რა საიდუმლო იმალება ბანკებსა და კლიენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (113)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რა საიდუმლო იმალება ბანკებსა და კლიენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში
ნანახია: 1147

აგვისტოს ომამდე და გლობალური ფინანსური კრიზისის ტალღის საქართველომდე მოღწევამდე, წამყვანი კომერციული ბანკები მომხმარებელს საკრედიტო ბარათის სერვისით უშურველად ანებივრევდა. ამ საბანკო პროდუქტით სარგებლობა დღესაც ხელმისაწვდომია, ოღონდ, ცხადია, გამკაცრებული პირობებით და გაზრდილი ტარიფებით. ქართულ საბანკო სივრცეში დღეს მხოლოდ ორი ბანკია, ბანკი "რესპუბლიკა" და "ბაზისბანკი", რომელთა მენეჯმენტსაც საკრედიტო ბარათით სარგებლობის საკომისიო, ადრინდელთან შედარებით, ჯერ არ გაუძვირებია. ასე რომ, თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი, მუშაობთ და ყოველთვიური ხელფასი ბანკში გერიცხებათ, თამამად შეგიძლიათ იმ საბანკო პროდუქტით ისარგებლოთ, რომელსაც საკრედიტო ბარათი ჰქვია. საკრედიტო ბარათით შესაძლებელია ბანკიდან უპროცენტო სესხის გამოტანა, თუ, რა თქმა უნდა, დათქმულ დროს არ გადააცილებთ და თანხას ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დაფარავთ.
"ტაოპრივატბანკი" მომხმარებელს PRIVATE CARD-ს სთავაზობს, რომლის საშეღავათო პერიოდიც 30 დღით განისაზღვრება. PRIVATE CARDის საშუალებით შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკომატში თანხის განაღდება და სავაჭრო ობიექტებში უნაღდო ანგარიშსწორებით სარგებლობა. თანხის განაღდების საკომისიო დღესდღეობით "ტაოპრივატბანკის" ბანკომატებში 4%-ს, სხვა ბანკების ბანკომატებში 4% +2-ს, საზღვარგარეთ არსებული ბანკების ბანკომატებში 4% +6-ს, ხოლო საკრედიტო ბარათით სავაჭრო ცენტრში სარგებლობის შემთხვევაში კი 1%-ს შეადგენს.
მართალია, "ტაოპრივატბანკმა" საკრედიტო ბარათის ტარიფებში ცვლილებები უკვე შეიტანა, მაგრამ განაღდების საკომისიო PRIVATE CARD-ით სარგებლობისას შეიძლება კიდევ გაიზადოს ან შემცირდეს, ისევე, როგორც ეს სხვა ბანკების შემთხვევაში ხდება. ამ შესაძლო ცვლილებების თაობაზე კი დაწვრილებით სხვა პუნქტებთან ერთად იმ ხელშეკრულებაში არის ჩამოთვლილი, რომელსაც კლიენტი ბანკთან ხელს აწერს. "ტაოპრივატბანკის" ხელშეკრულების პუნქტში, "ბანკის უფლებები" ნათქვამია:
"4.3 ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს ტარიფები, ასევე ანგარიშების მომსახურების სხვა პირობები. ამასთან, ბანკი მიწოდებული კრედიტის ოდენობის (საკრედიტო ლიმიტის) ცვლილების შემთხვევის გარდა, ვალდებულია, ცვლილებების შემოტანამდე არანაკლებ 5 დღით ადრე შეატყობინოს კლიენტს ამის შესახებ, კერძოდ, საბარათე ანგარიშის ამონაწერით ამ ხელშეკრულების პ.4.9-ის თანახმად. თუკი 5 დღის განმავლობაში ბანკმა არ მიიღო კლიენტისგან შეტყობინება იმის შესახებ, რომ იგი არ ეთანხმება ცვლილებებს, ითვლება, რომ კლიენტი იღებს ახალ პირობებს. გადახდის ბარათზე მიწოდებული კრედიტის (საკრედიტო ლიმიტის) ოდენობის ერთპიროვნული ცვლილების უფლებას იტოვებს ბანკი, საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით და კლიენტის წინასწარი გაფრთხილების გარეშე".
"თიბისი ბანკი" კლიენტებს TBC ჩარდ-ს 55 დღიანი საშეღავათო პერიოდით სთავაზობს. საკრედიტო ბარათებზე 2009 წლის 20 თებერვლიდან მომსახურების ახალი ტარიფები ამოქმედდება, რომელიც ასე გამოიყურება: თანხის განაღდება თიბისი ბანკის/ვითიბი ბანკის/ ბანკომატებში 1.9% მინ. 2 ლარი, თიბისი ბანკში 2.9% მინ. 2 ლარი, სხვა ბანკებსა და ბანკომატებში 2.9% მინ. 6 ლარი, ვადაგადაცილების საკომისიო ერთჯერადი 20 ლარი + 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტარიფები ვრცელდება 2009 წლის 20 თებერვლამდე დამტკიცებულ ბარათებზე.
"თიბისი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრმელმა ნათია გოცაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საკომისიო გადასახადის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე საბანკო პროდუქტების გაძვირებამ გამოიწვია. საქართველოში საბანკო ტარიფების ნორმებს ფინანსურ მონიტორინგთან ერთად ბანკი თავისი საბანკო პოლიტიკიდან გამომდინარე ადგენს. მომხმარებელს კი ისინი რამდენიმე დღით ადრე ატყობინებან ამ ცვლილებების შესახებ.
"თიბისი ბანკის" ხელშეკრულებაში ნათქვამია: "4.1 კლიენტისა და ბანკის ფინანსური ურთიერთობა მთლიანად წესრიგდება ბანკის ტარიფებითა და ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებებით. ანგარიშის წარმოებისათვის, ამ ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციებისათვის და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის კლიენტი ბანკს უხდის ოპერაციის შესრულების ან მომსახურების გაწევის დროისათვის ბანკის მიერ დადგენილი და მოქმედი ტარიფების შესაბამისად განსაზღვრულ თანხას.
4.2 ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს კლიენტის მომსახურების საფასური, რის შესახებაც ბანკი, კლიენტების ინფორმირებას უზრუნველყოფს ტარიფების ცვლილებემდე 10 დღით ადრე გავრცელებული საინფორმაციო მასალის მეშვეობით.
4.3 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კლიენტს არ დაუბრუნდება მის მიერ უკვე გადახდილი მომსახურების საფასური (საკომისიო)."
"საქართველოს ბანკის" კლიენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია: პუნქტი 9.4 "ბანკის საქმიანობისა და კლიენტთან ურთიერთობის განვითარებასთან ერთად წესები, რომლითაც ბანკი განიხილავს, ინახავს და იყენებს აღნიშნულ ინფორმაციას, შეიძლება შეიცვალოს. Uუმეტეს შემთხვევაში აღნიშნული ცვლილებები შეიძლება გამოწვეულ იქნას ტექნოლოგიების განვითარებით და ბანკს მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები შეესაბამება კლიენტის მოლოდინს. თუ ბანკს მიაჩნია, რომ ამგვარი ცვლილებები კლიენტისთვის აშკარად არ არის გასაგები, ბანკი კლიენტს გაუგზავნის შეტყობინებას ამგვარი ცვლილებების შესახებ.
9.5 როდესაც კლიენტი ხელს მოაწერს განაცხადს საბანკო მომსახურების შესახებ და შესაბამის განაცხადს (ან სხვა დოკუმენტს), კლიენტი თანახმაა, რომ თუ იგი ანგარიშის შენარჩუნების გზით ან ბანკის მიერ კლიენტისთვის ცვლილებების შეტყობინების გაგზავნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გააგრძელებს მომსახურების ან პროდუქტის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ კლიენტი თანახმაა ამგვარ ცვლილებაზე (თუ კლიენტი ბანკს წერილობით არ შეატყობინებს იმის შესახებ, რომ კლიენტს არ სურს, რომ ბანკმა გამოიყენოს ინფორმაცია ცვლილებების შედეგად მიღებული მეთოდით)."
"საქართველოს ბანკის" საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ხათუნა კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: "საკრედიტო ბარათიდან "ორენჯ ქარდიდან" ბანკომატიდან განაღდების საკომისიო 5 თებერვლიდან შეიცვალა. ამის თაობაზე, ჩვენი მომხმარებლის ინტერესის დაცვით, 5 იანვრის თარიღით შეტყობინება განთავსდა ბანკის ყველა სერვის ცენტრში და ასევე "საქართველოს ბანკის" ვებ-გვერდზე. ცვლილებები შეეხო ყველა არსებული და ახალი "ორენჯ-ბარათის" მფლობელს. მას კი ვისაც სურს, რომ ახალი პირობებით აღარ ისარგებლოს, შეუძლია სრულად დაფაროს ათვისებული თანხა ან ყოველ თვე შეიტანოს მინიმალური გადასახადი. ცვლილებების უფლებას გვაძლევდა, მომხმარებელთან "ორენჯ ქარდის" შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება და მასში არსებული შესაბამისი პუნქტი. ჩვენ დავიცავით ხელშეკრულებებით დადგენილი წესები და როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი თვით ადრე, მივიღეთ ზომები, მათ შორის, მედიის საშუალებითაც და შევეცადეთ, რომ ჩვენი მომხმარებელი სრულად ყოფილიყო ინფორმირებული ბანკომატებიდან განაღდების საკომისიოს გაზრდის შესახებ".
განაღდების საკომისიო "საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებში ასეთია: 4.5% მინ. 2.00ლ, 4.5% მინ. 1.00$, "საქართველოს ბანკის" ბანკომატებში 3.9% მინ. 2.00 ლ. 3.9% მინ. 1.00$, ხოლო განაღდების საკომისიო სხვა ბანკის ფილიალებსა და ბანკომატებში 4.5% მინ. 5.00ლ. 4.5% მინ. 3.00$-ია.
ბარათის ღირებულება კი ლიმიტის შესაბამისია. მაგალითად, 500 ლარამდე საკრედიტო ბარათის ფასი – 25Lლარია, 501-დან - 1000 ლარამდე ბარათის ღირებულება 30 ლარი, ხოლო 1000 ლარზე კი 40 ლარი.
ცხადია, ომისშემდგომი პერიოდისა და კრიზისის გავლენით, მოსახლეობაში იყო გარკვეული მოლოდინი, რომ ბანკები საკრედიტო ბარათის სერვისს გააძვირებდნენ. მით უფრო, რომ ზოგადად, საკრედიტო პროდუქტის ზრდის ტენდენციამ სათავე ჯერ კიდევ გასული გაზაფხულიდან აიღო. ამ ობიექტური მოლოდინის მიუხედავად, საკრედიტო ბარათების საკომისიოს ზრდას, ცხადია, მომხმარებელთა დიდი ნაწილი შინაგანად აპროტესტებს. საკრედიტო ბარათის რამდენიმე მომხმარებელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ გაძვირების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ და არ ეგონათ, თუკი ხელშეკრულება ამგვარ რამეს ითვალისწინებდა.
ასეა თუ ისე, მომხმარებლის უკმაყოფილებას იურიდიული საფუძველი ვერ ექნება. ახალი პირობების მიუღებლობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ სრულად დაფარონ საკრედიტო ლიმიტი და ამით დაასრულონ ბანკისგან აღნიშნული სერვისით სარგებლობა. თუმცა, დღევანდელ ვითარებაში, როცა დრევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს, მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ნებით თუ უნებლიედ, იმ პირობებს ეგუება, რომელიც ბანკებმა დაუდგინა, საკრედიტო ბარათით სარგებლობაზე კი უარი მხოლოდ მცირე ნაწილმა თქვა.

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48