ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან ნოდარ ხადურთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან ნოდარ ხადურთან
ნანახია: 427

ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან ნოდარ ხადურთან"ლარი დოლართან მიმართებაში 6 პუნქტით გაუფასურდა და შემდეგ ისევ გამყარება დაიწყო. ეს ძალიან დიდ ეჭვს ბადებს"

"მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობი ერთბაშად 12 დოლარით გაიაფდა, მაგრამ ჩვენთან ამან ასახვა ჯერ ვერ ჰპოვა"


უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში ინფლაცია ორნიშნა ციფრს აღწევს. მის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ეკონომიკის ექსპერტები ლარის კურსის არასტაბილურობას ასახელებენ. ამასთან, ეკონომისტები ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებზე და 2010 წლის მანძილზე მიმოქცევაში ფულის მასის ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჩვენ ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას, მის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე კომენტარი, ეკონომიკის ექსპერტ, ნოდარ ხადურს, ვთხოვეთ.
ინფლაცია ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე თემაა. ფასიანი ქაღალდების ბაზარი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფლაციასთან საბრძოლველად, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ სახაზინო ვალდებულებებს, რომელსაც მთავრობა უშვებს, ფინანსთა სამინისტრო სებ-ს სთხოვს და ეროვნული ბანკი მხოლოდ ტექნიკურ საქმიანობას ეწევა, მიემართება ბიუჯეტში და ეს თანხა ხმარდება მთლიანად ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებას. რაც შეეხება ზოგადად ინფლაციას – მასთან საბრძოლველად მისი წარმომშობი წყაროები უნდა ვიცოდეთ. შეგახსენებთ, ჩვენ ყველამ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ საქართველოში ინფლაციის შიდა წყაროები არ არსებობს და ეს ყველაფერი გამოწვეულია გარე ფაქტორებით, რომ მსოფლიო ბაზარზე იზრდება ფასები და ა.შ. აქ ერთი სერიოზული პრობლემაა. ერთი ის, რომ ჩვენ ზუსტად არ გვაქვს გაანალიზებული, თუ რამ გამოიწვია ინფლაცია, ამიტომ ვერ შევძლებთ მის დამარცხებას. არადა, უკვე სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ, ინფლაციის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულს დიდი ხანია გადაცდა. სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, სურსათის ფასი 30%-ით გაიზარდა. ეს იმ პირობებში, რადესაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია, მათი ოჯახის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ სურსათის შეძენაზე იხარჯება, შესაბამისად, მათთვის ინფლაცია არა 13%-ია, როგორც ეს ოფიციალურადაა გაცხადებული, არამედ 30%. ამასთან, განსაკუთრებით გაზრდილია ფასი იმ პირველადი მოხმარების პროდუქტზე, რომელსაც უბრალო, გაჭირვებული ადამიანი მოიხმარს და არა რაიმე გარკვეული ძვირადღირებულ პროდუქტზე. მაგალითად, პური, კარტოფილი და ა.შ. 2-ჯერ და 3-ჯერაა გაძვირებული.
საქართველოში არსებულ ინფლაციას აქვს რამდენიმე მდგენელი. საგარეო, რომელზეც ჩვენ ერთადერთი ზეგავლენა შეგვიძლია მოვახდინოთ გაცვლითი კურსით. ეროვნულმა ბანკმა შარშან შემოდგომიდან დაიწყო კურსის გამყარება, მაგრამ ბოლო 3 დღეა რაღაც გაურკვევლობა ხდება სავალუტო ბაზარზე. ლარი დოლართან მიმართებაში 6 პუნქტით გაუფასურდა და შემდეგ ისევ უკან გამყარება დაიწყო. ეს ძალიან დიდ ეჭვს ბადებს, მითუმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სებ-მა ბოლო თვენახევარი 100 მლნ. დოლარი იყიდა, ამიტომ ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, ეროვნულ ბანკს ამის პრევენციის ყველა ბერკეტი გააჩნდა. ამის მიზეზი კი შეიძლება ის არის, რომ ვიღაცას წინასწარ აქვს ინფორმაცია კურსის ცვლილებებზე და ამით კი კარგი შემოსავლის მიღება შეიძლება. ვინ შეიძლება იყოს ვერ გეტყვით, მაგრამ იმან, ვინც წინასწარ იცის, რომ კურსი თამაშს დაიწყებს, შეუძლია დიდ ფული იშოვის. ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს ის, რომ რატომღაც ასეთი მოვლენები, კურსის ნახტომისებრი ცვლილებები, ყოველთვის ხუთშაბათს ან პარასკევს ხდება. მაგალითად, პარასკევს ავარდება კურსი და მერე დასვენებაა 3 დღე. ამ პერიოდში ყველა გაურკვევლობაშია. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები.
მეორე ფაქტორი ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციისა არის ის, რომ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის რაოდენობა წლის განმავლობაში სხვადასხვა აგრეგატის მიხედვით 14-დან 35%-მდეა გაზრდილი.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ საქართველოს ბაზარზე არსებობენ ფირმები, რომელთაც საბაზრო ძალაუფლება გააჩნიათ, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი ხარჯები მთლიანად გადაიტანონ და ჩადონ ფასში. ეს ეხება ყველა სფეროს. ამ პრობლემების "ბუკეტით" საქართველოში ინფლაცია არის ყველაზე მაღალი სამეზობლოს შორის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოსტსაბჭოთა სივრცეში.. ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ ინფლაციასთან აქტიური ბრძოლა მხოლოდ სებ-ს გადავაბარეთ, მაშინ როდესაც მთავრობა ინფლაციის ერთ-ერთი სერიოზული წყაროა, იგივე ბიუჯეტის დეფიციტით და იმ ხარჯების მეშვეობით, რომელსაც ის ახორციელებს. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია კონკურენტული გარემო, მხოლოდ ფისკალური ინსტრუმენტები არ იქნება საკმარისი, რომ ფასები იყოს სტაბილური. ასე რომ, აქ ყველა ფაქტორია გასათვალისწინებელი.
კიდევ ერთს დავამატებ: ხუთშაბათს ერთ ღამეში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობი ერთბაშად 12 დოლარით გაიაფდა, მაგრამ ჩვენთან ამან ასახვა ჯერ ვერ ჰპოვა. ძალიან არ მინდა, რომ საქართველოში ეს გაიაფება არ აისახოს და ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდა კვლავ გაგრძელდეს, იმ ფონზე, როცა მსოფლიო ბაზარზე სერიოზული ფასების კლება მიმდინარეობს და ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა. თან გასათვალისწინებელია, რომ გაცვლით კურსზეც იგივე პროცესებია, ანუ დოლარი მყარდება, შესაბამისად, იმპორტიორებს პროდუქცია უიაფდებათ. ასე რომ, ახლა სწორედ საჭიროა არამც თუ ფასი გაიზარდოს ან შენარჩუნდეს, საჭიროა კლება. ვნახოთ, რა იქნება. როგორც იტყვიან - აღდგომა და ხვალეო.

ნინი ლეკიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48