საქართველოს ეკონომიკა ომმა გადაარჩინა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველოს ეკონომიკა ომმა გადაარჩინა
ნანახია: 2055

დღეს ბევრი საუბრობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ. ბუნებრივია, ომგამოვლილი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ ისმის კითხვა - საქართველოს ეკონომიკის ხერხემლის, საბანკო და სამშენებლო სექტორებში პრობლემები ომმა გააჩინა თუ ისინი მანამდეც არსებობდნენ და ომმა ისინი მხოლოდ ზედაპირზე ამოატივტივა? თუ გავიხსენებთ ამა წლის ივნის-ივლისის თვეებში საბანკო, სამშენებლო თუ ეკონომიკის სხვა სექტორებში შექნილ პრობლემებს, ნათლად დავინახავთ, რომ საქართველოს ეკონომიკას ომამდე უკვე ჰქონდა სერიოზული პრობლემები და აგვისტოს მოვლენებმა ისინი უფრო გაამწვავა.
ივნისში ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა თითქმის ყველა ბანკმა კრედიტებზე პროცენტები გაზარდა. სესხების გაძვირება პირველ რიგში იპოთეკურ და სამომხმარებლო კრედიტებს შეეხო, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა, როგორც სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს, ასევე მთლიან ადგილობრივ წარმოებას. მაშინ ბანკების წარმომადგენლებმა ეს მოვლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისს და ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას მიაწერეს.
აგვისტოს 5 დღიანი ომის შემდეგ მოსახლეობამ მასიურად დაიწყო ბანკებიდან ანაბრების გატანა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვიტო-სექტემბერში ბანკებიდან 300 მილიონ ლარზე მეტი თანხა იქნა გატანილი, საქართველოში არსებული ბანკების მთლიანი აქტივები კი 700 მლნ ლარით შემცირდა, რამაც, რა თქმა უნდა, კომერციულ ბანკებს კიდევ უფრო გაუმძაფრა არსებული პრობლემები და ზოგიერთი მათგანი კრახის წინაშეც კი აღმოჩნდა. სექტემბრის ბოლოს სებ-მა იგრძნო რა არსებული სიტუაციის სიმძიმე, კომერციულ ბანკებს მინიმალური სავალდებულო რეზერვები 13-დან 5%-მდე შეუმცირა, ასევე ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ ლიკვიდობის კოეფიციენტი 30-დან 20-მდე, 10%-ით შეამცირა. ამ ღონისძიებებმა ბანკებს მართლაც, რომ სულზე მოუსწრო და გარკვეულწილად ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მაგრამ ეროვნული ბანკის ეს შეღავათები საბანკო სექტორს კრახისგან ვერ იხსნიდა, რომ არა საერთაშორისო დახმარებები, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გამოუგზავნა.
"ჩვენს საბანკო სექტორში და ქვეყნის ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში ივლისში, ასე ვთქვათ, კრიზისი უკვე დამდგარი იყო. ომმა გარკვეული დახმარებები მოიტანა. ეს ფინანსური რესურსები ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის იქნება გამოყენებული, მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, თუმცა რომ არ ყოფილიყო საერთაშორისო დახმარებები, ჩვენი საბანკო და სამშენებლო სექტორი ბევრად უფრო ღრმა კრიზისში იქნებოდა, ვიდრე დღეს ეს არის", _ აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
ომის შემდეგ ამერიკამ, ევროკავშირმა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, საქართველოს ფულადი დახმარებები გამოუგზავნა. ჩვენმა სახელმწიფომ ფინანსური რესურსების ნაწილი უკვე მიიღო, ხოლო ნაწილი ტრანშებისა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. საქართველოსთვის გამოგზავნილმა საერთაშორისო დახმარებებმა თითქმის 4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ქვეყანაში ასეთი მოცულობის თანხების შემოსვლამ ეკონომიკაში არსებული პრობლემები გარკვეულწილად აღმოფხვრა და თუ ამ თანხებს მთლიანად რაციონალურად გამოვიყენებთ, ექსპერტთა შეფასებით, ჩვენი ეკონომიკა ფეხზე დადგება.
"სამწუხაროდ, მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოს ეკონომიკა ომმა გადაარჩინა. ჩვენ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რა კარგი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ომამდე საქართველოს საბანკო სექტორში აშკარად უმძიმესი სიტუაცია იქმნებოდა და ქართული ეკონომიკის პრობლემები უკვე ზედაპირზე იყო. სულ რამდენიმე თვეღა იყო საჭირო, რომ რეცესია განვითარებულიყო. ბუნებრივია, ომმა მთელი ეს პრობლემები გადაამისამართა, ხოლო იმ დახმარებამ, რაც საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებისგან მიიღო, გარკვეულწილად შეავსო ის ნაკლი, რაც ჩვენს ეკონომიკაში არსებობდა. ეს კარგი არაა, მაგრამ ჩვენი პრობლემები გარკვეულწილად ნიველირებული იქნა. თუმცა ისინი არ გამქრალა და მოგვარებას საჭიროებს", _ განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელძემ.
დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ მუშაობას საჭიროებს, რათა ის თანხები, რომლებიც დახმარებების სახით საქართველოში შემოვა, ადეკვატურად იქნეს გამოყენებული. ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს, ომის შედეგად მიყენებული ზარალის მიუხედავად, საერთაშორისო დახმარებების საშუალებით თავისუფლად შეუძლია ეკონომიკურად გაძლიერება, - "ომის შემდგომ ნამდვილად შეიქმნა იმის საფუძველი, რომ ჩვენ ამ სიტუაციიდან ეკონომიკურად უფრო ძლიერები გამოვიდეთ. დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის. საქართველოს ექნება საკმარისი ფინანსური რესურსები და თუ იმას ჩვენი ეკონომიკისათვის ადეკვატურად გამოვიყენებთ, ამ მდგომარეობიდან მოგებულები გამოვალთ. მაგრამ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება ამას არც გააკეთებს და ვერც გააკეთებს", _ აღნიშნა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას - საქართველოს ეკონომიკა ომმა გადაარჩინა და დახმარებების რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ არა მხოლოდ ომამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდებით, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უფრო წინ წავა. ვნახოთ, რამდენად ადეკვატურად გამოიყენებს ამ თანხებს ხელისუფლება და როგორ დააღწევს ჩვენი საფინანსო სექტორი არსებულ პრობლემებს თავს.

მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48