გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი
ნანახია: 2011

რას მოასწავებს მისი დანიშვნა? – ბანკთა ბანკის დასუსტება – ლიკვიდაციის პოლიტიკის გაგრძელებას თუ მისი გაძლიერების დასაწყისს

ქართველ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს შორის გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ ეროვნულ ბანკს არ ჰყავდა პრეზიდენტი, არასწორია. ეროვნულ ბანკს ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობს ბატონი კრისტიანსენი, რომელიც ეგრეთწოდებული "საფინანსო კომისიის" ხელმძღვანელია. ამ კომისიის დებულებას და სტატუსს ჩვენ ვერსად მივაკვლიეთ. კულუარული ინფორმაციით კი კრისტიანსენი განაგებს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და საფინანსო პოლიტიკას. ადრინდელი დაძაბულობა მასა და ბენდუქიძეს შორის დიდი ხანია სრული ურთიერთგაგებით და სიამტკბილობით შეიცვალა. ბენდუქიძემ მიაღწია სავალუტო ფონდის საქმიანობის ფაქტობრივ შეწყვეტას საქართველოში, კრისტიანსენის თავის მხარეს გადაყვანას, ეროვნული ბანკის დასუსტებას და ბოლოს საფინანსო კომისიის ხელში ეროვნული ბანკის ფუნქციების უმეტესი ნაწილის გადასვლას.
ამ ყოველივეს, შეძლებისდაგვარად, ეწინააღმდეგებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი. იგი კარგი ფინანსისტი და კარგი მენეჯერია, პიროვნულადაც ღირსეული კაცია, მაგრამ ეროვნული ბანკის დასუსტების მთავრობიდან მომდინარე ტენდენციას წინ ვერ აღუდგა. ასე გრძელდებოდა დღემდე. საქართველოს ეკონომიკის ფაქტობრივი გამგებელი კახა ბენდუქიძე თავისიანების მეშვეობით მთავრობასაც აკონტროლებს და ეროვნულ ბანკსაც. ნიკა გილაურისა და ლაშა ჟვანიას, პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ჩუმ პროტესტს შედეგი ჯერ არ გამოუღია. ლაშა ჟვანიას მიერ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლებული ვახტანგ ლეჟავა და თამარ კოვზირიძე ბენდუქიძემ პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაანიშვნინა. სახელმწიფო კანცელარიის უფროსი მისი მოადგილე დავით კერესელიძე გახდა და ა.შ.
ამ რიგში ერთგვარ მოულოდნელობას წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძის დანიშვნა. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 29 წლის უფროსი ბენდუქიძის კადრი არ არის, ის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრია, მაგრამ კარიერას ოლიგარქს არ უნდა უმადლოდეს. მას ექსპერტები და ჟურნალისტები, მათი უმრავლესობა, ახასიათებს, როგორც კვალიფიციურ, კომპეტენტურ პიროვნებას, განათლებულ და უნარიან მენეჯერს, პრინციპულს, თანმიმდევრულს და არაკორუმპირებულს, ახალგაზრდობა და თანამდებობა მისთვის ინდულგენცია არ არის. მან კრიზისის ამ უმძიმეს პერიოდში, უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც პირველი კაცია ეროვნულ ბანკში, თავისუფალია ბენდუქიძისა და მისი დანიშნულების ზეგავლენისგან, შეუძლია ეროვნული ბანკის ნგრევის შეჩერება და იმ ფუნქციების წარმატებით გამოყენება, რასაც სებ-ს შეზღუდული და შეკვეცილი უფლებები ანიჭებს.
გიორგი ქადაგიძეს აქვს წარმატებული საქმიანობისთვის ცოდნაც, გამოცდილებას და პროფესიონალიზმიც. მას აქვს დღევანდელი მმართველი პოლიტელიტის პირველი ათეულის წამყვანი ფიგურების მხარდაჭერაც, რაც ცოტას არ ნიშნავს.
ახალმა პრეზიდენტმა ყველა წინა ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. იგი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანი და პრინციპული უფროსი იყო, გენერალურ პროკურატურაში ეკონომიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, "სტანდარტ ბანკის" დროებით ადმინისტრაციასაც ედგა სათავეში. თავისი პრინცუპული პოზიცია ჰქონდა "ინტელექტბანკის" ისტორიასთან დაკავშირებით, არასდროს მორიდებია თავისი პრინციპული პოზიციის დაფიქსირებას საჯაროდ ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის თუ სხვა უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით. ამიტომ იძლევა მისი ბიოგრაფია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ოპტიმიზმის საფუძველს.
გთავაზობთ ეკონომიკის ქართველი ექსპერტისა და ჟურნალისტების მოსაზრებებს გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით.

ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:
"მის შესახებ არაფერი გამიგია. თავისთავად ეს უკვე შეფასებაა. არ ვიცი კანონში რა ცვლილებები შეიტანეს, მაგრამ, როგორც ვიცი იქ ეწერა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი საზოგადოებაში საფინანსო და საბანკო სექტორის კუთხით თავისი პროფესიონალიზმით აღიარებული ადამიანი უნდა იყოს. თუ ეს კანონი ისევ ძალაშია, მაშინ მისი საბჭოს წევრად დანიშვნაც კი კანონსაწინააღმდეგოა, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს არც კი გაუგია მისი სახელი და გვარი".

მერაბ კაკულია, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი:
"29 წლის ახალგაზრდის დანიშვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე, თანაც ასეთ რთულ მაკროეკონომიკურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ერთობ სარისკოა, თუმცა პიროვნულ თვისებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ეინარ რეპშე, რომელსაც არ ჰქონდა სათანადო პროფესიული გამოცდილება, 30 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში ლატვიის ეროვნულ ბანკს და 10 წელი წარმატებით ხელმძღვანელობდა მას. ირაკლი მანაგაძეც იგივე ასაკში გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და 7 წლის მანძილზე წარმატებით მოღვაწეობდა ამ პოსტზე. გიორგი ქადაგიძესაც აქვს შანსი იყოს წარმატებული, თუ გამოიყენებს მაღალი სახელისუფლებო ეშელონების მხარდაჭერას და შეძლებს აღადგინოს ეროვნული ბანკის ოდინდელი ინსტიტუციური ძლიერება. ამისთვის, მას, პირველ რიგში, ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნება მოუწევს".

ზურაბ გვასალია, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი:
"მოსაზრებას, რომ გიორგი ქადაგიძე საბანკო წრეებისთვის ან უცნობი იყოს, ანაც მიუღებელი, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმები. იგი იყო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მაშინ როცა ეს სამსახური ეროვნული ბანკის სტრუქტურაში იყო. იგი ხელმძღვანელობდა საფინანსო სააგენტოსაც, როცა ამ უკანსკნელის გამოყოფა მოხდა ეროვნული ბანკისგან. მას მოუხდა ურთულესი პერიოდის გავლა, როცა ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და როცა მისი ყველა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო უმოკლეს დროში მიღებული და როცა ამ ცაიტნოტში მცირედი შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ ჰქონდა. გიორგი ქადაგიძემ, როგორც პროფესიონალმა, ამ გამოწვევას ღირსეულად გაუძლო, ხოლო შემდგომში, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენამ საქართველომდეც მოაღწია და როცა კვლავ დადგა ოპერატიულად ძალზედ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების დრო, ქადაგიძემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა სკეპტიკოსებს, რომ მას მაღალპროფესიულ დონეზე ძალუძს სისტემის მართვა.
ბოლო პერიოდში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატთა შორის, სხვა ღირსეულ პროფესიონალების გვერდით, ყოველთვის მოიაზრებოდა გიორგი ქადაგიძის სახელი, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად დამსახურებულად. ამდენად, არაფერია გასაკვირი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პოსტის დაკავება სწორედ მას შესთავაზეს. მე ვულოცავ გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას, ვუსურვებ მას წარმატებას და ბანკების ასოციაციის მხრიდან ვპირდები სრულ მხარდაჭერას ყველა სასიკეთო წამოწყებაში".

სოსო ცისკარიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:
"სამწუხაროდ, გიორგი ქადაგიძის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის უცნობი ბევრად უფრო ნაცნობია, ვიდრე ეს ადამიანი. ჩვენს მთავრობას საკადრო პოლიტიკა როგორიც აქვს, ჩემთვის ცხადი და მიუღებელია. ვშიშობ, რომ იგივე პოლიტიკის შედეგია კანდიდატურა, რომელიც ჩემთვის უცნობი წრისა და წარსულის გახლავთ".

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი:
"პირველ რიგში, მე მივესალმები, ბოლოს და ბოლოს ეროვნულ ბანკში პრეზიდენტის დანიშვნას. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გავიდა, რაც ამ ძალიან მნიშვნელოვან უწყებას არ ჰყავდა მოვალეობის შემსრულებელი. პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ რეცესიულ პერიოდში ეს სრულიად მიუტევებელი ფუფუნებაა. მეორე, როცა მთელ მსოფლიოში 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე, საფინანსო კრიზისი მძვინვარებს, ყველა ევროპული ქვეყანა ერთხმად რეგულირების გამკაცრების მომხრედ გამოდის. ამ პირობებში, ჩემი აზრით, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი აუცილებლად უნდა ჰყავდეს. და მესამე, როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდი იყო ეროვნული ბანკის სისტემაში, იგი კარგად არის ზედამხედველობაში ჩახედული, ბანკების პრობლემებსა და საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებს შიგნიდან იცნობს. ვფიქრობ, ეს ცოდნა მას ხელს შეუწყობს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში".

ნოდარ ხადური, ეკონომიკის ექსპერტი:
"სამწუხაროდ, მე გიორგი ქადაგიძეს არ ვიცნობ, მის შესახებ არაფერი მსმენია და უხერხული იქნება ჩემგან კომენტარის გაკეთება. ეროვნულ ბანკს რომ პრეზიდენტი ჰყავს, ეს უკვე კარგი ფაქტია და რაზე აისახება ეს შემდგომში განვიხილოთ, როდესაც ის რაიმე განცხადებას გააკეთებს და მისი საქმიანობა კონკრეტული ნაბიჯების მიხედვით შევაფასოთ".

ზურაბ კუკულაძე გაზეთ "ბანკები და ფინანსების" მთავარი რედაქტორი:
"მთავარია, რომ აბსურდული სიტუაცია, როდესაც ეროვნულ ბანკს არ ჰყავდა პრეზიდენტი, აღარ არსებობს. რაც შეეხება გიორგი ქადაგიძეს, იგი კომპეტენტური, პრინციპული პიროვნება და პროფესიონალია. სადაც დღემდე უმოღვაწია, შეცდომა არ დაუშვია, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ასეა. მისი ნაკლი – ახალგაზრდობა, შეიძლება ღირსებადაც იქცეს, თუ იგი ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის დასუსტების პროცესს შეაჩერებს და მოახერხებს ვარირებას გარკვეული ძალების მხრიდან ზეწოლების მიმართ, ზეწოლები კი აუცილებლად იქნება. კრიზისის ზეგავლენის დასაძლევად, საჭიროა ეროვნული ბანკი იყოს ძლიერი და რეალურად დამოუკიდებელი, რომლის მხრიდან აუცილებელია მოქნილი და სწორი ფულად - საკრედიტო პოლიტიკა, მთავრობასთან ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა, მიმდინარე პროცესების გამოწვევებზე ოპერატიული და გონივრული რეაგირება, საზოგადოებასთან, მედიასთან სხვა ტიპის ურთიერთობა და თანამშრომლობა, რასაც მე იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკის ნამდვილი პრეზიდენტი და არა მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ქადაგიძე შეძლებს".

მერაბ ჯანიაშვილი

"ბ&ფ" ულოცავს ბ-ნ გიორგის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას. ვიმედოვნებთ, რომ მას მას-მედიასთან გახსნილი და მჭიდრო ურთიერთობა ექნება.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48