მთელს მსოფლიოში სასტუმროების დაბეგვრა განსაკუთრებულად ხდება, გარდა იმ დაბეგვრისა, რომლითაც ჩვეულებრივი იურიდიული პირი იბერება (მოგების გადასახადი). სასტუმროების დაბეგვრა ადგილობრივი გადასახადების ერთ-ერთი სახეა. ეს არ უნდა იყო ჩვეულებრივი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ბიუჯეტში მიდის. თუ სასტუმროს გადასახადს შემოიღებენ და იგი ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იქნება, სწორ ნაბიჯად ჩაითვლება. მაგრამ, როგორც ვიცი, ეს გადასახადი საშემოსავლო თუ მოგების გადასახადის სახეობაა, რაც ცუდია.
საოჯახო სასტუმროების ბიზნესს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ერთი ნომერი სველი წერტილებით 30 კვადრატული მეტრი მაინც უნდა იყოს. ე.ი. მეპატრონემ თვეში სამასი ლარი უნდა გადაიხადოს. რამდენად გაქირავდება ეს ნომერი? 50 ლარად? დატვირთვის კოეფიციენტი რამდენი იქნება? ის ყოველდღე გაქირავებული ხომ ვერ იქნება? დავუშვათ, 6 დღე-ღამე სახელმწიფოსათვის გაქირავდეს, დატვირთვის კოეფიციენტი კი 50% იყოს, გამოდის, რომ საოჯახო სასტუმროს მეპატრონის შემოსავლის ნახევარი სახელმწიფოს მიაქვს. ეს ძალიან დიდი განაკვეთია. საქართველოში ასეთი დიდი მოცულობის გადასახადი არ გვაქვს. თვეში 10 ლარი ძალიან ბევრია, ამას საოჯახო ბიზნესი ვერ აიტანს, მოკვდება. შეიძლება ეს არის მიზანიც, შეიძლება დიდი სასტუმროების ლობირებაც ხდება, რომლებსაც საოჯახო სასტუმროები კონკურენციას უწევენ. რატომ უნდა დაიბეგროს საოჯახო ბიზნესი ფართის მიხედვით, მაშინ როდესაც დიდი სასტუმრო შემოსავლის მიხედვით იბეგრება

ესაუბრა თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48