ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან ნოდარ ხადურთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან ნოდარ ხადურთან
ნანახია: 377

ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან ნოდარ ხადურთან"საქსტატის” კონტროლი და მონიტორინგი ძალიან რთულია. ამიტომ, ინფლაციაზე საუბარი გაძნელდება

- ბატონო ნოდარ, რა კომენტარს გააკეთებდით ივნისის ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია მისი ერთბაშად 4-%ით შემცირება?
- პირველი და ყველაზე მძიმე პრობლემა, რაც ამასთან დაკავშირებით არის, ესაა ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, ამიტომ იძულებული ვართ, ბრმად ვენდოთ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციას. რომ არ ვენდოთ, ამის დამტკიცება უნდა შეგვეძლოს. რაც შეეხება ინფლაციას: ინფლაცია არ შემცირებულა. შარშანდელ ივნისთან შედარებით, საქართველოში ფასები 10%-ით გაიზარდა. ხოლო თუ ჩვენ შარშანწინდელ ივნისს, წლევანდელ სიტუაციას შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველოში ფასები 15%-ით და უფრო მეტადაც კი არის გაზრდილი, დაახლოებით ისე, როგორც მაისში იყო. ის, რომ ინფლაცია დავამარცხეთ, ამის შეგრძნება ნაკლებად მაქვს. ინფლაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით შემცირდა და კიდევ უფრო შემცირდება, მაგრამ რადგან ჩვენ ისედაც მაღალი ინფლაცია გვაქვს, მისი შემცირება მოსალოდნელიცაა, რადგან თუ ასე არ მოხდება, ქვეყანა ინფლაციურ სპირალში მოჰყვება, რაც 90-იანი წლების დასაწყისში ხდებოდა. თუმცა, ამასთან, გასაგებია, რომ სებ-ი გარკვეულ ანტიინფლაციურ ღონისძიებებს ახორციელებს და ესეც შიეძლება მივიჩნიოთ წლიური ინფლაციის 10%-მდე შემცირების ერთ-ერთ მიზეზად.
- ზოგიერთი ექსპერტი უნდობლობას უცხადებს `საქსტატის~ მიერ გამოქვეყნებულ ამ მონაცემს, თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?
- იმისათვის, რომ ვთქვა, ვეთანხმები თუ არა ოფიციალურ სტატისტიკას, უნდა ვთქვა, ასევე, ის, რატომ არ ვეთანხმები, ან პირიქით. სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია საქართველოში ინფლაციის დონის შესახებ არ მაქვს. ერთადერთი უწყება, რომელსაც ეს ინფორმაცია გააჩნია, არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მისი კონტროლი და მონიტორინგი ძალიან რთულია და რაღაც ჩარჩოები შეიძლება არსებობდეს, რომელშიც ის არის მოქცეული, მაგრამ ამავე დროს არ მაქვს რაიმე სხვა კონკრეტული ინფორმაცია და მეორე, ეს არც სტატისტიკის სამსახურის ბრალია და არც მთავრობის. ბოსტნეული და ხილი შემოვიდა, რომელიც მაისში უფრო ძვირი ღირდა, ცხადია, ვიდრე ივნისში.
- თქვენი შეფასებით, რატომ ვერ მოხერხდა ინფლაციის ზრდის ტემპის ამ დრომდე შეჩერება, რადგან გასული წლის ივნისიდან მოყოლებული, იგი პერმანენტულად იზრდებოდა?
- შეიძლება მარტივად ვთქვათ, რომ ბაზარზე აქამდე იაფფასიანი ბოსტნეული არ შემოდიოდა, მოსავალი არ იყო. სამწუხაროდ, ცივი გაზაფხული გვქონდა და, შესაბამისად, ბოსტნეულის ნაკლებობამ გამოიწვია მაისში მაღალი ფასები.
- როგორი იქნება თქვენი პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით, მოახერხებს თუ არა მთავრობა და ეროვნული ბანკი მის მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირებას?
- ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს რომ მიუახლოვდეს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს მოხერხდეს. რა თქმა უნდა, თუ სტატისტიკის დეპარტამენტმა არ იმუშავა არაობიექტურად და რეალობასთან შედარებით არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა. ამ კუთხით, ცხადია, ეროვნულ ბანკს ინფლაციის 6%-მდე შემცირება ძალიან გაუჭირდება, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი იქით მიდის, რომ წლის ბოლოს `საქსტატი~ ერთნიშნა ინფლაციას დააფიქსირებს.

ესაუბრა ნინი ლეკიშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48