რატომ და სად გავიდა საქართველოდან 4 მილიარდი დოლარი? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რატომ და სად გავიდა საქართველოდან 4 მილიარდი დოლარი?
ნანახია: 523

საქართველოდან 2000-2008 წლებში 4 მლრდ აშშ დოლარი უკანონოდ გავიდა - ამ მონაცემებს ამერიკული ორგანიზაცია ~გლობალური ფინანსური ერთიანობა” აქვეყნებს. ყველაზე დიდი თანხა ჩინეთიდან გავიდა - 2,18 ტრილიონი დოლარი, შემდეგ არიან რუსეთი - 427 მლრდ აშშ დოლარი, მექსიკა - 416 მილიარდი, საუდის არაბეთი - 302 მილიარდი და მალაიაზია - 291 მლრდ აშშ დოლარი.
რამდენად რეალურია "გლობალური ფინანსური ერთიანობის” მიერ მომზადებული ანგარიში და როგორ ხდება ქვეყნიდან უკანონოდ ფულის გადინება?
ქვეყნიდან ფულის უკანონოდ გადინების ბევრი ფორმა არსებობს, ფიქტიური ფირმები, უსაქონლო ოპერაციები, მრავალმხრივი გადარიცვხები, რომლის დათვლაც პრინციპში შეუძლებელია, ამიტომაც "გლობალური ფინანსური ერთიანობის” მიერ გაკეთებული შეფასებები ზოგადია და რა თქმა უნდა ცდომილებისგანაც არ არის დაზღვეული. არ არის გამორიცხული საქართვეოდან უკანონოდ გატანილი თანხების მოცულობა ბევრად აღემატობოდეს დასახელებულ ციფრს, რაც საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ციფრია. 2000-2010 წლებში საქართველოში 8 მლრდ დოლარის მოცულობის კაპიტალია შემოსული, გამოდის რომ ამ თანხის ნახევარი ისევ ქვეყნის გარეთ მოხვდა.
2003-2009 წლებში საქართველოდან ბევრი ბიზნესმენი ნებაყოფლობით თუ იძულებით წავიდა, რომლებმაც ბუნებრივია სხვადასხვა გზით მოახერხეს საკუთარი აქტივების ქვეყნის გარეთ გატანა, ასევე კაპიტალის გატანაზე და უცხოეთში სხვადასხვა აქტივების შეძენაზე ხელი მიუწვდებათ მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა გზით მოპოვებული თანხები უსაფრთხოდ განათავსონ. თანხების გატანა ხდება ოფშორულ ზონებშიც, სადაც მისი წარმომავლობის დადგენა შეუძლებელია, არ არის გამორიცხული საქართველოდან უკანონოდ გასული თანხების გარკვეული ნაწილი ოფშორული ზონებიდან ისევ ინვესტიციების სახით ბრუნდებოდეს. ქვეყნიდან გატანილი კაპიტალი ბუნევრივია დაკარგული შესაძლებლობაა, რომელსაც შეუძლია ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური განვითარებას მომხმარდეს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2009-2010 წლებში საქართველოდან 28 ქვეყანაში 200 მლნ. აშშ დოლარამდე ინვესტიცია გავიდა. ეს ის თანხაა, რომელიც ქართველმა ან საქართველოში ადრე შემოსულმა ინვესტორებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით გაიტანეს ქვეყნის გარეთ. ამ პერიოდში ყველაზე მეტი კაპიტალი ყაზახეთში - 50 მლნ. აშშ დოლარი, იაპონიაში - 30 მლნ. აშშ დოლარი (2009 წელს), გიბრალტარში - 23 მლნ. აშშ დოლარი (2010 წელს), სომხეთში - 20 მლნ. აშშ დოლარი და შვეიცარიაში - 12 მლნ. აშშ დოლარი (2009 წელს) გავიდა. მკითხველს შევახსენებთ რომ 2009-2010 წელს საქართველოში 1,2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციაა შემოსული.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48