ნანახია: 319
2011 წლის I კვარტლის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივები მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში 49,2%-ით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდიდან (46,2%) 3%-ით გაზრდილია, ამ წლის დასაწყისიდან კი 1,6%-ით არის შემცირებული. საანგარიშო კვარტლის ბოლოს საბანკო დეპოზიტები მშპ-ის 22,2%-ით განისაზღვრება, (01/04/10 -19,6%, 01/01/11 -23,6%), სესხები -28,4%-ით (01/04/10 -27,2%, 01/01/11-28,4%). ამ დროისთვის საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილია 19 კომერციული ბანკით, რომელთა ჯამური აქტივები 2011 წლის პირველი აპრილისთვის 10,682 მლრდ ლარს, დეპოზიტები - 4,8 მლრდ ლარს, საკრედიტო პორტფელი - 6,359 მლრდ ლარს შეადგენს.
|