"საბავშვო ანაბარი" - დააბანდეთ ფული თქვენი შვილების მომავლისთვის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "საბავშვო ანაბარი" - დააბანდეთ ფული თქვენი შვილების მომავლისთვის
ნანახია: 440

"საბავშვო ანაბარი" - დააბანდეთ ფული თქვენი შვილების მომავლისთვისგაქვთ თავისუფალი სახსრები და გსურთ ეს თანხა თქვენი შვილის მომავლის უზრუნველსაყოფად გამოიყენოთ? მაშინ `საბავშვო ანაბარი~ სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. საბავშვო ანაბარი ბანკების მიერ შეთავაზებულ სადეპოზიტო პროდუქტებიდან ვადიანი ანაბრის ყველაზე გრძელვადიანი და ბავშვისათვის ფულის შეგროვების საუკეთესო საშუალებაა. ამ სახის ანაბრები საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება, როგორც ფულის დაბანდება შვილების ან შვილიშვილების მომავლის უზრუნველყოფაში.
საბავშვო ანაბარი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ თანხა ბავშვის სრულწლოვანებამდე. სხვა ანაბრებთან შედარებით საბავშვო ანაბარს ერიცხება მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ამასთან განსაზღვრული არ არის შეტანების გაკეთების გრაფიკი. საბავშვო ანაბარზე თანხის განთავსება შეუძლია მშობელს (ან მეურვეს) ბავშვის დაბადების მოწმობის საფუძველზე. ბავშვის სრულწლოვანების დადგომისთანავე ანაბარზე უფლება გადადის მის სახელზე. ასეთი სახის ანაბრის ხელშეკრულების შეწყვეტაზე უფლებამოსილი პირები არიან მშობლები (ან მეურვეები). თანხის გატანა (ხელშეკრულების დარღვევა ბავშვის სრულწლოვანებამდე) ნებისმიერ დროს შეუძლია ერთ-ერთ მშობელს მეორე მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის საფუძველზე. თანხა ჩაირიცხება მშობლის (ან მეურვის) მიმდინარე ანგარიშზე.
გთავაზობთ საქართველოში მოქმედი წამყვანი ბანკების მიერ შემოთავაზებულ პირობებს აღნიშნულ პროდუქტზე:
”საქართველოს ბანკი” - პირველადი და დამატებითი მინიმალური შენატანი შეადგენს 10 ლარს, აშშ დოლარს ან ევროს. ყოველთვიური დამატებითი შენატანის მოცულობა არ არის შეზღუდული. წლიური საპროცენტო სარგებელი ლარში შეადგენს 16.00%-ს, ხოლო დოლარში, ევროსა და სტერლინგში 9.00%-ს. ამასთან `საქართველოს ბანკმა~ დაიწყო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი `მეოცნებე ბავშვები~. პროექტის ფარგლებში ქ. რუსთავში არსებული ოჯახური ტიპის ცხრა მზრუნველობამოკლებული აღსაზრდელის სახელზე `საქართველოს ბანკმა~ საბავშვო ანაბარი გახსნა და თითოეულის ანგარიშზე 1000 ლარი ჩარიცხა. ბავშვების სრულწლოვნებამდე, ყოველ თვე, ბანკი მათ ანგარიშზე დამატებით 50 ლარს შეიტანს.
”თიბისი ბანკი” - აღნიშნულ პროდუქტზე პირველადი მინიმალური შენატანი არ მოითხოვება. მინიმალური შემდგომი შენატანია 10 დოლარი/ევრო/ლარი/გირვანქა სტერლინგი. ამასთან, თანხის დამატების პერიოდულობა და შენატანის მაქსიმალური მოცულობა შეზღუდული არ არის. ანაბრის მინიმალური ვადაა 2 წელი, ხოლო მაქსიმალური ვადა - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ანაბარზე პროცენტის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, რთული პროცენტის პირობით. პირველი დარიცხვა ხდება ანაბრის გახსნის დღიდან ერთ წელში. საპროცენტო სარგებელი ლარში არის -16%, აშშ დოლარში - 9% ხოლო ევროსა და გირვანქა სტერლინგში - 8.75%. სტანდარტული პროცენტი ერიცხება ანაბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანაბარზე თანხის დამატება არის ყოველთვიური. წინააღმდეგ შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება 0,5%-ით ნაკლები სარგებელი. მოცემული განაკვეთები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას მეანაბრე მიიღებს პერიოდის განმავლობაში ანაბარზე დარიცხული ჯამური პროცენტის თანხის 70%-ს. საბავშვო ანაბარი იხსნება ბავშვის სახელზე მშობლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
”ვითიბი ბანკი” - ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ლარში/აშშ დოლარში/ევროში. ანაბრის მინიმალური თანხა შეადგენს 100 ლარს, აშშ დოლარს, ევროს. ანაბარზე დამატებითი შენატანების რაოდენობა და თანხა შეუზღუდავია. დეპოზიტის ნაწილის გატანა არ ხდება. მოქმედების ვადა შეადგენს 2 წლიდან – ბავშვის სრულწლოვანებამდე. წლიური საპროცენტო სარგებელი ლარში შეადგენს 12.5%, აშშ დოლარში 9.%, ხოლო ევროში 8.75%-ს. ანაბარს, ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში დაერიცხება სრული საპროცენტო განაკვეთი ყოველ სრულ წელზე, ხოლო არასრულ წელზე – წლიური 2%.
”ინვესტბანკი” - საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია 2-18 წლამდე (სრულწლოვანებამდე) ვადით. საბავშვო ანაბარს საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ყოველწლიურად. პირველადი შენატანი ლარში შეადგენს 100 ერთეულს, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 50 ერთეულს. წლიური საპროცენტო სარგებელი ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 15 %, დანარჩენ ვალუტაში 12 %. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში 6 თვემდე ვადით განთავსებულ თანხას სარგებელი არ ერიცხება. 6 თვიდან -2 წლამდე ვადით ფაქტიურად განთავსებულ დღეებზე ანაბრის თანხას დაერიცხება იმ დროისათვის ბანკში მოქმედი მოთხოვნამდე ანაბრის პროცენტი. საბავშვო ანაბრის განთავსებიდან 2 წლის შემდეგ, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, თანხას დაერიცხება ანაბარზე ჯამურად დარიცხული სარგებლის 70%. `ინვესტბანკი~ მომხმარებელს სთავაზობს საბავშვო ანაბარზე თანხის შეტანის პერიოდულობის არჩევანის საშუალებას: ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად, ყოველწლიურად.
”პროგრესბანკი” - პირველადი და დამატებითი მინიმალური შენატანი შეადგენს 20 ერთეულს. თანხის დამატების პერიოდულობა შეზღუდული არ არის. ანაბრის მინიმალური ვადაა 2 წელი, მაქსიმალური ვადა განისაზღვრება ბავშვის სრულწლოვანებამდე. ანაბარზე პროცენტის დარიცხვა ხდება წელიწადში ერთხელ, ანაბრის გახსნის ყოველ კალენდარულ რიცხვში. საპროცენტო სარგებელი ლარში შეადგენს 16%-ს, აშშ დოლარში 11%-ს, ხოლო ევროში 10,5%. ანაბრის ვადამდე გატანის შემთხვევაში ანაბარზე უკვე ჩარიცხულ სარგებელი არ იკარგება;
”პროკრედიტ ბანკი” - პირველადი მინიმალური შენატანი შეადგენს 10 ლარს, აშშ დოლარს ან ევროს. ანაბრის მინიმალური ვადაა 2 წელი, მაქსიმალური ვადა განისაზღვრება ბავშვის სრულწლოვანებამდე. საბავშვო ანაბარზე საპროცენტო სარგებლის დამატება ხდება ანაბრის გახსნიდან ყოველი 12 თვის ბოლოს. საპროცენტო სარგებელი დაემატება ძირითად თანხას და შემდეგ ამ გაზრდილ თანხაზე მოხდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. წლიური საპროცენტო სარგებელი ლარში განისაზღვრება 15 %-ით, დოლარსა და ევროშო 8.75 %-ით.
ხელშეკრულების ვადამდე დარღვევის შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება სრული საპროცენტო სარგებელი ყოველ შესრულებულ წელზე, ხოლო დარჩენილ ვადაზე წლიური 1.5%.
”ბანკი რესპუბლიკა” - პირველადი და დამატებითი მინიმალური შენატანი შეადგენს 20 ერთეულს. ანაბრის მინიმალური ვადაა 2 წელი, მაქსიმალური ვადა განისაზღვრება ბავშვის სრულწლოვანებამდე. სარგებლის გაცემა ხდება ანაბრის ვადის ბოლოს ძირითად თანხასთან ერთად. წლიური საპროცენტო სარგებელი ლარში შეადგენს 13.50%-ს, აშშ დოლარში 7.50%-ს, ხოლო ევროში 7.00%-ს. წლის განმავლობაში თანხის ყოველთვიურად შემოტანის შემთხვევაში, საპროცენტო სარგებელი აღნიშნულ წელს გაიზრდება 0.5%-ით.

მაგდა ლორთქიფანიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48