ნეოლიბერტარიანული ჩიხი თუ კაცობრიობის ხსნის გზა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ნეოლიბერტარიანული ჩიხი თუ კაცობრიობის ხსნის გზა
ნანახია: 1096

მარქსის, ენგელსის და ლენინის ექსპერიმენტიც იცის საქართველომ და აბაშის ექსპერიმენტიც. ახლა ნეოლიბერტარიანული ექსპერიმენტის პოლიგონად ქცეულა ეს ქვეყანა, მარქსის ნაცვლად ეკონომისტთა ჯგუფი დღეს ავსტრიელი მიზესის სახელს ფიცულობს და გლობალურ მსოფლიო კეთილდღეობაზე ოცნებობს, სადაც ყველა იქნება მაძღარი და ბედნიერი, სადაც არ იქნება მტავრობები, საზღვრები და ეროვნული ინტერესები. თბილისში ძირითადად ჩინელი სარძლოები იქნებიან (საზღვრები გახსნილია). და თუ მაინცა და მაინც ქართველი ცოლი გინდა თბილისში თუ საქართველოში ვერ გიპოვნია, წადი ევროპაში და იქ იპოვნე. ნეოლიბერტარიანელები არ უსმენენ ვოლფგანგ შრეკს, რომელმაც მსოფლიო საფინანსო კრიზისის გამო თქვა: "ნეოლიბერალიზმი, ისე როგორც კომუნიზმი, როგორც მომავლის წეარმოსახვითი სისტემა მოკვდა." ეკონომისტი ნობელიანტები მსოფლიო კრიზისის მთავარ მიზეზად მთავრობების მხრიდან ეკონომიკის სუსტ რეგულირებას მიიჩნევენ. თავად ნეოლიბერალები ობამას შეცდომად უცვლიან 788 მილიარდი დოლარის გამოყოფას ამერიკული ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. ქართველი ნეოლიბერალები კი, ჩვენი მეგობრების მიერ საქართველოსთვის 4,5 მილიარდის გამოყოფას მიიჩნევენ არასწორად - თუ გადასარჩენია, საქართველო თავად უნდა გადარჩესო. ამ ყველაფერზე იყო საუბარი ამ რამდენიმე დღის წინ შინდისში.


12-15 თებერვალს შინდისში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველომ" და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა ჩაატარეს სემინარი თემაზე: მიზესის უნივერსიტეტი - ლუდვიგ ფონ მიზესი დანატოვარი. სემინარი ძირითადად ისეთ თემებს შეეხო, როგორიცაა ავსტრიელი ეკონომისტის ლუდვიგ ფონ მიზეზის ცხოვრება, თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებები, ბიუროკრატია და ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტი, გლობალიზაცია, მთავრობის ეკონომიკური ჩავარდნები, საგარეო დახმარება და მისი შედეგები, თანამედროვე ფინანსური კრიზისი და მისი დაძლევის გზები, თავისუფლების მომავალი - ადამიანი მთავრობის ჩარევის წინააღმდეგ და სხვა.
სემინარზე ლექციები წაიკითხეს "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა გია ჯანდიერმა, საგამომცემლო სახლ "სოციუმის" დირექტორმა ალექსანდრე კურიაევმა (მოსკოვი, რუსეთი) და მიზესის ცენტრის დირექტორმა იაროსლავ რომანჩუკმა (მინსკი, ბელორუსი).
"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო" საქართველოში ლიბერტარიანული ეკონომიკური თეორიის პოპულარიზაციას ეწევა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის კურატორად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი კახა ბენდუქიძე ითვლება.
ლიბერტარიანული თეორია საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია. მინდა მკითხველის დღესდღეობით მსოფლიოში და საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ, ლიბერალური ეკონომიკის მიმდევართა მოსაზრებები გავაცნო და შევეცდები კლასიკური ლიბერტარიანული თეორიის პარადიგმებით ქართული ეკონომიკის რეალობა ავსახო.

ლუდვიგ ფონ მიზესი და მისი ლიბერტარიანული თეორია

ავსტრიული ეკონომიკური სკოლის წარმომადგენელი და ლიბერტარიანული თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი, ავსტრიელი ეკონომისტი ლუდვიგ ფონ მიზესია. მიზესი პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრიიდან ჯერ შვეიცარიაში, ხოლო შემდგეგ პორტუგალიის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლო დღეებამდე თავისი ლიბერტარიანული ეკონომიკური თეორიის დახვეწას და მისი ფართო ფენებისათვის გაცნობას ემსახურებოდა.
მიზესის ლიბერტარიანული თეორია ეკონომიკაში სახელმწიფოს მაქსიამლურად ჩაურევლობას გულისხმობს. აზრი - "ბაზარი ყველაფერს თვითონ არეგულირებს" - მიზესის მთავარ კონცეფციას წარმოადგენდა. მისი აზრით, სახელმწიფოს კერძო საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევა უარყოფით შედეგებს იძლევა. ქვეყნის კეთილდღეობისათვის აუცილებელია ეკონომიკური ბერკეტების (გადასახადები, აქციზები, მარეგულირებლები და ა.შ.) მაქსიმალურად ლიბერალიზაცია, ყოველგვარი მარეგულირებლების გაუქმება და სახელმწიფო ორგანოების სრული შემცირება. ასევე, მიზესის თეორიის თანახმად, მსოფლიო ბრეტონ-ვუდსის კონფერენციამდე არსებულ სავალუტო პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ანუ, ქვეყნების ეროვნული ვალუტები უზრუნველყოფილი იყოს ოქროში, რაც ინფლაციის არსებობას გამორიცხავდა.

ლიბერალური ქვეყნები

დღესღეობით მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ქვეყნები, რომლებიც ლიბერალური ეკონომიკით დაიკვეხნიან. ჯერ-ჯერობით ბუნებაში სრული ეკონომიკური ლიბერალიზაცია არცერთ სახელმწიფოში არ დაფიქსირებულა. ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებად ჰონგ-კონგი, სინგაპური, ავსტრალია და აშშ ითვლებიან. იმისდა მიუხედავად, რომ ამერიკა ერთ-ერთ ეკონომიკურად ყველაზე ლიბერალურ ქვეყნად ითვლება, მსოფლიო კრიზისი სწორედ ამ ქვეყანაში დაიწყო და შემდეგ მთელ სამყაროსაც მოედო.
ქვეყნის ეკონომიკური ლიბერალობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია - ბაზრის თავისუფლების ინდექსი, საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 35 ადგილზეა; ბიზნესისი დაწყების სიმარტივე (საქართველო 15); კერძო საკუთრების უფლების დაცვა (ჩვენთან ეს ფაქტორი რა მდგომარეობაშია, ალბათ, ყველა კარგად ხედავს, მსოფლიო რეიტინგებით კი ყველაზე ცუდ შედეგები გვაქვს) და კორუფციის დონე (სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგად, საქართველო კორფუციის დონით "შავ სიაში" ანგოლას, კამბოჯას, სომალის და იემენის გვერდით მოხვდა).
ლიბერალების აზრით, თუ ქვეყანა ამ ოთხი კომპონენტის მიხედვით, მსოფლიო ქვეყნებს შორის პირველ 30-ეულში შედის, იგი ეკონომიკურად განვითარებული იქნება, ხოლო ამ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე მაღალი.
2003 წლიდან საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა, ერთი შეხედვით, ლიბერალური ეკონომიკისაკენ აიღო გეზი.

2004 წლიდან საქართველოში "ბენდუნომიკა" მძვინვარებს

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ სწრაფი რეფორმებით სცადა იმ დროს კოლაფსში მყოფი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება. ჩვენი ეკონომიკის იდეოლოგი, "მამა" და თითქმის ყველა ეკონომიკური რეფორმის ინიციატორი, 2004 წელს საქართველოში მოვლენილი მძიმეწონოსანი კახა ბენდუქიძე იყო. მთავარი ეკონომიკური რეფორმები სწორედ მის სახელს უკავშირდება. ბენდუქიძემ თავისი საქმიანობის დასაწყისშივე განაცხადა, რომ საქართველოში გაიყიდებოდა ყველა და ყველაფერი - ნამუსის გარდა. უარი თქვა ეგრეთწოდებულ "სტრატეგიულ ობიექტების" კონცეფციაზე, მისი აზრით, ასეთი ობიექტები ქვეყანაში არ არსებობს. მან გადაწყვიტა ლიბერტარიანული ეკონომიკური თეორიის განხორციელება, რომლის მამამთავრად სწორედ ლუდვიგ ფონ მიზესი ითვლება.
კახა ბენდუქიძის პირველი თანამდებობა საქართველოში ეკონომიკის მინისტრობა იყო. შემდეგ იგი ახლადშექმნილი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრყ გახდა. ეს სამინისტრო იერარქიულად ყველა სხვა სამინისტროზე ზემოთ იდგა და მხოლოდ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს ექვემდებარებოდა. 2008 წლის დასაწყისიდან 2009 წლის იანვრამდე კი სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მთელი ამ ხნის მანძილზე არაოფიციალურად, თუ ეკონომიკის ექსპერტებს და ოპოზიციას დავეყრდნობით, ბენდუქიძე ფაქტიურად საქართველოს ეკონომიკის "მამად" ითვლებოდა.
ასეა თუ ისე, 2004 წლიდან საქართველოში ლუდვიგ ფონ მიზესის ლიბერტარიანული თეორიის კონცეფციის განხორციელება დაიწყო, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა იყო.

სწრაფი რეფორმებისთვის არადემოკრატიული პარლამენტია საჭირო

საქართველოში ერთ-ერთი "ღირსშესანიშნავი" მოვლენა, იმ მრავალთაგან, რომელიც ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მოხდა, ერთი ძალის მიერ ხელისუფლების უზურპაცია გახლდათ, რამაც ერთპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა. 2003 წლიდან დღემდე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური უმრავლესობით ერთი ძალა სარგებლობს. ჩვენი ქვეყნის ლიბერტარიანული ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის აზრით, საქართველოს სწორედ ასეთი პარლამენტი ესაჭიროება, რადგან ქვეყანა სწრაფი და ქმედითუნარიანი რეფორმების აუცილებლობის წინაშე იდგა და დგას, ხოლო დემოკრატიული და დაბალანსებული მმართველობის არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებების თუ საკანონმდებლო ინიციატივების მიღება დროში გაჭიანურდებოდა.
იმისათვის, რომ მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსაყვანად სწრაფი ნაბიჯები გადაედგა, პარლამენტს ქვევრის ფუნქცია უნდა შეესრულებინა - რასაც ჩასძახებ, იმავეს ამოგძახებს პრინციპით. სწორედ ასეთი აღმასრულებელი ორგანო ჰყავს ჩვენს ქვეყანას უკვე მე-6 წელია, ხოლო რა შედეგები გამოიწვია ხელისუფლების ერთი ძალის ხელში კონსოლიდირებამ, დღევანდელი გადასახედიდან ამას, ალბათ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი კარგად ხედვას. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ არა ვართ ეკონომიკურად განვითარებული და არც ტერიტორიებგამთლიანებული ქვეყანა, რაც ჩვენი მთავრობის ლოზუნგებსა თუ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა.

ბაზარი ყველაფერს თვითონ არეგულირებს

ბაზარი ყველაფერს თვითონ არეგულირებს - ამ პრინციპით საქართველოში 2004 წლიდან აქტიურად დაიწყო სახელმწიფო ორგანოების შემცირება. 18 სამინისტრო 13 დავიდა, რომელთა რაოდენობაც 2008 წელს 15-მდე გაიზარდა. 52 სახელმწიფო დაწესებულებიდან 34 დარჩა. ეს რეფორმა უმეტესწილად დამოუკიდებელი დეპარტამენტების სამინისტროებში შეყვანით განხორციელდა. ამ ცვლილებების შედეგად სამინისტროების თანამშრომლები 35%-ით, ხოლო მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 50%-ით შემცირდა.
დეპარტამენტების თუ სხვა სახის მარეგულირებლების სამინისტროების შემადგენლობაში შეყვანამ მათი არაობიექტურობის და ხელისუფლებისადმი მიკერძოების ხარისხი მნიშვნელოვანწილად გაზარდა. რისი ნათელი მაგალითიც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში არსებული სტატისტიკის დეპარტამენტია, რომლის არაობიექტურობაზე უკვე მთავრობის წევრებიც კი არ დაობენ.
ლიბერტარიანული ეკონომიკის მიმდევართა აზრით, ბუნებაში წარმოუდგენელია, რომ მონოპოლია არსებობდეს და თუ იარსებებს, ისიც სახელმწიფოს მიერ იქნება შექმნილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ბაზარზე ყველაფერს მისი მონაწილეები უნდა არეგულირებდნენ, ხოლო თუ მოხდა ისე, რომ ბაზრის 100% წილის მფლობელი ერთი სუბიექტი შექმნა და მისი პირობები მომხმარებელს არ აკმაყოფილებს, მას შეუძლია ამ სახის მომსახურებაზე უბრალოდ უარი თქვას.

არა - ეროვნულ ბანკს

ცენტრალური ბანკი საჭირო არა არის! სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა ლიბერტარიანული თეორია. ლიბერალების აზრით, ქვეყნის ბაზრის არცერთ სფეროს, მათ შორის ისეთს როგორიცაა საბანკო სექტორი, მარეგულირებელი არ სჭირდება. ამ მიმართულებით, რამდენიმე ნაბიჯი საქართველოშიც გადაიდგა.
საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩამოერთვა ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქცია და ის ახლადშექმნილ მარეგულირებელს - ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გადაეცა. ბენდუქიძის ოპონენტები მას ყველაზე ხშირად ამ რეფორმის გამო აკრიტიკებენ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით: "ქვეყანაში, სადაც არ არის ცენტრალური ბანკი, იქ არცერთი კომერციული ბანკი არ არის სანდო, ხოლო დღევანდელი საქართველოს ეროვნული ბანკის არსებობა, მხოლოდ ფიქციაა და მეტი არაფერი".

მსოფლიო კრიზისი და ლიბერალიზმი

მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზად დღესდღეობით წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების ლიდერები, ასევე ეკონომისტების სრული უმრავლესობა სუსტ რეგულირებას მიიჩნევს. ამავე აზრს ეთანხმება 2008 წლის ნობელი პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში პოლ კრუგმანიც. მისი აზრით, ფინანსური კრიზისი სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის მოჭარბებულად თავის ნებაზე მიშვებამ გამოიწვია. ეკონომისტები და ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ "ბაზარი ყველაფერს არეგულირებს". ეს ცნება მოკვდა და სწორედ ასეთმა მიდგომამ გამოიწვია არსებული ეკონომიკური კრიზისი. სწორედ დღევანდელმა მსოფლიო კრიზისმა მიიყვანა გერმანელი მკვლევარი ფრედერიკ შრეკი დასკვნამდე, რომ "ლიბერალიზმი, თავისი საბაზრო ეკონომიკით და კომუნიზმი, განვითარების ეს ორი წარმოსახვით სისტემა, უკვე მკვდარია".
საზოგადოების უმრავლესობაში ასეთი აზრის არსებობის მიუხედავად, ლიბერალები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო კრიზისი არა ბაზრის თავის ნებაზე მიშვებამ, არამედ სახელმწიფოების რეგულირებამ გამოიწვია. მათი აზრით, აშშ-ს ხელისუფლება მსოფლიო ეკონომიკისთვის დამღუპველ ნაბიჯებს დგამს, როცა ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისათვის 850 მილიარდიანი გეგმა შეიმუშავა. ამერიკის ხელისუფლება არ უნდა დაეხმაროს კომერციულ ბანკებს, თუნდაც ისინი გაკოტრდნენ და ამით მოსახლეობა დაზარალდეს. ლიბერალისტები ხელისუფლების მხრიდან კრიზისის პირობებშიც კი ყველანაირ დახმარებას ეწინააღმდეგებიან.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისი დღესდღეობით ეკონომიკურად ყველაზე ლიბერალურ ქვეყანას ჰონგ-კონგსაც კი შეეხო. მისი ეკონომიკა რეცესიაშია, ხოლო მთავრობა რეცესიისგან თავის დასაღწევად ლიბერტარიანული პრინციპების საწინაღმდეგო ნაბიჯებს დგამს.

სტრატეგიული ობიექტი არ არსებობს ანუ იყიდება ყველაფერი ნამუსის გარდა

ლიბერალები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიული ობიექტი ბუნებაში არ არსებობს. მთავრობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის კერძო ბიზნესზე მიყიდვა შეუძლია. რადგან კერძო საკუთრებაში არსებული ყველა სახის ბიზნესი ქვეყნისათვის და მოსახლეობისთვის გაცილებით ეფექტურია.
2004 წლიდან საქართველოში უკიდეგანო პრივატიზაცია დაიწყო. იყიდებოდა ყველა და ყველაფერი, რისი მთავარი ინიციატორიც, თავისი ლიბერტარიანული თეორიით, სწორედ ბენდუქიძე იყო. ყველაზე მთავარი პრივატიზაციის პროცესში მისი გაუმჭვირვალობა იყო. აუქციონები უმეტესწილად არაობიექტურად ტარდებოდა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების მიყიდვა ისეთ კომპანიებზე ხორციელდებოდა, რომელთაც პოლიტიკური ან შავი ფული უმაგრებდა ზურგს. რის შედეგადაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტები ჩვენთვის არცთუ კეთილმოსურნე ძალების ხელში აღმოჩნდა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩვენი მთავრობა ძალიან ხშირად სახელმწიფო ქონებას სხვა ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებზე ჰყიდდა, რაც თეორიას, რომ ობიექტის სახელმწიფოსგან კონტროლს კერძო კომპანიებზე მიყიდვა გაცილებით სჯობია, არ შეესაბამება. თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ აღმოჩნდა კარგი მენეჯერი, რა გარანტიაა, რომ იგივე რუსეთის, ან ყაზახეთის ხელისუფლება იქნება ხალხის დასაქმებაზე და ბიზნესის გაფართოებაზე ორიენტირებული.

საქართველოს შრომის კოდექსი – ლიბერალიზმის დიდი მიღწევა

"ახლა ეკონომიკური სკოლა – საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ არსებული შრომის კოდექსის მიღება, მთავრობის მიერ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი აზრით, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა გაემიჯნოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის რეგულირებას.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი კი ასე აფასებს მოქმედ შრომის კოდექსს: "არსებული შრომის კოდექსი კარგი საშუალებაა კრიმინალური და შავი ფულის გასათეთრებლად, იგი საერთოდ არ იცავს დასაქმებულთა ინტერესებს".

და საერთოდ, რა საჭიროა მთავრობა

ზოგიერთ ლიბერალისტს ძალიან საინტერესო და საზოგადოებისთვის, ალბათ, წარმოუდგენელი აზრი გააჩნია. მათი შეხედულებით ქვეყანაში მთავრობის არსებობა საერთოდ არ არის საჭირო. თუმცა ამ მოსაზრების ირგვლივ ისინი საბოლოოდ ჩამოყალიბებულნი არ არიან. ეს კონგენიალური მოსაზრება დახვეწის პროცესშია.

ასე რომ, რამდენად მისაღები და ეფექტური იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის ლიბერტარიანული პრინციპების დანერგვა, ეს მკითხველმა გადაწყვიტოს. ფაქტი კი ერთია, საქართველოში ვერ ან არ განხორციელდა ასეთი ეკონომიკური პრინციპების დანერგვა და თუ რაღაც დოზით ის მისმა "მამებმა" მაინც შემოგვაპარეს, ამას რა შედეგებიც მოჰყვა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს.

მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48