ვისია "მალტიპლექს სოლუშენს"-ი და როგორ მოხვდა მის ხელში "თბილისის წყალი" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ვისია "მალტიპლექს სოლუშენს"-ი და როგორ მოხვდა მის ხელში "თბილისის წყალი"
ნანახია: 544

საქართველოში არაერთი პრივილეგირებული ბიზნესია, რომელთაც უშუალოდ ხელისუფლების პირველი პირები მფარველობენ. მათ შორისაა შპს "თბილისის წყალიც", რომელსაც დედაქალაქის წყლით მომარაგება ევალება. იმისათვის, რომ ბიზნესმა მფლობელებს მეტი მოგება მოუტანოს, 2011 წლის თებერვალში, წყლის გადასახადი ელექტროენერგიის კომუნალურ გადასახადს მიაბეს და ის აბონენტი, რომელიც წყლის საფასურს არ გადაიხდის, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.

რეალურად, ვის ეკუთვნის დედაქალაქის წყლით მომარაგების ბიზნესი და რამდენად კანონიერად მოხდა შპს "თბილისი წყალის" გასხვისება, - ამ საკითხს, დიდი ყურადღება დაუთმო არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივამ”, რომლის მიერ მომზადებულ კვლევაში, საზოგადოებისთვის საინტერესო, მრავალი საკითხია განხილული.

2007 წელს, თბილისის მთავრობამ შპს "თბილისი წყალის" გასხვისება გადაწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ცვლილება "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც ნებადართული გახდა სახელმწიფო წყალსადენის და საკანალიზაციო მეურნეობის სისტემის პრივატიზება.
იმავე წლის ოქტომბერში ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივმა კომისიამ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად და შპს "თბილისის წყლის" მფლობელად შვეიცარული კომპანია "მალტიფლექს სოლუშენსი" გამოაცხადა.

გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადში აღნიშნული იყო, რომ შვეიცარიული კომპანია შესაძენ ობიექტებში 85 662 000 აშშ დოლარს გადაიხდის, განახორციელებს 350 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას და 2008-2009 წლებში უცვლელად შეინარჩუნებს წყლის ტარიფს. გარდა ამისა, "მალტიპლექს სოლუშენსი" ვალდებულებას იღებს, რომ ის უზრუნველყოფს დედაქალაქის მოსახლეობისთვის 24 საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას, წყლის დაბალ ტარიფსა და მაღალ ხარისხს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის ტანახმად, კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების წინადადებები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
ვისია "მალტიპლექს სოლუშენს"-ი და როგორ მოხვდა მის ხელში "თბილისის წყალი"
საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ განაცხადში აღნიშნული იყო, რომ "ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დედაქალაქის მერიაში არსებული ექსპერტთა ჯგუფი მყიდველი კომპანიის შესარჩევად შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა: წყლის დაბალი ტარიფის შენარჩუნება, გასაყიდი მაღალი ფასი და დიდი საინვესტიციო თანხა. წარმოდგენილი კომპანიებიდან იყვნენ ისეთებიც, რომელთაც "თბილისის წყლის" შესასყიდად ძალიან მაღალი თანხა ჰქონდათ დასახელებული, თუმცა, მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების თანახმად, წყლის ტარიფი სამომავლოდ საგრძნობლად იზრდებოდა, რის გამოც მათი წინადადებები დაწუნებული იქნა. შესაბამისად, გამარჯვებულად დასახელდა კომპანია, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მას წარმოდგენილი ჰქონდა წყლის დაბალი ტარიფი, მაღალი შესასყიდი ფასი და საინვესტიციო თანხა".

როგორც ზემოთ მოყვანილი განაცხადებიდანაც ჩანს, წარდგენილი წინადადებების განხილვისას, კომპანიის გამოცდილება არ ყოფილა შერჩევის კრიტერიუმი. ასევე, აღსანიშნავია, რომ `მალტიპლექს სოლუშენსის" გამარჯვებულად დასახელებისას მითითებული იყო კომპანიის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციების რაოდენობა; ხოლო სხვა მონაწილეების წინადადებების გამოქვეყნებისას, მითითებული იყო მხოლოდ ფასი და ტარიფების ოდენობა. ამდენად, მიუხედავად პროცესის მიმდინარეობის შესახებ საჯარო განცხადებების სიმრავლისა, საზოგადოებისთვის მაინც უცნობი დარჩა, რამდენად სამართლიანად იქნა შერჩეული გამარჯვებული კომპანია.
გადაწყვეტილების სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საბაბს იძლეოდა ისიც, რომ გამარჯვებული კომპანიის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს მხოლოდ იმის თქმა შეეძლოთ, რომ `მალტიპლექს სოლუშენსი~ შვეიცარული კომპანიაა; რესპონდენტები ღიად აცხადებდნენ, რომ არ ფლობდნენ სხვა სახის ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის შესახებ, ხოლო `მალტიპლექს სოლუშენსის~ საქართველოს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ `მალტიპლექს სოლუშენსი~ საინვესტიციო კომპანიაა, თუმცა მას წყალში ინვესტიცია აქამდე არ განუხორციელებია და მისი ძირითადი ინტერესი ენერგეტიკაა. საქართველოში წარმომადგენლობას აქამდე არანაირი კონკრეტული საქმიანობა არ ჰქონია, გარდა ბაზრის შესწავლისა~.

"მალტიპლექს სოლუშენსის" შესახებ

2007 წელს კომპანიის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო ჟენევის სავაჭრო რეესტრი იყო, რომლის თანახმად, კომპანია Multiplex SoLutions AG დარეგისტრირდა 2005 წლის 23 აგვისტოს; კომპანიის საწესდებო კაპიტალი რეგისტრაციისას 100 000 შვეიცარულ ფრანკს, დაახლოებით 90 000 აშშ დოლარს შეადგენდა (100 000 შვეიცარული ფრანკი მინიმალური კაპიტალია შვეიცარიაში სააქციო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად). რეესტრის ჩანაწერის თანახმად, მოგვიანებით, 2007 წლის დეკემბერში, საწესდებო კაპიტალი 200 000 შვეიცარულ ფრანკამდე გაიზარდა. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელია ვინმე ბიტ სპოერი (Beat Spoerr), რომლის სახელი და გვარი 87 კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ფიგურირებს.

იმის გამო, რომ კომპანიის შესახებ ფაქტიურად არაფერი იყო ცნობილი, კომპანიის მფლობელის შესახებ პრესაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა, თუმცა, ყველა ამ ვერსიას, მფლობელის რუსული წარმომავლობა აერთიანებდა. ეჭვები განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც შპს "თბილისის წყლის" შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში გაჩნდა საწარმოს ახალი დირექტორისა და წარმომადგენლების ვინაობა. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელი იყო იური ლესი - რუსული "ინტერ რაო ეს"-ის საკუთრებაში არსებული მოლდავეთის გრეს-ის მმართველობის ყოფილი თავმჯდომარე. ასევე, საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის იყო ალექსეი სერებრიაკოვი, რომელიც 2003 წლიდან მოხსენიებულია "გაზპრომის" კვარტალურ ანგარიშებში, როგორც ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის "გიპროსპეცგაზის" დირექტორთა საბჭოს წევრი.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით 2005 წლის 7 დეკემბერს საქართველოში რეგისტრირებულია სს "მალტიპლექს სოლუშენსის" თბილისის წარმომადგენლობა (ფილიალი), რომლის დამფუძნებელი ჟენევის სავაჭრო რეესტრში 2005 წლის 23 აგვისტოს რეგისტრირებული სს "მალტიპლექს სოლუშენსია". რეესტრში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის რეგისტრაციიდან ორ თვეში, სს "მალტიპლექს სოლუშენსის" დირექტორთა საბჭოს 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაფუძნებულ იქნა სს "მალტიპლექს სოლუშენსის" წარმომადგენლობა თბილისში, დამტკიცდა წარმომადგენლობის დებულება და დანიშნულ იქნენ წარმომადგენლობის მენეჯერები". გადაწყვეტილების თანახმად, წარმომადგენლობის მენეჯერები (დირექტორები) იყვნენ დავით შენგელია და ლევან კაჭარავა.
LLinkedln-ზე, სავარაუდოდ, დავით შენგელიას მიერ განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დავით შენგელია არის ჟენევაში რეგისტრირებული De Novo Alliance SA ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში საკონსულტაციო კომპანიის მფლობელი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Gamma petroleum SA დირექტორთა საბჭოს წევრი, ამერიკულ-ქართული იურიდიული კომპანია Amirashvili, gogoishvili & shengelia, G.P. პარტნიორი; 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე იყო Multiplex SoLutions SA დირექტორთა საბჭოს წევრი და თანადამფუძნებელი, ხოლო მანამდე 2001 წლის თებერვლიდან 2005 წლის მაისამდე, ასევე, ჟენევაში რეგისტრირებული Silk roud group დირექტორთა საბჭოს წევრი და თანადამფუძნებელი.
ლევან კაჭარავას შესახებ ცნობები მხოლოდ სხვადასხვა მედიასაშუალებებში მოიპოვება, სადაც ის მოიხსენიება, როგორც ე.წ. "ვერის საძმოს" წევრი, მეტსახელად "ტილიკა", Silk roud group-ის თანადამფუძნებელი, სამშენებლო კომპანია "აქსისის" მფლობელი და ყოფილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - ნიკა გვარამიას ბავშვობის მეგობარი.

რაც შეეხება Silk roud group-ს, ეს ის კომპანიაა, რომლის ქართული წარმომადგენლობის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი (მეტსახელად "ზარალა") საქართველოში ისეთ ბიზნესებს ფლობს, როგორიცაა ”სილქნეტი", "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", "დეველოფმენთ სოლუშენი" და რომელმაც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ამერიკელ მილიარდერთან, დონალდ ტრამპთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
უნდა აღინიშნოს, რომ შპს ”თბილისის წყლის" გასხვისების პერიოდში, მისი მფლობელი სწორედ ის კომპანია გახდა, რომლის ქართველი მენეჯერები, ამავდროულად, "სილქ როუდ ჯგუფის" თანადამფუძნებლები იყვნენ.

ა/ო ”მწვანე ალტერნატივას” მასალებზე დაყრდნობით
მოამზადა ლალი ალელიშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48