ვის დავუჯეროთ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ვის დავუჯეროთ
ნანახია: 405

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 9,5%-იან ინფლაციას ვარაუდობს, ეროვნული ბანკი მხოლოდ 6%-ს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, 2011 წელს საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 9,5% იქნება.
აღნიშნული ციფრი მოცემულია ბანკის ანგარიშში "აზიის განვითარების პროგნოზი 2011~, რომელიც საქართველოს ეკონომიკის გარდა, სხვა ქვეყნების პერსექტივებიცაა მიმოხილული.
ინფლაციის მთავარი მიზეზი საქართველოში, მეზობლებთან შედარებით, გაზრდილი ფულის მასაა. პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთი გზა არსებობს: შეწყვიტოს მთავრობამ ეკონომიკაში ფულის მასის ხელოვნური ზრდა.
აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, შარშან საქართველოში ფულის მასა 35%-ით, აზერბაიჯანში – 26%-ით, ხოლო სომხეთში – 12%-ით გაიზარდა. საქართველოს, ამ პარამეტრის მიხედვით, აზერბაიჯანთან შედარებით, 1.3-ჯერ, ხოლო სომხეთთან შედარებით 2.9-ჯერ უარესი მაჩვენებელი აქვს. ეს ერთადერთი პარამეტრია, რის მიხედვითაც მეზობელ ქვეყნებს შორის დიდი სხვაობაა.
სხვა პარამეტრების მიხედვით (მშპ, საბიუჯეტო დეფიციტი, საგარეო ვალი) საქართველო მეზობლებთან შედარებით ან თანაბარ, ან უკეთეს პოზიციებზეა. 2010 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდა 6.5%, აზერბაიჯანში – 5%, სომხეთში კი – 2.3% იყო. 2010 წელს, საბიუჯეტო დეფიციტი საქართველოში 6.5%, სომხეთში – 6% გახლდათ. საგარეო ვალის მოცულობამ საქართველოში 37%, სომხეთში – 35% შეადგინა. ორივე პარამეტრის მიხედვით, ძვირადღირებული ბუნებრივი რესურსის – ნავთობის მფლობელი აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით უკეთეს პოზიციებზეა: საგარეო ვალი მშპ-ს 9%-ია, დეფიციტი კი – მშპ-ს 0.9%. დეფიციტის ასეთ დაბალ ნიშნულს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობფონდის (SOFAZ) მიერ ეკონომიკაში ჩადებული თანხები უზრუნველყოფს. ეს რომ არა, აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, აზერბაიჯანის დეფიციტი მშპ-ს 15.1%-ს მიაღწევდა.
ADB -ის ყველაზე მოკრძალებული პროგნოზით 2011 წელს ეკონომიკური ზრდა 5,5% იქნება, 2012 წელს კი - 5%, კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობის გაძლიერების ფონზე.
ბანკის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 2011 წელს, ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს საკვების და ნავთობის ფასების ზრდა განაპირობებს, ხოლო 2012 წელს, როცა მოსალოდნელია საკვების გაძვირების დასრულება და ნავთობის და სხვა საიმპორტო საქონლის ფასების მხოლოდ ზომიერად ზრდა, წლიური ინფლაცია შემცირდება.
აზიის განვთარების ბანკის ექსპერტების ვარაუდით, საგარეო რისკებიდან მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური გაჯანსაღების შეყოვნება, გლობალური სასაქონლო ფასების მოსალოდნელზე მეტად ზრდა, ან უფრო სუსტი შემოდინება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა. რაც შეეხება ადგილობრივ რისკებს, ყველაზე დიდ რისკს დაბალი ფისკალური კონსოლიდაცია წარმოადგენს.
თუმცა, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიზნობრივი ინფლაცია 2011-2013 წლებისთის მხოლოდ 6%-ია. მთავრობა წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებდა, თუმცა აზიის განვითარების ბანკის პროგნოზმა, ეს მოსაზრება გააქარწყლა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ვარაუდებზე მეტად, ADB-ის პროგნოზები მართლდება.
ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით, ბანკის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და საბოლოო მონაცემებს შორის ცდომილება, როგორც ყოველთვის, მინიმალურია. აზიის განვითარების ბანკი, ისევე როგორც სხვა უცხოური საფინანსო ინსტიტუტები, ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგს მუდმივად ატარებენ. ამიტომაც, მათ უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაყვანას ეჭვი თვალით უყურებს ექსპერტთა ნაწილი.
`გასაკვირი არ არის, მათი პროგნოზი რომ არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან ორივე მათგანი განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფრო პროგნოზირების მეთოდებს იყენებს, მაშინ როდესაც აზიის განვითარების ბანკი უფრო მეტად შეფასების მეთოდებით აპრობირებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ორივე მეეჭვება. ერთნიშნა ინფლაციის მაჩვენებლამდე დაყვანა საეჭვოა იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ წლის პირველი 4 თვე ძალიან მაღალი ინფლაციით გვაქვს დასრულებული და პლიუს ამ გადმოსახედიდან არ ჩანს რაიმე ისეთი მიზეზი, რამაც შეიძლება შეამციროს ფასები. აქედან გამომდინარე, რამ უნდა შეამციროს ჩვენთან ფასები ისე რომ 6 ან 9,5%-მდე დავიდეს ინფლაცია, ცოტა წარმოუდგენელია. ისევე როგორც, მხოლოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რასაც ის ატარებს საკმარისი არ არის ინფლაციის მაჩვენებლის შესამცირებლად, ამიტომ საინტერესოა, რატომ არის ეროვნული ბანკი დარწმუნებული იმაში, რომ მთავრობა მას აყვება ან კიდევ საერთაშორისო ფასები მისცემს საშუალებას, რომ 6%-მდე დივიდეს ინფლაცია", - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა დავით ნარმანიამ.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48